საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20

საფეხბურთო ბილეთების ელექტრონული რეალიზაციის სექტორში სააგენტომ საჩივარი დაუშვებლად ცნო

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA),  საფეხბურთო ბილეთების ელექტრონული რეალიზაციის სექტორში, შპს „თინეთის“ საჩივარი დაუშვებლად ცნო. საკითხი ეხება „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის სავარაუდო დარღვევის ფაქტს - შპს „ელ.ბილეთების“, სს „საქართველოს ბანკის“, ღია სააქციო საზოგადოება „საქართველოს ბანკის ჯგუფისა“ და „საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის“ მხრიდან, ხოლო ამ უკანასკნელის მხრიდან დამატებით მე-6 მუხლის სავარაუდო დარღვევას.


დასაშვებობის ეტაპზე, მოპასუხების მხრიდან კონკურენციის საწინააღმდეგო ქმედებებთან მიმართებით გონივრული ეჭვი არ გამოიკვეთა. შესაბამისად, სამართლებრივი საფუძვლის არარსებობის გამო, სააგენტომ მოკვლევა არ დაიწყო.


ინფორმაციისთვის: 2025 წელს, სააგენტომ რვა საჩივარზე დაუშვებლობის გადაწყვეტილება მიიღო.

04.09.2025
უკან დაბრუნება

ვებ-გვერდის გაუმჯობესების მიზნით, 'საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო' იყენებს 'მზა-ჩანაწერებს'

მზა ჩანაწერების პოლიტიკა