ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება "კრედო ბანკისა" და "ფინკა ბანკი საქართველოს" შორის განსახორციელებელი კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის შესახებ
2020 წელს "კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, დაზუსტდა ეროვნული ბანკის უფლებამოსილებები და განისაზღვრა ვალდებულებები კონკურენციის პოლიტიკის განხორციელების პროცესში. შესაბამისად, "კრედო ბანკის" მომართვის საფუძველზე, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა - "კრედო ბანკის" მიერ "ფინკა ბანკი საქართველოს" აქციების 100%-ის შეძენის ტრანზაქციის (კონცენტრაციის) კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის შესახებ ადმინისტრაციული წარმოება განახორციელა.
კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განხილულ იქნა 100,000 ლარამდე სასესხო პროდუქტების ბაზარი და 100,000 ლარზე მეტი მოცულობის სასესხო პროდუქტების ბაზარი. შედეგად, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, აღნიშნული კონცენტრაცია მიჩნეულ იქნა კონკურენტულ გარემოსთან თავსებადად.
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილოთ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მიღებული გადაწყვეტილება - https://www.nbg.gov.ge/uploads/sazedamxedvelo_politika/brdzaneba.pdf