რეგიონებში მცხოვრები მოზარდებისთვის სამართლებრივ და სამომხმარებლო განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო (GCCA) საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრებს განაგრძობს.
სააგენტოს წარმომადგენლები იმერეთის რეგიონში, სამტრედიის N მე-12 საჯარო სკოლასა და სამტრედიის N 1-ელ საჯარო სკოლებში იმყოფებოდნენ, სადაც მოსწავლეებს მომხმარებლის უფლებები, მათი დაცვის მექანიზმები და კონკურენციის პოლიტიკის ძირითადი პრინციპები გააცნეს.
პროექტი GCCA-ის სასწავლო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებითა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება და მისი მიზანი რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების ინფორმირებულობისა და ცნობიერების გაზრდის ხელშეწყობაა, რაც, თავის მხრივ, მომავალში მომხმარებლის უფლებების დაცვის პროცესში მათ აქტიურ მონაწილეობას უზრუნველყოფს.