საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) შპს „ჯი ემ ფარმასიუთიქალსის“ საჩივარზე დაუშვებლობის გადაწყვეტილება მიიღო. საჩივარი ეხებოდა საქართველოს სსიპ „საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის“, სს „თ. ცერცვაძის სახელობის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრისა“ და შპს „რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს“ მხრიდან კანონის მე-10 მუხლის სავარაუდო დარღვევას.
GCCA-ის გადაწყვეტილებით, საკითხის დასაშვებობის ეტაპზე დადგინდა, რომ საჩივარი ვერ აკმაყოფილებდა კანონმდებლობით დადგენილ მატერიალური დასაშვებობის სტანდარტს. კერძოდ, არ არსებობდა კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევის გონივრული ეჭვი. შესაბამისად, სააგენტომ მოკვლევის დაწყება მიზანშეუწონლად მიიჩნია.