საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20

საჯარო შეტყობინება - შპს „ანაგი ქონსთრაქშენისა“ და შპს „აი-სი-ი“-ს საქმე

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო განიხილავს შპს „ანაგი ქონსთრაქშენის“ (ს/6 404631733) მიერ შპს „აი-სი-ი“-ს (ს/ნ 400017245) 50%-იანი წილის შეძენის გზით განსახორციელებელი კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის საკითხს. შპს „აი-სი-ი“ დაკავებულია სამგზავრო ლიფტების სერვისული მომსახურებითა და გათბობა-გაგრილების მოწყობილობების მიწოდება-მონტაჟით.


დაინტერესებულ პირებს კონცენტრაციასთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოდგენა შეუძლიათ 16 იანვრის ჩათვლით, სააგენტოს მისამართზე: დ. აღმაშენებლის გამზირი N154, „მწვანე ოფისის“ შენობა, მე-8 სართული ან/და სააგენტოს ელ. ფოსტაზე: info@gcca.gov.ge


 

08.01.2026
უკან დაბრუნება