საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო განიხილავს შპს „საბა ინვესტის“ (ს/ნ 400269044) მიერ შპს „მედეგის“ (ს/ნ 418475929) 100%-იანი წილის შეძენის გზით განხორციელებული კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის საკითხს. ზემოაღნიშნული სუბიექტები საქმიანობენ სამშენებლო ბაზარზე.
დაინტერესებულ პირებს კონცენტრაციასთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოდგენა შეუძლიათ 2026 წლის 23 მარტის ჩათვლით, სააგენტოს მისამართზე: დ. აღმაშენებლის გამზირი N154, „მწვანე ოფისის“ შენობა, მე-8 სართული ან/და სააგენტოს ელ. ფოსტაზე: info@gcca.gov.ge