საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო განიხილავს შპს „აითიენის“ (ს/ნ 404997287) მიერ შპს „გასტრონომ საქართველოს“ (ს/ნ 418473547) 20%-იანი წილის შეძენის გზით განხორციელებული კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის საკითხს. სამიზნე კომპანია დაკავებულია საკვები და სასმელი პროდუქტების საცალო რეალიზაციით, ხოლო შპს „აითიენი“ ტელესაკომუნიკაციო მოწყობილობებით საბითუმო ვაჭრობით.
დაინტერესებულ პირებს კონცენტრაციასთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოდგენა შეუძლიათ 2026 წლის 5 ივნისის ჩათვლით, სააგენტოს მისამართზე: დავით აღმაშენებლის გამზირი N154, „მწვანე ოფისის“ შენობა, მე-8 სართული ან/და სააგენტოს ელფოსტაზე: info@gcca.gov.ge