საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო განიხილავს შპს „აითიენის“ (ს/ნ 404997287) მიერ შპს „ჰორეკა დელივერის“ (ს/ნ 418475563) 20%-იანი წილის შეძენის გზით განხორციელებული კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის საკითხს. სამიზნე კომპანია დაკავებულია საკვები და სასმელი პროდუქტებით საბითუმო ვაჭრობითა და დისტრიბუციით, ხოლო შპს „აითიენი“ ტელესაკომუნიკაციო მოწყობილობებით საბითუმო ვაჭრობით.
დაინტერესებულ პირებს კონცენტრაციასთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოდგენა შეუძლიათ 2026 წლის 5 ივნისის ჩათვლით, სააგენტოს მისამართზე: დავით აღმაშენებლის გამზირი N154, „მწვანე ოფისის“ შენობა, მე-8 სართული ან/და სააგენტოს ელფოსტაზე: info@gcca.gov.ge