საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20

კონკურენციის კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები, მიღებული შედეგები და გამოწვევები

4-5 ნოემბერს, სასტუმრო „ ამბასადორი კაჭრეთში“, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ინიცირებით და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების მხარდაჭერის პროექტის (AA Facility) ორგანიზებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართება თემაზე - კონკურენციის კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები, მიღებული შედეგები და გამოწვევები.

ღონისძიებას გახსნის კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე; პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, დავით სონღულაშვილი; სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანია; ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი, ნიკოლოზ გაგუა; დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, დავით ონოფრიშვილი; AA Facility-ის პროექტის ხელმძღვანელი, იოლანტა ტაჩინსკა და სავაჭრო სამრეწველო პალატის თავმჯდომარე, გიორგი პერტაია.

ირაკლი ლექვინაძე, 2020 წლის 4 ნოემბრიდან - 2021 წლის 4 ნოემბრამდე, კონკურენციის კანონმდებლობაში დამტკიცებული ცვლილებების მიღებიდან - დღემდე დასრულებული და მიმდინარე საქმეების შესახებ, დამსწრე საზოგადოებას დეტალურ ანგარიშს წარუდგენს.

სემინარში მონაწილეობენ: საქართველოს პარლამენტის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, მარეგულირებელი ორგანოების, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს, იურიდიული, საკონსულტაციო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები.

ორდღიანი სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, შემდეგი საკითხები განიხილება: კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ახალი სტრუქტურული მოწყობა, განახლებული კანონმდებლობის ფარგლებში - უწყების უფლებამოსილებები და პროცედურული ნორმები, კონკურენციის კანონის აღსრულება ეკონომიკის რეგულირებად სექტორებში, სასამართლოს როლი კონკურენციის-სამართლებრივ წარმოებაში, კონცენტრაციების კონტროლის პროცედურა, კონკურენციის სააგენტოს მიერ ანტიდემპინგური კანონმდებლობის აღსრულება და ა.შ.
02.11.2021
უკან დაბრუნება