საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20

ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის შუალედური ანგარიში

მონიტორინგის მიმდინარეობა დაყოფილია 2 ნაწილად: ზოგადი ეკონომიკური ანალიზი და კონკრეტული/შერჩეული მედიკამენტების ანალიზი. სააგენტოს ძირითადი დაკვირვების ობიექტს წარმოადგენს მედიკამენტების საცალო ფასები, ფასის ცვლილებაზე მოქმედი ძირითადი გარემოებების გავლენის შეფასება საცალო ფასის ფორმირებაზე. ანგარიში მოიცავს 2016-2020 წლის პერიოდს.

ქვეყანაში ფარმაცევტული ბაზრის არსებული სტრუქტურის, საკანონმდებლო რეგულირების, კანონმდებლობის ეფექტიანი აღსრულების უზრუნველყოფისა და სააგენტოს ანალიზით გამორკვეული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, ჩამანაცვლებელ პროდუქტებს შორის მაქსიმალური კონკურენციისა და შედეგად გენერიკების წილის ზრდის უზრუნველსაყოფად, სააგენტო მიზანშეწონილად მიაჩნევს რეკომენდაციების 2 ჯგუფის გაცემას: 1. რეკომენდაციები, რომლებიც დააბალანსებს ბაზრის მაღალი ინტეგრაციისა და ჰოლდინგური სტრუქტურის შესაძლო უარყოფით გავლენას; გაანეიტრალებს შესაძლო ინტერესთა შეუთავსებლობას და ანგარებიან ურთიერთობას და 2. რეკომენდაციები, რომლებიც დარგის მარეგულირებელს მისცემს შესაძლებლობას, ეფექტიანად განახორციელოს დარგის კონტროლი. სააგენტოს პოზიციით, წინამდებარე რეკომენდაციების გათვალისწინებით, შესაძლებელია ბაზარზე საუკეთესო ხარისხის, ფასის და მედიკამენტებზე გაზრდილი არჩევანის მიღწევა - ბაზარზე კონკურენტული გარემოს გაუმჯობესება, რაც საბოლოო ჯამში გამოიწვევს მომხმარებლის მიერ მედიკამენტებზე გაწეული დანახარჯების მნიშვნელოვან შემცირებას.

მონიტორინგის დასრულებამდე, დიალოგი დაინტერესებულ მხარეებთან რეკომენდაციების შეფასების და განხილვის მიზნით გაგრძელდება.

ანგარიშის ვრცელი ვერსიის სანახავად იხილეთ დოკუმენტი.
09.11.2021
უკან დაბრუნება