საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო განიხილავს შპს „ფერის“ (ს/ნ 211352187) მიერ შპს „ეი ენერჯის“ (ს/ნ 405668923) 25%-იანი წილის შეძენის გზით განხორციელებული კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის საკითხს. შპს „ფერი“ დაკავებულია ქარის, მზისა და ჰიდროელექტროსადრგურების მშენებლობით. შპს „ეი ენერჯის“ კონტროლს დაქვემდებარებულ კომპანიას კი დაგეგმილი აქვს მარნეულის მზის ელექტროსადგურის მშენებლობა.
დაინტერესებულ პირებს კონცენტრაციასთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოდგენა შეუძლიათ 2026 წლის 9 ოქტომბრის ჩათვლით, სააგენტოს მისამართზე: დ. აღმაშენებლის გამზირი N154, „მწვანე ოფისის“ შენობა, მე-8 სართული ან/და სააგენტოს ელ. ფოსტაზე: info@gcca.gov.ge