შპს „ჯეოფაიფ“-ის (ს/კ 404968282) მიერ, 2021 წლის 20 აპრილს შპს „სიბელ“-ის (ს/კ 400178981) 100%-იანი წილის შეძენა განხორციელდა სააგენტოს გვერდის ავლით. შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, ეკონომიკურ აგენტს (მყიდველს) დაეკისრა კონკურენციის კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯარიმა და ეთხოვა განხორციელებული კონცენტრაციის შესახებ ინფორმაციის სააგენტოში წარმოდგენა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს განხორცილებული კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის შესწავლა. კონცენტრაცია ეხება გათბობისა და წყალგაყვანილობის პროდუქტების ბაზარს. „კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების თაობაზე“ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 26 ოქტომბრის N39 ბრძანების მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დაინტერესებულ პირებს აქვთ შესაძლებლობა, წარმოადგინონ მოსაზრებები კონცენტრაციასთან დაკავშირებით, არაუგვიანეს მიმდინარე წლის 26 ნოემბრისა, სააგენტოს ელ. ფოსტაზე info-gca@competition.ge ან მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N154, მე-10 სართული.