მოსალოდნელი კონცენტრაციით, შპს „ქართული სადისტრიბუციო მარკეტინგული კომპანიის“ მიერ იგეგმება შპს „ლევორი“-ს წილის შეძენა. კონცენტრაციის მონაწილე მხარეები მოქმედებენ სხვადასხვა შესაბამის ბაზრებზე, კერძოდ, შპს „ქართული სადისტრიბუციო მარკეტინგული კომპანიის“ საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ალკოჰოლური სასმელების და სხვადასხვა საკვები პროდუქტების რეალიზაცია, ხოლო შპს „ლევორის“ - საოჯახო ჭურჭლით და საყოფაცხოვრებო ნივთებით ვაჭრობა. „კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების თაობაზე“ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 26 ოქტომბრის N39 ბრძანების მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დაინტერესებულ პირებს აქვთ შესაძლებლობა, წარმოადგინონ მოსაზრებები მოსალოდნელ კონცენტრაციასთან დაკავშირებით, არაუგვიანეს მიმდინარე წლის 2 დეკემბრისა, სააგენტოს ელ. ფოსტაზე info-gca@competition.ge ან მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N154, მე-10 სართული.