საქართველოს კონკურენციის სააგენტომ „სადაზღვევო კომპანია უნისონის“ საჩივარი დასაშვებად ცნო და საქმის მოკვლევის დაწყების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო. 2018 წლის 16 მაისის ბრძანების შესაბამისად, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მოთხოვნათა შესაძლო დარღვევის ფაქტზე კონკურენციის სააგენტომ მოკვლევა დაიწყო. საკითხი შეეხება სახელმწიფო ტენდერებში მხოლოდ ბანკის მიერ გაცემული საავანსო გარანტიის მოთხოვნის შესაბამისობას კონკურენციის კანონმდებლობასთან.