საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20

გორის ტაქსებით მომსახურების ბაზარზე მოქმედი კომპანიების საჩივარზე მოკვლევა არ დაიწყო

საქართველოს კონკურენციის სააგენტომ გორის ტაქსებით მომსახურების ბაზარზე მოქმედი 11 ეკონომიკური აგენტის ერთობლივ საჩივარზე, რომელიც „ტექნოკომის“ შესააძლო არაკეთილსინდისიერ ქმედებებს შეეხებოდა, მოკვლევა არ დაიწყო. მომჩივანთა პოზიციით, ადგილი ჰქონდა არაკეთილსინდისიერ კონკურენციას, რომელიც მათთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფი მძღოლებისათვის თითოეულ გამოძახებაზე 0.5-თეთრიანი დანამატის დაწესებასა და ამ გზით მძღოლების გადაბირებაში გამოიხატებოდა. იქიდან გამომდინარე, რომ საჩივარში აღწერილი ქმედებები „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 113 მუხლით განსაზღვრულ ჩარჩოს სცდებოდა, მოკვლევის დაწყებაზე მომჩივან კომპანიებს უარი ეთქვათ.

17.05.2018
უკან დაბრუნება