საქართველოს კონკურენციის სააგენტოში მიმდინარე ნავთობპროდუქტების (ბენზინი, დიზელი) ბაზრის მოკვლევის ფარგლებში, სააგენტომ შპს „რომპეტროლ საქართველოსაგან“ დამატებითი ინფორმაცია გამოითხოვა. კომპანიამ სააგენტოს დადგენილ ვადაში გამოთხოვილი ინფორმაცია არ მიაწოდა. ხსენებული ინფორმაცია სააგენტოში არ წარმოდგენილა არც ახსნა-განმარტებითი შეხვედრის დროს დაფიქსირებული მოთხოვნისა და არც განმეორებითი წერილობითი კორესპონდენციის საპასუხოდ. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანიას დაეკისრა ჯარიმა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის შესაბამისად, 3000 ლარის ოდენობით.