საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20

კონკურენციის სააგენტომ შპს “მბმ-ს” საჩივარზე მოკვლევა არ დაიწყო

შპს „მბმ-ს“ მხრიდან კონკურენციის სააგენტოში წარმოდგენილ იქნა საჩივარი - სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე, ხოლო თევზჭერის ბაზარზე მოქმედი 4 კომპანიის (შპს „აისბერგი 2“, შპს „ზღვის პროდუქტები“, შპს „გეოფიშ კომპანი“, შპს „პალიასტომი 2004“) მხრიდან ამავე კანონის მე-6 (დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენება) და მე-11³ (არაკეთილსინდისიერი კონკურენცია) მუხლების სავარაუდო დარღვევის ფაქტზე.

კონკურენციის სააგენტოს მიერ გაანალიზდა საჩივარში მოცემული ფაქტობრივი გარემოებები, მოპასუხეთა პოზიციები და არსებული საკანონმდებლო რეგულირება, მათ შორის, ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაკავშირებითაც მომჩივანს პრეტენზია გააჩნდა სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიმართ.

სააგენტომ დაადგინა, რომ სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს ქმედება არ შეიცავდა კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევის ნიშნებს. ხოლო თევზჭერის ბაზარზე მოქმედი 4 მოპასუხე კომპანიის ქმედებებში არ გამოიკვეთა დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენებისა და არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტების განხორციელების გონივრული ეჭვი.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არარსებობის გამო, სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება საჩივრის დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის შესახებ.
06.06.2019
უკან დაბრუნება