საქართველოს კონკურენციის სააგენტოს 2018 წელს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის სპეციალური ჯილდო გადაეცა
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ გამართულ ღონისძიებაზე - 2018 წლის ყველაზე ღია და ყველაზე დახურული საჯარო დაწესებულებების დაჯილდოებაზე საქართველოს კონკურენციის სააგენტოს 2018 წელს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის სპეციალური ჯილდო გადაეცა. ღონისძიებას საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ფერაძე ესწრებოდა.
ღონისძიება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში განხორციელდა, სადაც ყველაზე გამჭვირვალე და ყველაზე დახურული საჯარო დაწესებულებების დასახელება/დაჯილდოვებასთან ერთად, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პრაქტიკის შედეგებიც იყო წარმოდგენილი.