საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20

საქართველოს კონკურენციის სააგენტომ სათამაშოების ბაზრის მოკვლევაზე უარი თქვა

საქართველოს კონკურენციის სააგენტომ სათამაშოების ბაზრის მოკვლევაზე უარი თქვა „სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ მიერ წარმოდგენილი განცხადება, სათამაშოების ბაზარზე, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაძლო დარღვევის ფაქტზე მიუთითებდა. კონკურენციის სააგენტოს მიერ, ევროკავშირის კანონმდებლობის შესწავლის, ეკონომიკურ აგენტებთან კონსულტაციისა და სახელმწიფო უწყებებიდან მიღებული ინფორმაციის დამუშავების შედეგად, მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში, მოკვლევის დაწყების გონივრული ეჭვი და სამართლებრივი საფუძველი არ დადასტურდა. შესაბამისად, საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, „სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრს“ უარი ეთქვა.

07.02.2017
უკან დაბრუნება