საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტში შემოსული მოქალაქის განცხადების საფუძველზე მოვაჭრე შპს „დილსი 2020“-ის (ს/ნ 442265184) მიმართ დაიწყო საქმის შესწავლა.
საქმის შესწავლის განმავლობაში, სააგენტოში იმავე მოვაჭრის მიმართ შემოსული სხვა განცხადების მიმდინარე საქმის შესწავლაში ჩართვასთან დაკავშირებით, მოვაჭრისთვის გაგზავნილი შეტყობინება, ადრესატს პროცედურით გათვალისწინებული წესით ვერ ჩაბარდა.