საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20

შპს „მეტრომარტ“-ის საქმე

2023 წლის 21 თებერვალს, საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ დაასრულა შპს „მეტრომარტ“-ის მიმართ დაწყებული საქმის შესწავლა მოვაჭრის მხრიდან „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე.


საქმის შესწავლის ფარგლებში სააგენტომ განიხილა მოვაჭრის მიერ შეთავაზებული პირობითი ვალდებულებები და ჩათვალა, რომ შპს „მეტრომარტ“-ის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შედეგად კანონის სავარაუდო დარღვევის რისკი აღარ იარსებებს.


მოვაჭრემ აიღო ვალდებულება - საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალოს და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინოს, რომელთაც, სავარაუდოდ, წარსულში მისი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგათ. შესაბამისად, სააგენტომ მოვაჭრესთან შეთანხმება გააფორმა პირობითი ვალდებულებების აღების შესახებ და საქმის შესწავლა კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტის შეფასების გარეშე დაასრულა.

27.02.2023
უკან დაბრუნება