საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20

კონკურენციის სააგენტოს თანამშრომლები უცხოელ ექპერტებთან ერთად ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმების სპეციფიკას განიხილავენ

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებისთვის, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „TWINNING“-ის პროექტის „საქართველოს კონკურენციის სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერება“ ფარგლებში სამუშაო შეხვედრა მიმდინარებს.



სემინარის ფარგლებში, სააგენტოს თანამშრომლები მოწვეულ უცხოელ ექსპერტებთან ერთად, პრაქტიკულ მაგალითებზე დაყრდნობით, ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმების სპეციფიკას და საერთაშორისო მიდგომებს განიხილავენ.


სამუშაო შეხვედრას ხელმძღვანელობენ ავსტრიის ფედერალური კონკურენციის უწყების იურიდიული სამსახურის უფროსის მოადგილე, შტეფან რუეჩი და ლიეტუვის კონკურენციის საბჭოს ანტიკონკურენტული შეთანხმებების საგამოძიებო ჯგუფის ხელმძღვანელი, დაუმანტას გრიკინისი.


მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კონკურენციის ეროვნული სააგენტო - კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე წარმოებული მოკვლევის ფარგლებში თუ არსებობს მტკიცებულებების განადგურების საფრთხე, მხარეთა მიერ არ არის წარმოდგენილი ინფორმაცია ან საჭიროა აქტივების ადგილზე დათვალიერება, სასამართლო ნებართვის საფუძველზე, ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმებას ახორციელებს.


22.02.2023
უკან დაბრუნება