2023 წლის 23 იანვარს, საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ მოქალაქე თამარ ხეჩიაშვილის განცხადების საფუძველზე წარმოებული საქმის შესწავლა შპს „რჩეული.ჯის“ (ს/კ 400340742) მხრიდან „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე დაასრულა.
საქმის შესწავლის ფარგლებში, სააგენტომ მოვაჭრის მიერ შეთავაზებული პირობითი ვალდებულებები განიხილა და ჩათვალა, რომ შპს „რჩეული.ჯის“ მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შედეგად კანონის სავარაუდო დარღვევის რისკი აღარ იარსებებს.
მოვაჭრემ აიღო ვალდებულება - საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალოს და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინოს, რომელთაც, სავარაუდოდ, წარსულში მისი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგა. შესაბამისად, სააგენტომ მოვაჭრესთან შეთანხმება გააფორმა პირობითი ვალდებულებების აღების შესახებ და საქმის შესწავლა კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტის შეფასების გარეშე დაასრულა.