COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, სამთავრობო უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს, ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად, საქართველოს კონკურენციის სააგენტო დისტანციური შრომის რეჟიმზე გადავიდა. საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის მითითების შესაბამისად, დისტანციური შრომის რეჟიმის ფარგლებში, ყველა თანამშრომელი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს დაკისრებული უფლება-მოვალეობის შესრულებას.