საქართველოს კონკურენციის სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს უკვე მიღებული გადაწყვეტილებებით გამოწვეული შედეგების კონკურენტულ გარემოზე ზეგავლენის შეფასება. კონკურენტულ გარემოზე ზეგავლენის შეფასებისა და ანალიზის შედეგად, დადგინდა, რომ სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შედეგები დადებითად აისახა სადაზღვევო სექტორის საქმიანობის მაჩვენებლებზე. კერძოდ, საქართველოს კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებით, კონკურენციის კანონის მე-10 მუხლის დარღვევად იქნა მიჩნეული: სახელმწიფო შესყიდვებში შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ მხოლოდ საბანკო დაწესებულებების მიერ გაცემული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიების მოთხოვნა და წინასწარი ანგარიშსწორებისას გამოსაყენებელი საბანკო გარანტიების მოთხოვნა.