საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20
დარღვევის დადასტურება
დარღვევის უარყოფა
პირობითი ხელშეკრულება
ჯარიმის დაკისრება

ი/მ რაული ცხელიშვილის (facebook გვერდ -„არტლაიფი”) საქმე

2024-07-24

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ ი/მ რაული ცხელიშვილის (პ/ნ 41001009016) (facebook გვერდ -„არტლაიფი”) მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა. კერძოდ, საქმის გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების, შესწავლის შედეგად დადასტურდა: მოვაჭრის მხრიდან - მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ძირითადი ვალდებულების, დისტანციურ ხელშეკრულებაზე ან/და სარეწის გარეთ დადებულ ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლებისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისი მომსახურების გაწევის  დარღვევის ფაქტი.

შესაბამისად, 1 თვის ვადაში, მოვაჭრეს დაევალა - მომხმარებელთა დარღვეული უფლებები აღადგინოს და თავისი სავაჭრო პოლიტიკა კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებს შეუსაბამოს.

დოკუმენტის ნახვა

შპს „ინფინიტი ენერჯი ს კ“-ს საქმე

2024-07-23

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ, შპს „ინფინიტი ენერჯი ს კ“-ს (ს/ნ 424617365) მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა. კერძოდ, საქმის გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების, შესწავლის შედეგად დადასტურდა: მოვაჭრის მხრიდან - მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ძირითადი ვალდებულების, დისტანციურ ხელშეკრულებაზე ან/და სარეწის გარეთ დადებულ ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების და ნაკლიანი ნივთის შეცვლა/შეკეთება/დაბრუნებასთან დაკავშირებული ვალდებულების დარღვევის ფაქტი. სააგენტომ დაადგინა, რომ მოვაჭრემ შეზღუდა კანონის მე-17 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მომხმარებლის პირველი რიგის უფლება, ასევე შეაფასა, რომ მოვაჭრის მხრიდან განხორციელებული ფასის შემცირების შეთავაზება შემცირებული ფასის ოდენობის არაპროპორციულობის გამო ვერ განიხილება მომხმარებელის დაღვეული უფლების კანონშესაბამის აღდგენად.

სააგენტოს გადაწყვეტილებით, 1 თვის ვადაში, მოვაჭრეს დაევალა - მომხმარებელის დარღვეული უფლება აღადგინოს და თავისი სავაჭრო პოლიტიკა კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებს შეუსაბამოს.

დოკუმენტის ნახვა

შპს „მოლმაუნის“ საქმე

2024-07-22

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის ი/მ მარიამ ქიმერიძის შპს „მოლმაუნი“ (პ/ნ 57001059220)  მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა. კერძოდ, საქმის გარემოებების შესწავლის შედეგად დადასტურდა: მოვაჭრის მხრიდან - მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ძირითადი ვალდებულების და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისი საქონლის მიწოდების ვალდებულების დარღვევის ფაქტი დადასტურდა.

შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილებით, 1 თვის ვადაში, მოვაჭრეს დაევალა - მომხმარებელთა დარღვეული უფლებები აღადგინოს და თავისი სავაჭრო პოლიტიკა კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებს შეუსაბამოს.

დოკუმენტის ნახვა

შპს „სმარტლის“ (Bolt Taxi) საქმე

2024-07-19

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „სმარტლის“ (ს/ნ 402026491) (Bolt Taxi) მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის   - მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ძირითადი ვალდებულების დარღვევის ფაქტი დადასტურდა. 

სააგენტოს შეფასებით, Bolt Taxi არის სატრანსპორტო მომსახურების მიმწოდებელი პლატფორმა, ხოლო შპს „სმარტლი“ არის მოვაჭრე, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე  Bolt Operations OU-ს (ქ. ტალინი, ვანა ლოუნას 15, სარეეგისტრაციო ნომერი 14532901) დავალებით მოქმედებს. შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილებით, „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევისთვის პასუხისმგებელია შპს „სმარტლი“, რომელსაც, 1 თვის ვადაში, დაევალა თავისი სავაჭრო პოლიტიკა კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებს შეუსაბამოს.

დოკუმენტის ნახვა

ეკატერინე ისლამოვას (facebook გვერდი -„TAC Clasy”) საქმე

2024-07-17

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ ეკატერინე ისლამოვას (პ/ნ 20001025297) (facebook გვერდ -„TAC Clasy” მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა. კერძოდ, საქმის გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების, შესწავლის შედეგად დადასტურდა: მოვაჭრის მხრიდან - მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ძირითადი ვალდებულების და ნაკლიანი საქონლის მიწოდებასთან დაკავშირებული ვალდებულების დარღვევის ფაქტი.

შესაბამისად,1 თვის ვადაში, მოვაჭრეს დაევალა - მომხმარებელთა დარღვეული უფლებები აღადგინოს და თავისი სავაჭრო პოლიტიკა კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებს შეუსაბამოს.

დოკუმენტის ნახვა

ი/მ მარიამ ქიმერიძის საქმე

2024-07-17

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის ი/მ მარიამ ქიმერიძის (პ/ნ 57001059220)  მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა. კერძოდ, საქმის გარემოებების შესწავლის შედეგად დადასტურდა: მოვაჭრის მხრიდან - მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ძირითადი ვალდებულების და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისი საქონლის მიწოდების ვალდებულების დარღვევის ფაქტი.

შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილებით, 1 თვის ვადაში, მოვაჭრეს დაევალა - მომხმარებელთა დარღვეული უფლებები აღადგინოს და თავისი სავაჭრო პოლიტიკა კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებს შეუსაბამოს.

დოკუმენტის ნახვა

ი/მ ელზა ბერიშვილის (Instargam გვერდი - nearbystoregeo) საქმე

2024-07-16

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ ი/მ ელზა ბერიშვილის (Instargam გვერდi - nearbystoregeo)  (პ/ნ 33001075558) მიერმომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებსაქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინაკერძოდ, საქმის გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების, შესწავლის შედეგად დადასტურდა: მოვაჭრის მხრიდან - მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ძირითადი ვალდებულების და საქონლის მიწოდებასთან დაკავშირებული ვალდებულების დარღვევის ფაქტი.

შესაბამისად, 1 თვის ვადაში, მოვაჭრეს დაევალა - მომხმარებელთა დარღვეული უფლებები აღადგინოს და თავისი სავაჭრო პოლიტიკა კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებს შეუსაბამოს.

დოკუმენტის ნახვა

შპს „გეო ვორლდ შოპინგის“ საქმე

2024-07-16

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „გეო ვორლდ შოპინგის“ (ს/ნ 405254521)  მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა. კერძოდ, საქმის გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების, შესწავლის შედეგად დადასტურდა: მოვაჭრის მხრიდან - მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ძირითადი ვალდებულების, დისტანციურ ხელშეკრულებაზე ან/და სარეწის გარეთ დადებულ ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების,  ნაკლიანი ნივთის შეცვლა/შეკეთება/დაბრუნებასთან დაკავშირებული ვალდებულების დარღვევისა და მოქმედებითა და უმოქმედობით გამოხატული შეცდრომაში შემყვანი კომერციული საქმიანობის განხორციელების ფაქტი.

შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოვაჭრეს დაევალა - 1 თვის ვადაში, მომხმარებელთა დარღვეული უფლებები აღადგინოს და თავისი სავაჭრო პოლიტიკა კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებს შეუსაბამოს. 

დოკუმენტის ნახვა

ფიზიკური პირის ანა მესტოევის საქმე

2024-07-11

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ ფიზიკური პირის ანა მესტოევის (პ/ნ 01019085515) მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა. კერძოდ, საქმის გარემოებების შესწავლის შედეგად დადასტურდა: მოვაჭრის მხრიდან - მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ძირითადი ვალდებულების და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისი საქონლის მიწოდების ვალდებულების დარღვევის ფაქტი დადასტურდა.

შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილებით, 1 თვის ვადაში, მოვაჭრეს დაევალა - მომხმარებელთა დარღვეული უფლებები აღადგინოს და თავისი სავაჭრო პოლიტიკა კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებს შეუსაბამოს.

დოკუმენტის ნახვა

შპს “მედ სტატუსის“ საქმე

2024-07-11

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ, სამედიცინო ესთეტიკური ცენტრის მიერ შპს “მედ სტატუსი“(ს/ნ 405505573) „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის  - აგრესიული კომერციული საქმიანობის ფაქტი დაადგინა.

საქმის გარემოებების შესწავლის შედეგად დადასტურდა, რომ მომხმარებლის კლინიკაში ვიზიტისას, მოვაჭრე ხელშეკრულების სწრაფად გაფორმების მიზნით, შემჭიდროებულ ვადაში, ინტენსიურად ცდილობდა მომხმარებლების ნებაზე ზემოქმედებას. კერძოდ, კლინიკის თანამშრომლების დახმარებით, მომხმარებლებს აფორმებინებდნენ  სესხის ხელშეკრულებებს მომსახურების ღირებულების გადახდის მიზნით, ისე რომ მათ არ ჰქონდათ სათანადო ინფორმაცია და ასევე თავისუფალი არჩევანი გადაწყვეტილების მიღებისას. შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ  მოვაჭრე მომხმარებლის ნებაზე არასათანადოდ ზემოქმედებდა.

კანონმდებლობის შესაბამისად, არასათანადო ზემოქმედებად განიხილება ყველა ქმედება, რომელიც არ არის დაკავშირებული იძულებასთან ან მუქარასთან, თუმცა, ზღუდავს მომხმარებლის უნარს მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილება, რაც თავის მხრივ, მომხმარებლის ლეგიტიმურ უფლებას წარმოადგენს.

სააგენტოს გადაწყვეტილებით, 1 თვის ვადაში, მოვაჭრეს დაევალა - მომხმარებელთა დარღვეული უფლებები აღადგინოს და თავისი სავაჭრო პოლიტიკა კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებს შეუსაბამოს.

დოკუმენტის ნახვა