საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20
დარღვევის დადასტურება
დარღვევის უარყოფა
პირობითი ხელშეკრულება
ჯარიმის დაკისრება

ი/მ დავით ბაკაშვილის საქმე

2023-06-13

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ი/მ დავით ბაკაშვილის (პ/ნ 01008064120) მხრიდან „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე საქმის შესწავლა დაასრულა.

საქმის გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების, შესწავლის შედეგად, სააგენტომ დარღვევის ფაქტი დაადგინა. კერძოდ, სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოვაჭრის მხრიდან - მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ძირითადი ვალდებულების, დისტანციურ ხელშეკრულებაზე ან/და სარეწის გარეთ დადებულ ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების, ასევე, ნაკლიანი ნივთის შეცვლა/შეკეთება/დაბრუნებასთან დაკავშირებული ვალდებულების დარღვევის ფაქტი დადასტურდა. შესაბამისად,  ერთი თვის ვადაში, მოვაჭრეს დაევალა - მომხმარებელთა დარღვეული უფლებები აღადგინოს და თავისი სავაჭრო პოლიტიკა კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებს შეუსაბამოს.

დოკუმენტის ნახვა

შპს „უნოს“ საქმე

2023-06-08

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ შპს „უნოს“ მხრიდან „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე საქმის შესწავლა დაასრულა.

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2023 წლის 10 თებერვლის №04/66 ბრძანების საფუძველზე, შპს „უნოს“ მიმართ დაწყებული საქმის შესწავლა კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტის შეფასების გარეშე, პირობითი ვალდებულებების აღების თაობაზე შპს „უნოს“ და სააგენტოს შორის 2023 წლის 10 თებერვალს გაფორმებული შეთანხმების გათვალისწინებით დასრულდა.

შეთანხმების შესაბამისად, მოვაჭრეს შეთანხმების ხელმოწერიდან 2 (ორი) თვის ვადაში უნდა განეხოციელებინა ამ შეთანხმებით გათვალისწინებული პირობები და ამ ვადის გასვლიდან 3 (სამი) სამუშაო დღის განმავლობაში სააგენტოსთვის წარმოედგინა ინფორმაცია გატარებული ღონისძიებების თაობაზე, შესაბამისი მტკიცებულებებით.

2023 წლის 10 თებერვლის №04/66 ბრძანებით გათვალისწინებული ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულების თაობაზე, კანონის 33-ე მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სააგენტომ დაიწყო საქმის ხელახალი შესწავლა.

საქმის გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების, შესწავლის შედეგად, სააგენტომ დარღვევის ფაქტი დაადგინა. კერძოდ, სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოვაჭრის მხრიდან - მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ძირითადი ვალდებულების,  დისტანციურ ხელშეკრულებაზე ან/და სარეწის გარეთ დადებულ ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების, ასევე, ნაკლიანი ნივთის შეცვლა/შეკეთება/დაბრუნებასთან დაკავშირებული ვალდებულების დარღვევის ფაქტი დადასტურდა. შესაბამისად,  ერთი თვის ვადაში, მოვაჭრეს დაევალა - მომხმარებელთა დარღვეული უფლებები აღადგინოს და თავისი სავაჭრო პოლიტიკა კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებს შეუსაბამოს.

დოკუმენტის ნახვა

შპს „აიპლიუსის“ საქმე

2023-06-05

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ შპს „აიპლიუსის“ მხრიდან „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე საქმის შესწავლა დაასრულა.

საქმის გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების, შესწავლის შედეგად, სააგენტომ დარღვევის ფაქტი დაადგინა. კერძოდ, სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოვაჭრის მხრიდან - მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ძირითადი ვალდებულების, დისტანციურად შეძენილი საქონლის უპირობოდ დაბრუნებისა მომხმარებლისთვის გადახდილი თანხის გაჭიანურების გარეშე ანზღაურების და ასეევე, ნაკლიანი ნივთის შეცვლა/შეკეთება/დაბრუნებასთან დაკავშირებული ვალდებულების დარღვევის ფაქტი დადასტურდა. შესაბამისად, ერთი თვის ვადაში, მოვაჭრეს დაევალა - მომხმარებელთა დარღვეული უფლებები აღადგინოს და თავისი სავაჭრო პოლიტიკა კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებს შეუსაბამოს.

დოკუმენტის ნახვა

ვებ-გვერდი touchbeauty.b2c.ge-ის საქმე

2023-05-16

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, მოქალაქე ნინო ნათენაძის განცხადების საფუძველზე, თათია გოგაძის (ვებ-გვერდი - touchbeauty.b2c.ge) მხრიდან „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე საქმის შესწავლა დაასრულა.

საქმის გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების, შესწავლის შედეგად, სააგენტომ დარღვევის ფაქტი დაადგინა. კერძოდ, სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოვაჭრის მხრიდან - მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ძირითადი ვალდებულებისა და ნაკლიანი ნივთის შეცვლა/შეკეთება/დაბრუნებასთან დაკავშირებული ვალდებულების დარღვევის ფაქტი დადასტურდა.

შესაბამისად, ერთი თვის ვადაში, მოვაჭრეს დაევალა - მომხმარებელთა დარღვეული უფლებები აღადგინოს და თავისი სავაჭრო პოლიტიკა კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებს შეუსაბამოს.

დოკუმენტის ნახვა

სავაჭრო პლატფორმა და ფეისბუქ გვერდი woot.ge-ის საქმე

2023-05-02

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, მოქალაქე ანა გედენიძის განცხადების საფუძველზე, ი/მ ბაიზადა ნაბიევის (სავაჭრო პლატფორმა და ფეისბუქ გვერდი woot.ge) მხრიდან „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე საქმის შესწავლა დაასრულა.
საქმის გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების, შესწავლის შედეგად, სააგენტომ დარღვევის ფაქტი დაადგინა. კერძოდ, სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოვაჭრის მხრიდან - მომხმარებლისთვის ინფორმაციის ძირითადი ვალდებულებისა და ნაკლიანი ნივთის შეცვლა/შეკეთება/დაბრუნებასთან დაკავშირებული ვალდებულების დარღვევის ფაქტი დადასტურდა.

შესაბამისად, ერთი თვის ვადაში, მოვაჭრეს დაევალა - მომხმარებელთა დარღვეული უფლებები აღადგინოს და თავისი სავაჭრო პოლიტიკა კანონის მოთხოვნებს შეუსაბამოს.

კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს ეკისრება ჯარიმა. ჯარიმის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მოვაჭრის წინა ფინანსური წლის, წლიური ბრუნვის 2%-ს. 12 თვის განმავლობაში მოვაჭრის მიერ დარღვევის გამეორება გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გაორმაგებას. სააგენტოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.

დოკუმენტის ნახვა

სავაჭრო პლატფორმა ფეისბუქ გვერდის „შენი სათვალე“ საქმე

2023-05-02

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, მოქალაქე ნუკა ელბაქიძის განცხადების საფუძველზე, ლონდა გოგალაძის (სავაჭრო პლატფორმა ფეისბუქ გვერდი „შენი სათვალე“) მხრიდან „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე საქმის შესწავლა დაასრულა.

საქმის გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების, შესწავლის შედეგად, სააგენტომ დარღვევის ფაქტი დაადგინა. კერძოდ, სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოვაჭრის მხრიდან - მომხმარებლისთვის ინფორმაციის ძირითადი ვალდებულებისა და ნაკლიანი ნივთის შეცვლა/შეკეთება/დაბრუნებასთან დაკავშირებული ვალდებულების დარღვევის ფაქტი დადასტურდა.

შესაბამისად, ერთი თვის ვადაში, მოვაჭრეს დაევალა - მომხმარებელთა დარღვეული უფლებები აღადგინოს და თავისი სავაჭრო პოლიტიკა კანონის მოთხოვნებს შეუსაბამოს.

კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს ეკისრება ჯარიმა. ჯარიმის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მოვაჭრის წინა ფინანსური წლის, წლიური ბრუნვის 2%-ს. 12 თვის განმავლობაში მოვაჭრის მიერ დარღვევის გამეორება გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გაორმაგებას. სააგენტოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.

დოკუმენტის ნახვა

„დილსი 2020“-ის საქმე

2023-04-18

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, ონლაინ ვაჭრობის სექტორში, კომპანია შპს „დილსი 2020“-ის მხრიდან „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე საქმის შესწავლა დაასრულა. საქმის გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების, შესწავლის შედეგად, სააგენტომ დარღვევის ფაქტი დაადგინა.

კერძოდ, სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოვაჭრის მხრიდან - მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ძირითადი ვალდებულების, საქონელზე ფასების მითითების, საქონლის მიწოდების ვადების და კანონისმიერი გარანტიის პირობების დარღვევის ფაქტი დადასტურდა. შესაბამისად, ერთი თვის ვადაში, მოვაჭრეს დაევალა - მომხმარებელთა დარღვეული უფლებები აღადგინოს და თავისი სავაჭრო პოლიტიკა კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებს შეუსაბამოს.

კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს ეკისრება ჯარიმა. ჯარიმის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მოვაჭრის წინა ფინანსური წლის, წლიური ბრუნვის 2%-ს. 12 თვის განმავლობაში მოვაჭრის მიერ დარღვევის გამეორება გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გაორმაგებას. სააგენტოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.

დოკუმენტის ნახვა

ინსტაგრამ/ფეისბუქ გვერდები-lafreeo-ს საქმე

2023-04-13

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, მოქალაქე ნინო ნინუას განცხადების საფუძველზე, თამარ ბენდელიანის (სავაჭრო პლატფორმა ინსტაგრამ/ფეისბუქ გვერდები-lafreeo) მხრიდან „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე საქმის შესწავლა დაასრულა.

საქმის გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების, შესწავლის შედეგად, სააგენტომ დარღვევის ფაქტი დაადგინა. კერძოდ, სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოვაჭრის მხრიდან - მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ძირითადი ვალდებულებისა და ნაკლიანი ნივთის შეცვლა/შეკეთება/დაბრუნებასთან დაკავშირებული ვალდებულების დარღვევის ფაქტი დადასტურდა.

შესაბამისად, ერთი თვის ვადაში, მოვაჭრეს დაევალა - მომხმარებელთა დარღვეული უფლებები აღადგინოს და თავისი სავაჭრო პოლიტიკა კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებს შეუსაბამოს.

დოკუმენტის ნახვა

concept-ის საქმე

2023-02-10

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, ონლაინ ვაჭრობის სექტორში, ი/მ მარინა კელიხაშვილის ( სავაჭრო პლატფორმა concept.კონცეპტი) მხრიდან ,მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე საქმის შესწავლა დაასრულა.

საქმის გარემოებების და წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების, შესწავლის შედეგად, სააგენტომ დარღვევის ფაქტი დაადგინა. კერძოდ, სააგენტოს გადაწყვეტილებით , მოვაჭრის მხრიდან - მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ძირითადი ვალდებულებისა და ონლაინ ვაჭრობის დროს ხელშეკრულებაზე 14 დღის განმავლობაში უარის თქმის უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულებების დარღვევის ფაქტი დაადასტურდა.
შესაბამისად მოვაჭრეს დაევალა ერთი თვის ვადაში აღადგინოს მომხმარებლის დარღვეული უფლებები და თავისი სავაჭრო პოლიტიკა შეუსაბამოს კანონის შესაბამის მუხლების მოთხოვნებს.

დოკუმენტის ნახვა

"დილსის" საქმე

2023-02-08

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, ონლაინ ვაჭრობის სექტორში, შპს „დილსის“ მხრიდან „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე საქმის შესწავლა დაასრულა. საქმის გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების, შესწავლის შედეგად, სააგენტომ დარღვევის ფაქტი დაადგინა.