საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) სამედიცინო სტაციონარული და ამბულატორიული მომსახურების ბაზარზე განსახორციელებელი კონცენტრაცია კონკურენტულ გარემოსთან თავსებადად ცნო. კერძოდ, საქმე ეხება შპს „ქართულ ჰოსპიტალთა ჯგუფის“ (ს/ნ 405322182) მიერ შპს „ღია გული-საუნივერსიტეტო ჰოსპიტალზე“ (ს/ნ 200010674) კონტროლის მოპოვების გზით განსახორციელებელ კონცენტრაციას, რომელიც სააგენტოს პოზიციით, ბაზარზე არსებით გავლენას არ ახდენს და თავსებადია კონკურენტულ გარემოსთან.
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) ბავშვისა და დედის მოვლის საშუალებების ბაზარზე განსახორციელებელი კონცენტრაცია კონკურენტულ გარემოსთან თავსებადად ცნო. კერძოდ, საქმე ეხება სს „გეფას“ (ს/ნ 201991229) მიერ შპს „ჯი-ბი-სი“-ს (ს/ნ 205187475) 100%-იანი წილის შეძენის გზით განსახორციელებელ კონცენტრაციას, რომელიც სააგენტოს პოზიციით, ბაზარზე არსებით გავლენას არ ახდენს და თავსებადია კონკურენტულ გარემოსთან.
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) საკვები და სასმელი პროდუქტების ბაზრის საბითუმო რეალიზაციის დონეზე განხორციელებული კონცენტრაცია კონკურენტულ გარემოსთან თავსებადად ცნო. კერძოდ, საქმე ეხება შპს „აითიენის“ (ს/ნ 404997287) მიერ შპს „ჰორეკა დელივერის“ (ს/ნ 418475563) 20%-იანი წილის შეძენის გზით განხორციელებულ კონცენტრაციას, რომელიც სააგენტოს პოზიციით, ბაზარზე არსებით გავლენას არ ახდენს და თავსებადია კონკურენტულ გარემოსთან.
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) საკვები და სასმელი პროდუქტების ბაზრის საცალო რეალიზაციის დონეზე განხორციელებული კონცენტრაცია კონკურენტულ გარემოსთან თავსებადად ცნო. კერძოდ, საქმე ეხება შპს „აითიენის“ (ს/ნ 404997287) მიერ შპს „გასტრონომ საქართველოს“ (ს/ნ418473547) 20%- იანი წილის შეძენის გზით განხორციელებულ კონცენტრაციას, რომელიც სააგენტოს პოზიციით, ბაზარზე არსებით გავლენას არ ახდენს და თავსებადია კონკურენტულ გარემოსთან.
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) სამშენებლო არმატურის (ცხლად ნაგლინი ფოლადის გრძელი პროდუქციის) ბაზარზე განსახორციელებელი კონცენტრაცია კონკურენტულ გარემოსთან თავსებადად ცნო. კერძოდ, საქმე ეხება შპს „პიემ მეტალის“ (ს/ნ 405336925) მიერ შპს ,,რუსთავის ფოლადისაგან“ (ს/ნ 404411908) შპს „იბერია რიბარის“ (ს/ნ 445811621) 100%-იანი წილის შეძენის გზით განსახორციელებელ კონცენტრაციას, რომელიც სააგენტოს პოზიციით, ბაზარზე არსებით გავლენას არ ახდენს და თავსებადია კონკურენტულ გარემოსთან.
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) ბავშვთა კვების პროდუქტების მიწოდების სფეროში განხორციელებული კონცენტრაცია კონკურენტულ გარემოსთან თავსებადად ცნო. კერძოდ, საქმე ეხება ფ/პ გიორგი თვალაძის მიერ შპს „ფაინ თრი ინთერნეიშენალის“ 70%-იანი წილის შეძენის გზით განხორციელებულ კონცენტრაციას, რომელიც სააგენტოს გადაწყვეტილებით, ბაზარზე არსებით გავლენას არ ახდენს და თავსებადია კონკურენტულ გარემოსთან.
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) ავტოპროდუქტებით ვაჭრობის სფეროში განსახორციელებელ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა. კერძოდ, საქმე ეხება შპს „ამბოლის“ (ს/ნ 216402701) მიერ შპს „ვისოლ ავტო ექსპრესის“ (ს/ნ 404878806) აქტივების შეძენის გზით განსახორციელებელ კონცენტრაციას, რომელიც სააგენტოს გადაწყვეტილებით, თავსებადია კონკურენტულ გარემოსთან.
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) სამშენებლო, სარეაბილიტაციო და საპროექტო სამუშაოების მიწოდების სფეროში განხორციელებული კონცენტრაცია კონკურენტულ გარემოსთან თავსებადად ცნო. კერძოდ, საქმე ეხება შპს „საბა ინვესტის“ (ს/ნ 400269044) მიერ შპს „მედეგის“ (ს/ნ 418475929) 100%-იანი წილის შეძენის გზით განხორციელებულ კონცენტრაციას, რომელიც სააგენტოს პოზიციით, ბაზარზე არსებით გავლენას არ ახდენს და თავსებადია კონკურენტულ გარემოსთან.
GCCA-მა უმაღლესი განათლებისა და სამედიცინო მომსახურების მიწოდების სფეროში განხორციელებული კონცენტრაცია კონკურენტულ გარემოსთან თავსებადად ცნო. კერძოდ, საქმე ეხება ა(ა)იპ „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის“ მიერ შპს „ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი–მცხეთის“ 40%-იანი წილის შეძენის გზით განხორციელებულ კონცენტრაციას, რომელიც სააგენტოს პოზიციით, ბაზარზე არსებით გავლენას არ ახდენს და თავსებადია კონკურენტულ გარემოსთან.
GCCA-მა ელექტრონული კომუნიკაციებისა და ტელემაუწყებლობის სფეროებში განსახორციელებელ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა. კერძოდ, საქმე ეხება შპს „პრაიმ მედია გლობალის“ მიერ შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ 100%-იანი წილის შეძენის გზით განსახორციელებელ კონცენტრაციას, რომელიც სააგენტოს პოზიციით, ბაზარზე არსებით გავლენას არ ახდენს და თავსებადია კონკურენტულ გარემოსთან.