საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20
სამშენებლო სამუშაოებზე საზედამხედველო მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვების ბაზრის ex-post მონიტორინგი - ზეგავლენის შეფასების ანგარიში
2024-10-07

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მიერ მომზადდა კონკურენტულ გარემოზე ზეგავლენის შეფასებისა და შესაბამისი ბაზრის ex-post მონიტორინგის ანგარიში. შესაფასებელი გადაწყვეტილების მიხედვით, დადასტურდა მოპასუხე შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის დარღვევის ფაქტი. კერძოდ, კანონდარღვევად იქნა მიჩნეული სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ სატენდერო პირობად დაწესებული ბარიერი, რომლის მიხედვით ტენდერში მონაწილეობისათვის პრეტენდენტს უნდა წარმოედგინა ცნობა სასამართლოდან, რომ არ მიმდინარეობდა სასამართლო პროცესი პრეტენდენტის ან/და მისი ქვეკონტრაქტორის აკრედიტაციის სტატუსთან მიმართებაში. სააგენტოს მიერ ex post მონიტორინგის ფარგლებში დადგინდა, რომ გადაწყვეტილებით დადგენილი კონკურენციის შემზღუდველი სადავო სატენდერი პირობის გამოყენებას, როგორც ადმინისტრაციულ ბარიერს, დაინტერესებული ეკონომიკური აგენტებისათვის, სახელმწიფო შემსყიდველი ორგანიზაციების მხრიდან არ ჰქონია ადგილი. ამასთან, სახელმწიფო შემსყიდველმა ორგანიზაციებმა უზრუნველყვეს სატენდერო პირობების ფორმირების პროცესში სააგენტოს გადაწყვეტილების შესრულება და კონკურენციის პრინციპის დაცვა.

დოკუმენტის ნახვა
ფოთის საზღვაო ნავსადგურის საპორტო მომსახურებისა და მასთან დაკავშირებული ბაზრების ex-post მონიტორინგი - ზეგავლენის შეფასების ანგარიში
2021-06-11

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ მოკვლევის შემდგომ არსებული ვითარების შესწავლის მიზნით, ფოთის საზღვაო ნავსადგურის საპორტო (სტივიდორული) მომსახურებისა და მასთან დაკავშირებული ბაზრების ex-post მონიტორინგის ანგარიში მოამზადა. კერძოდ, 2016 წლის 8 ივნისის საჩივრის საფუძველზე, ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით, ფოთის საზღვაო ნავსადგურთან დაკავშირებული სატერმინალო კომპანიების მოკვლევა განახორციელა. აღნიშნული გადაწყვეტილების ფარგლებში არ დადასტურდა სს ,,კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურის“ მხრიდან დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტი. თუმცა, ეს განაპირობა იმან, რომ სააგენტოს მიმართვის საფუძველზე, სასამართლომ საკითხის შესწავლამდე აკრძალა კონკურენციის საწინააღმდეგოდ მიჩნეული კონტეინერების გადამუშავების ახალი სქემის ამოქმედება. საბოლოოდ კი, კონკურენციის სააგენტომ კონტეინერების გადამუშავების ახალი სქემის ამოქმედება კონკურენციის კანონმდებლობასთან შეუსაბამოდ მიიჩნია და მისი ამოქმედების უფლება საზღვაო ნავსადგურის ადმინისტრაციას არ დართო. 


 

დოკუმენტის ნახვა
სადაზღვევო სექტორის საქმიანობის მაჩვენებლებელი - ზეგავლენის შეფასების ანგარიში
2021-03-26

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებული ზეგავლენის შეფასების შესაბამისად, სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შედეგები დადებითად აისახა სადაზღვევო სექტორის საქმიანობის მაჩვენებლებზე. კერძოდ, საქართველოს კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებით, კონკურენციის კანონის მე-10 მუხლის დარღვევად იქნა მიჩნეული: სახელმწიფო შესყიდვებში შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ მხოლოდ საბანკო დაწესებულებების მიერ გაცემული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიების მოთხოვნა და წინასწარი ანგარიშსწორებისას გამოსაყენებელი საბანკო გარანტიების მოთხოვნა. 


 
დოკუმენტის ნახვა
სახელმწიფო შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ საპროექტო/სამშენებლო/საინჟინრო სამუშაოების შესყიდვის საქმე - ზეგავლენის შეფასების ანგარიში
2021-03-24

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ზეგავლენის შეფასების ანგარიში მოამზადა, რომელიც „ოპტიმალ გრუპ+“-ის განცხადების საფუძველზე განხორციელებულ მოკვლევას უკავშირდებოდა. მოკვლევის ფარგლებში დადგინდა -  სახელმწიფო შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის დარღვევის ფაქტი, რომლის მიხედვითაც საპროექტო/სამშენებლო/საინჟინრო სამუშაოების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ ტენდერებში მხოლოდ სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული დასკვნის წარდგენის მოთხოვნა ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონკურენციის კანონმდებლობას. მოკვლევის შემდგომ, ზეგავლენის შეფასებისას დადასტურდა, რომ სააგენტოს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ ბაზრის სტრუქტურა პრაქტიკულად შეცვალა და კონკურენტული გარემო გააუმჯობესა.

დოკუმენტის ნახვა