საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეული

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, სემეკის, ეროვნული ბანკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის, კომუნიკაციების კომისიის და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, 11-15 მარტს, მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეული გაიმართა.

გახსნითი ღონისძიება თბილისში, 11 მარტს,  სასტუმრო „პულმანში“ გაიმართა, სადაც მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე პასუხისმგებელმა ექვსმა მარეგულირებელმა უწყებამ მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით მიღებული შედეგები, გამოწვევები და აღსრულების მექანიზმები განიხილა. კვირეულის ფარგლებში, მომხმარებლებთან შეხვედრები გაიმართა 12 მარტს გურჯაანში, 14 მარტს ქუთაისში, ხოლო 15 მარტს - მომხმარებლის დაცვის საერთაშორისო დღეს - ბათუმში. 11-15 მარტს დაგეგმილი კვირეულის მიზანს წარმოადგენდა მომხმარებლის უფლებების მიმართულებით საზოგადოებრივი ცნობიერების გაძლიერება.

 

"კონკურენცია და მომხმარებლის უფლებები"  II საერთაშორისო კონფერენცია 

საერთაშორისო კონფერენცია „კონკურენცია და მომხმარებლის უფლებები“ 2023 წელს მეორედ გაიმართა და ყოველწლიური აღნიშვნის ფორმატი მიიღო.  კონფერენციის მიზანია, საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე მიღებული შედეგებისა და გამოწვევების საფუძველზე, კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერება საქართველოში და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესება. საერთაშორისო პლატფორმა საქართველოში მოქმედი ხუთი მარეგულირებელი უწყების ორგანიზებით გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 300-ზე მეტმა დელეგატმა, 20-მდე ქვეყნის დელეგაციამ, 50-ზე მეტმა ადგილობრივმა და საერთაშორისო ექსპერტმა და 10-მდე სხვადასხვა ქვეყნის კონკურენციის და მომხმარებლის სექტორში მომუშავე უწყების პირველმა პირმა, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრებმა, საჯარო უწყებების, მარეგულირებელი ორგანოების, აკადემიური წრისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებმა.

 

მომხმარებლის უფლებების დაცვის პირველი საერთაშორისო კვირეული


2023 წლის 13-17 მარტს, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს, სემეკის, კომუნიკაციების კომისიის, ეროვნული ბანკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში მომხმარებლის უფლებების დაცვის პირველი საერთაშორისო კვირეული გაიმართა.

 

კვირეულის ფარგლებში, მარეგულირებელმა უწყებებმა, სექტორულად - მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით განხორციელებული რეფორმები, მიღებული შედეგები, არსებული გამოწვევები, აღსრულების მექანიზმები, მომხმარებელთა ინფორმირების ეფექტური კამპანიები და საერთაშორისო გამოცდილება განიხილეს.

 

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს - მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების, ადგილობრივი და საერთაშორისო კოლეგა უწყებების, დიპლომატიური კორპუსის, ბიზნესის, სამთავრობო, არასამთავრობო და აკადემიური სექტორის წარმომადგენლებმა. მათ შორის, ტერეზა მორეირამ - UNCTAD-ის კონკურენციისა და მომხმარებელთა პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელმა და ნერინგა ულბაიტემ - მომხმარებელთა დაცვის ექსპერტმა.

 

პირველი საერთაშორისო კონფერენცია "კონკურენცია და მომხმარებლის უფლებები"



კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ თბილისში პირველი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. ორდღიან კონფერენციაზე - „კონკურენცია და მომხმარებლის უფლებები“, რომელიც ქვეყნის 5 მარეგულირებელი უწყების- საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს, სემეკის, ეროვნული ბანკის, კომუნიკაციების კომისიისა და დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა, კონკურენციის სამართლის, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმების და მარეგულირებელი უწყებების მიერ განხორციელებული აქტივობების შესახებ იმსჯელეს.

კონფერენციაში სამთავრობო და საპარლამენტო გუნდის, დიპლომატიური კორპუსის, მეგობარი ქვეყნების, ბიზნესის, არასამთავრობო და აკადემიური სექტორის წარმომადგენლების და დარგის სპეციალისტების გარდა, 20 ქვეყნის დელეგაციამ მიიღო მონაწილეობა.



კონფერენცია “კონკურენციის პოლიტიკა: ტენდენციები და გამოწვევები“



კონფერენცია"კონკურენციის პოლიტიკა: ტენდენციები და გამოწვევები" საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეებს მიეძღვნა, რომელსაც 30-მდე ქვეყნის მაღალი რანგის პირი და ორასამდე მონაწილე ესწრებოდა, მათ შორის: საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, სხვადასხვა ქვეყნის კონკურენციის უწყებების, აკადემიური წრეების, ბიზნეს ასოციაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.