საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20
შპს „გ.დ. ალკოსა“ და შპს „ევერკრაფტ ინტერნეიშენალის“ საქმე
2025-01-29

GCCA-მ, ალკოჰოლური სასმელების რეალიზაციის სექტორში,   შპს „გ.დ. ალკოს“ (ს/ნ 205047091) მიერ შპს „ევერკრაფტ ინტერნეიშენალის“ (ს/ნ 400364654) 90%-იანი წილის შეძენის გზით განსახორციელებელ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა. სააგენტოს მიერ მიღებული და დამუშავებული მასალების მიხედვით დადგინდა, რომ მაღალალკოჰოლური სასმელების ბაზარზე 2024 წელს მოქმედებდა 215 კომპანია,  ბაზრის მოცულობა შეადგენდა 20 148 767.5 ლიტრს, ხოლო ბაზრის კონცენტრაციის ინდექსი (HHI) - 1275.48-ს. ბაზარი ზომიერად კონცენტრირებულია და HHI მცირედით აღემატება დაბალკონცენტრირებული ბაზრის მაქსიმალურ (1250) მაჩვენებელს. შპს „ევერკრაფტ ინტერნეიშენალის“ საბაზრო წილი მცირეა, შესაბამისად, დაბალია ბაზრის კონცენტრაციის ინდექსის ცვლილების მაჩვენებელიც (ΔHHI = 1.04). სადისტრიბუციო მომსახურების ბაზრის მოცულობამ 2024 წელს შეადგინა  7 736 172 745.45 ლარი. ბაზრის კონცენტრაციის ინდექსი (HHI) გაუტოლდა 547.2 ერთეულს. ბაზარი დაბალკონცენტრირებულია, ხოლო კონცენტრაციაში მონაწილე სუბიექტის საბაზრო წილი - მცირე. შესაბამისად, განსახორციელებელი კონცენტრაცია შესაბამის ბაზარზე არ ახდენს არსებით გავლენას და თავსებადია კონკურენტულ გარემოსთან.

დოკუმენტის ნახვა
შპს „დეილისა“ და შპს „ალკორითეილ გრუპის“ საქმე
2024-12-31

სააგენტომ შპს „დეილის“ მიერ შპს „ალკორითეილ გრუპის“ 100%-იანი წილის შეძენის გზით განსახორციელებელ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა. ინფორმაციის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ 2023 წელს ალკოჰოლური სასმელების წარმოება/იმპორტის ბაზარზე ქვეყნის მასშტაბით ეკონომიკურ საქმიანობას 240 კომპანია ახორციელებდა.  არსებული მდგომარეობით, ბაზრის კონცენტრაციის ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსი (HHI) შეადგენს 952 ერთეულს; კონცენტრაციის განხორციელების შედეგად ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსი (HHI) იზრდება 957.2 ერთეულამდე - ინდექსის ცვლილება ΔHHI=5.2. შესაბამისად, სააგენტოს შეფასებით, ბაზარი დაბალკონცენტრირებულია და განსახორციელებელი კონცენტრაციის შედეგად ადგილი არ აქვს კონცენტრაციის ინდექსის არსებით ცვლილებას. შესაბამისად, სააგენტოს შეფასებით, განხორციელებული კონცენტრაცია შესაბამის ბაზარზე არ ახდენს არსებით გავლენას და თავსებადია კონკურენტულ გარემოსთან.

დოკუმენტის ნახვა
შპს „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის“, შპს „სამთოელის“, შპს „მაღაროელის“, შპს „მნ ფექთორის“, შპს „ჯმ-ემს“-ის, შპს „ჯმ-ტექნიკასერვისის“, შპს „ჯმ-კონსტრაქშენისა“ და შპს „ჭიათურის წყლის კომპანიის“ საქმე
2024-12-31

სააგენტომ შპს „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის“ მიერ შპს „სამთოელის“, შპს „მაღაროელის“, შპს „მნ ფექთორის“, შპს „ჯმ-ემს“-ის, შპს „ჯმ-ტექნიკასერვისის“, შპს „ჯმ-კონსტრაქშენისა“ და შპს „ჭიათურის წყლის კომპანიის“ 100%-იანი წილების შეძენის გზით განხორციელებულ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა. ინფორმაციის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ სამიზნე კომპანიები კონცენტრაციის განხორციელებამდე უკვე ერთიანდებოდნენ ერთ ჯგუფში და კონცენტრაციის შემდგომ კომპანიების ახლებური გადაჯგუფება არ მომხდარა, რასაც შეეძლო გამოეწვია კოორდინირებული და არაკოორდინირებული ეფექტების გაჩენის რისკი. ასევე, სამიზნე კომპანიები და მათზე კონროლის მომპოვებელი კომპანია საქმიანობენ აბსოლუტურად განსხვავებულ ბაზრებზე, რომელთაც ერთმანეთთან კავშირი არ აქვთ, განსხვავებით კონცენტრაციამდე არსებული მდგომარეობისაგან. შესაბამისად, სააგენტოს შეფასებით, განხორციელებული კონცენტრაცია შესაბამის ბაზარზე არ ახდენს არსებით გავლენას და თავსებადია კონკურენტულ გარემოსთან.

დოკუმენტის ნახვა
შპს „ქართული ცემენტისა“ და შპს „ჯორჯიან ბეტონ კომპანი (ჯი ბი სი)“-ის საქმე
2024-12-31

სააგენტომ დამოუკიდებელი ქცევითი ხასიათის ღონისძიებების გატარების პირობით შპს „ქართული ცემენტის“ მიერ შპს „ჯორჯიან ბეტონ კომპანი (ჯი ბი სი)“-ის აქტივების შეძენის გზით განსახორციელებელ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა. ინფორმაციის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ 2023 წელს ბეტონის წარმოების ბაზარზე ქვეყნის მასშტაბით ეკონომიკურ საქმიანობას 52 ეკონომიკური აგენტი ახორციელებდა. არსებული მდგომარეობით, ბაზრის კონცენტრაციის ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსი (HHI) შეადგენს 1388.39 ერთეულს; კონცენტრაციის განხორციელების შედეგად ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსი (HHI) იზრდება 1754.16 ერთეულამდე - ინდექსის ცვლილება ΔHHI=365.77. შესაბამისად, ბაზარი ზომიერად კონცენტრირებულია, თუმცა მისი ცვლილების მაჩვენებელი აღემატება დაშვებულ ნორმას. მხარეთა მიერ შემოთავაზებული მოდიფიკაციების შესწავლისა და შეფასების შედეგად, ასევე პირველად მოდიფიკაციებში გარკვეული ცვლილებების შეტანის შემდგომ, სააგენტომ განსახილველი კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადად მიჩნევისათვის სათანადო ზომად მიიჩნია დამოუკიდებელი ქცევითი ხასიათის ღონისძიებების გატარება. აქედან გამომდინარე, განსახორციელებელი კონცენტრაცია მიჩნეულ იქნა კონკურენტულ გარემოსთან თავსებადად შესაბამისი გადაწყვეტილებითა დამოუკიდებელი ქცევითი ღონისძიებების შესრულების პირობით.

დოკუმენტის ნახვა
შპს „ქართული ცემენტისა“ და შპს „საქართველოს ცემენტის კომპანიის“ საქმე
2024-12-31

სააგენტომ დამოუკიდებელი ქცევითი ხასიათის ღონისძიებების გატარების პირობით შპს „ქართული ცემენტის“ მიერ შპს „საქართველოს ცემენტის კომპანიის“ აქტივების შეძენის გზით განსახორციელებელ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა. მიღებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ 2023 წელს ცემენტის წარმოების ბაზარზე ქვეყნის მასშტაბით ეკონომიკურ საქმიანობას 52 ეკონომიკური აგენტი ახორციელებდა. არსებული მდგომარეობით, ბაზრის კონცენტრაციის ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსი (HHI) შეადგენს 2932.2 ერთეულს; კონცენტრაციის განხორციელების შედეგად ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსი (HHI) იზრდება 3671.43 ერთეულამდე - ინდექსის ცვლილება ΔHHI=739.23. შესაბამისად, ბაზარი მაღალკონცენტრირებულია და კონცენტრაციის შედეგად მისი ცვლილების მაჩვენებელი აღემატება დაშვებულ ნორმას. მხარეთა მიერ შემოთავაზებული მოდიფიკაციების შესწავლისა და შეფასების შედეგად, ასევე პირველად მოდიფიკაციებში გარკვეული ცვლილებების შეტანის შემდგომ, სააგენტომ განსახილველი კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადად მიჩნევისათვის სათანადო ზომად მიიჩნია დამოუკიდებელი ქცევითი ხასიათის ღონისძიებების გატარება. აქედან გამომდინარე, განსახორციელებელი კონცენტრაცია მიჩნეულ იქნა კონკურენტულ გარემოსთან თავსებადად შესაბამისი გადაწყვეტილებითა და დამოუკიდებელი ქცევითი ღონისძიებების შესრულების პირობით.

დოკუმენტის ნახვა
ფ/პ ლევან ვარსიმაშვილისა და შპს „მაქს იმპორტის“ საქმე
2024-12-19

სააგენტომ ნაცრისფერი ცემენტის წარმოების ბაზარზე განხორციელებულ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა. საქმე შეეხება ლევან ვარსიმაშვილის (პ/ნ 22001005466) მიერ შპს „მაქს იმპორტის“ (ს/ნ 405164174) 50%-იანი წილის შეძენის გზით განხორციელებულ კონცენტრაციას. 2023 წელს ნაცრისფერი ცემენტის წარმოების ბაზარზე ქვეყნის მასშტაბით ეკონომიკურ საქმიანობას 52 კომპანია ახორციელებდა. არსებული მდგომარეობით, შესაბამისი ბაზარი მაღალკონცენტრირებულია - ბაზრის კონცენტრაციის ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსი (HHI) შეადგენს 2876.44 ერთეულს, თუმცა კონცენტრაციის შედეგად იგი გაიზრდება მხოლოდ 55.76 პუნქტით - 2932.2 ერთეულამდე. შესაბამისად, სააგენტოს შეფასებით, განხორციელებული კონცენტრაცია შესაბამის ბაზარზე არ ახდენს არსებით გავლენას და თავსებადია კონკურენტულ გარემოსთან.

დოკუმენტის ნახვა
ფ/პ გია ვარსიმაშვილისა და შპს „მაქს იმპორტის“ საქმე
2024-12-19

სააგენტომ ნაცრისფერი ცემენტის წარმოების ბაზარზე განხორციელებულ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა. საქმე შეეხება გია ვარსიმაშვილის (პ/ნ 01011021953) მიერ შპს „მაქს იმპორტის“ (ს/ნ 405164174) 50%-იანი წილის შეძენის გზით განხორციელებულ კონცენტრაციას. 2023 წელს ნაცრისფერი ცემენტის წარმოების ბაზარზე ქვეყნის მასშტაბით ეკონომიკურ საქმიანობას 52 კომპანია ახორციელებდა. არსებული მდგომარეობით, შესაბამისი ბაზარი მაღალკონცენტრირებულია - ბაზრის კონცენტრაციის ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსი (HHI) შეადგენს 2876.44 ერთეულს, თუმცა კონცენტრაციის შედეგად იგი გაიზრდება მხოლოდ 55.76 პუნქტით - 2932.2 ერთეულამდე. შესაბამისად, სააგენტოს შეფასებით, განხორციელებული კონცენტრაცია შესაბამის ბაზარზე არ ახდენს არსებით გავლენას და თავსებადია კონკურენტულ გარემოსთან.

დოკუმენტის ნახვა
შპს „ჯორჯიან ბიერ ენდ ბევერიჯის ჰოლდინგის“, შპს „გლობალ ბიერ ჯორჯიას“, შპს „გენუინ ბრევინგ კომპანის“, შპს „გლობალ ქოფი ჯორჯიასა“ და შპს „საქართველოს დისტრიბუცია და ლოგისტიკას“ საქმე
2024-12-18

სააგენტომ შპს „ჯორჯიან ბიერ ენდ ბევერიჯის ჰოლდინგის“ (ს/კ 405740881) მიერ შპს „გლობალ ბიერ ჯორჯიას“ (ს/კ 406135640), შპს „გენუინ ბრევინგ კომპანის“ (ს/კ 405070694), შპს „გლობალ ქოფი ჯორჯიასა“ (ს/კ 405182840) და შპს „საქართველოს დისტრიბუცია და ლოგისტიკას“ (ს/კ 205116088) 100%-იანი წილების შეძენის გზით განსახორციელებელ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა. დამუშავებული მასალების მიხედვით დადგინდა, რომ არაალკოჰოლური სასმელების ბაზარზე 2023 წელს მოქმედებდა 215 კომპანია,  ბაზრის მოცულობა შეადგენდა 464 757 669 ლიტრს, ხოლო ბაზრის კონცენტრაციის ინდექსი (HHI) - 2 590-ს. ბაზარი მაღალკონცეტრირებულია, თუმცა შესაბამისი ინდექსი კონცენტრაციაში მონაწილე პირების საბაზრო მდგომარეობით არ არის განპირობებული. ლუდის ბაზარზე მოქმედებდა 75 კომპანია, ბაზრის მოცულობა შეადგენდა 131 709 495 ლიტრს, HHI-ი გაუტოლდა 2273-ს. სადისტრიბუციო მომსახურების ბაზრის მოცულობამ 2023 წელს შეადგინა  7 431 011 772 ლარი, ხოლო ბაზრის კონცენტრაციის ინდექსმა 400 ერთეული, რაც დაბალკონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელია. ყავის იმპორტის ბაზარზე ოპერირებდა 200 ეკონომიკური აგენტი, ბაზრის საერთო მოცულობამ შეადგინა 6 625 788 კილოგრამი, ხოლო ბაზრის კონცენტრაციის ინდექსი გაუტოლდა 1721 ერთეულს, რაც მიუთითებს, რომ ბაზარი ზომიერად კონცენტრირებულია. სააგენტოს გადაწყვეტილებით, განხორციელებული კონცეტრაცია არ მოახდენს არსებით გავლენას კონკურენტულ გარემოზე და ბაზარი დაბალანსებულია.

დოკუმენტის ნახვა
შპს „დეილისა“ და სს „ქართული ლუდის კომპანიის“ საქმე
2024-10-29

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „დეილის“ (ს/ნ 406088638) მიერ სს „ქართული ლუდის კომპანიის“ (ს/ნ 404900737) აქციების 100%-ის შეძენის გზით განსახორციელებელ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა. სააგენტოს მიერ მიღებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ 2023 წელს FMCG ბაზრის საცალო დონეზე ქვეყნის მასშტაბით ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებდა 12 000 -მდე კომპანია. არსებული მდგომარეობით ბაზრის კონცენტრაციის ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსი (HHI) შეადგენს 461 ერთეულს; კონცენტრაციის განხორციელების შედეგად ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსი (HHI) იზრდება 581 ერთეულამდე - ინდექსის ცვლილება ΔHHI= 120. სააგენტოს მიერ განხორციელებული ბაზრის ანალიზის, შეფასებული ბაზრების სტრუქტურისა და კონცნეტრაციის მონაწილე მხარეების საბაზრო წილების გათვალისწინებით, განხორციელებული კონცეტრაცია არსებით გავლენას კონკურენტულ გარემოზე არ მოახდენს.

დოკუმენტის ნახვა
შპს „დეილის“ და შპს „რითეილ ინვესთმენთის“ საქმე
2024-10-29

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „დეილის“ მიერ შპს „რითეილ ინვესთმენთის“ 100%-იანი წილის შეძენის გზით განსახორციელებელ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა. სააგენტოს მიერ მიღებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად დადგინდა, 2023 წელს FMCG ბაზრის საცალო დონეზე, ქვეყნის მასშტაბით, ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებდა 12 000-მდე კომპანია. არსებული მდგომარეობით, ბაზრის კონცენტრაციის ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსი (HHI) შეადგენს 461 ერთეულს; კონცენტრაციის განხორციელების შედეგად ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსი (HHI) იზრდება 581 ერთეულამდე - ინდექსის ცვლილება ΔHHI=120. შესაბამისად, სააგენტოს შეფასებით, ბაზარი დაბალკონცენტრირებულია და განსახორციელებელი კონცენტრაციის შედეგად ადგილი არ აქვს კონცენტრაციის ინდექსის არსებით ცვლილებას.

დოკუმენტის ნახვა