შპს „ნაბუს“ საქმე
2025-12-24
კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „ნაბუს“(ს/ნ 405193302) მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა. კერძოდ, საქმის გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასება-შესწავლის შედეგად, დადასტურდა მოვაჭრის მხრიდან მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ძირითადი ვალდებულებისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის მიწოდების ვალდებულების დარღვევის ფაქტი. მოვაჭრეს დაევალა, ერთი თვის ვადაში აღადგინოს მომხმარებელთა დარღვეული უფლებები და სავაჭრო პოლიტიკა კანონის მოთხოვნებს შეუსაბამოს.
შპს „კარგო ჯორჯიას“ საქმე
2025-12-24
კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „კარგო ჯორჯიას“ (ს/ნ 404860708) მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა. კერძოდ, საქმის გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასება-შესწავლის შედეგად, მოვაჭრის მხრიდან ხელშეკრულებაში უსამართლო სტანდარტული პირობების არსებობის და ნაკლოვანი მომსახურების გაწევის ფაქტი დადასტურდა. შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოვაჭრეს დაევალა - 1 თვის ვადაში, მომხმარებელთა დარღვეული უფლებები აღადგინოს და სავაჭრო პოლიტიკა კანონის მოთხოვნებს შეუსაბამოს.
შპს „ქომონ ბრიჯის“ საქმე
2025-12-24
კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „ქომონ ბრიჯის“ (ს/ნ 406359881) მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა. კერძოდ, საქმის გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასება-შესწავლის შედეგად, მოვაჭრის მხრიდან მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ვალდებულების დარღვევის და უსამართლო კომერციული საქმიანობის ფაქტი დადასტურდა. შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოვაჭრეს დაევალა - 1 თვის ვადაში, მომხმარებელთა დარღვეული უფლებები აღადგინოს და სავაჭრო პოლიტიკა კანონის მოთხოვნებს შეუსაბამოს.
შპს „ალტა რითეილის“ საქმე
2025-12-18
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „ალტა რითეილის“ (ს/ნ 402033312) მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა. საქმის გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად, დადგინდა, რომ მოვაჭრე ჯეროვნად ვერ უზრუნველყოფს კანონისმიერი საგარანტიო პირობების რეალიზაციას, კერძოდ მოვაჭრის მიერ მომხმარებლების უფლების აღდგენის მიზნით შეთავაზებულია ნაკლიანი ტელეფონის შეცვლა ახალი ტელეფონით, რომელსაც არ მოჰყვება სრული კომპლექტაცია. შესაბამისად, მოვაჭრეს დაევალა, ერთი თვის ვადაში აღადგინოს მომხმარებლის დარღვეული უფლება და სავაჭრო პოლიტიკა კანონის მოთხოვნებს შეუსაბამოს.
ფ/პ მარიამ ბასილიძის საქმე
2025-12-17
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ ფ/პ მარიამ ბასილიძის მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა. კერძოდ, საქმის გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად, მოვაჭრის მხრიდან მომხმარებლის ინფორმირებულობისა და პროდუქტის დადგენილ ვადაში მიწოდების ვალდებულების დარღვევის ფაქტი დადასტურდა. შესაბამისად, მოვაჭრეს დაევალა, ერთი თვის ვადაში აღადგინოს მომხმარებლის დარღვეული უფლება და სავაჭრო პოლიტიკა კანონის მოთხოვნებს შეუსაბამოს.
შპს „შამის“ საქმე
2025-12-17
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „შამის“ (ს/ნ 406035776) მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა. კერძოდ, საქმის გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად დადასტურდა მოვაჭრის მხრიდან მომხმარებლის ინფორმირებულობისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროდუქციის მიწოდების ვალდებულების დარღვევის ფაქტი. შესაბამისად, მოვაჭრეს დაევალა, ერთი თვის ვადაში აღადგინოს მომხმარებლის დარღვეული უფლება და სავაჭრო პოლიტიკა კანონის მოთხოვნებს შეუსაბამოს.
ქრისტინე მაჩიტიძის საქმე
2025-12-17
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ ქრისტინე მაჩიტიძის მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა. კერძოდ, საქმის გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად დადასტურდა მოვაჭრის მხრიდან მომხმარებლის ინფორმირებულობისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის ვალდებულების დარღვევის ფაქტი. შესაბამისად, მოვაჭრეს დაევალა, ერთი თვის ვადაში აღადგინოს მომხმარებლის დარღვეული უფლება და სავაჭრო პოლიტიკა კანონის მოთხოვნებს შეუსაბამოს.
შპს "მოლმაუნის" საქმე
2025-12-16
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს "მოლმაუნის" მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა. კერძოდ, საქმის გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად, დადასტურდა მოვაჭრის მხრიდან მომხმარებლის ინფორმირებულობისა და უნაკლო პროდუქციის მიწოდების ვალდებულების დარღვევა. შესაბამისად, მოვაჭრეს დაევალა, ერთი თვის ვადაში აღადგინოს მომხმარებლის დარღვეული უფლება და სავაჭრო პოლიტიკა კანონის მოთხოვნებს შეუსაბამოს.
შპს “ჯი ელ ბიზნეს ჯგუფის” საქმე
2025-12-15
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს “ჯი ელ ბიზნეს ჯგუფის” (ს/კ 431439311) მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა. კერძოდ, საქმის გარემოებების შესწავლა-შეფასების შედეგად, დადასტურდა მოვაჭრის მხრიდან მომხმარებლის ინფორმირებულობისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისი მომსახურების გაწევის დარღვევის, ასევე ხელშეკრულებაში უსამართლო სტანდარტული პირობების არსებობის ფაქტი. შესაბამისად, მოვაჭრეს დაევალა, ერთი თვის ვადაში აღადგინოს მომხმარებლის დარღვეული უფლება და სავაჭრო პოლიტიკა კანონის მოთხოვნებს შეუსაბამოს.
„კატარ ეარვეიზ (ქიუ.სი.ეს.სი.)"-ის საქმე
2025-12-15
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ უცხოური საწარმოს ფილიალის „კატარ ეარვეიზ (ქიუ.სი.ეს.სი.)"-ის (ს/ნ: 404922349) მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა. კერძოდ, საქმის გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად, დადასტურდა მოვაჭრის მხრიდან მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევა. სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოვაჭრეს დაევალა, ერთი თვის ვადაში აღადგინოს მომხმარებლის დარღვეული უფლება.