შპს „გულიანის“ საქმე
2026-05-18
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „გულიანის“ (რესტორანი „ხინკლის სახლი“) მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა. კერძოდ, სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოვაჭრეს დაევალა საცნობარო (კვების) მენიუში შეიტანოს ცვლილება და მომხმარებელს მიაწოდოს ინფორმაცია საქონლის საბოლოო ფასის შესახებ, რომელშიც მითითებული იქნება დამატებული ღირებულების გადასახადი და ყველა სხვა გადასახადი/ხარჯი, მათ შორის, მომსახურების გადასახადი. სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოვაჭრეს დაევალა, ერთი თვის ვადაში სავაჭრო პოლიტიკა კანონის მოთხოვნებს შეუსაბამოს.
შპს „ზერო გრუპის“ საქმე
2026-05-18
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „ზერო გრუპის“ მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა. კერძოდ, საქმის გარემოებების შესწავლის შედეგად, დადასტურდა მოვაჭრის მხრიდან მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ძირითადი ვალდებულებისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის ვალდებულებების დარღვევის ფაქტი. ასევე, ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ წესებსა და პირობებში უსამართლო სტანდარტული პირობების გამოყენების ფაქტი. შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოვაჭრეს დაევალა, 1 თვის ვადაში, სავაჭრო პოლიტიკა კანონის მოთხოვნებს შეუსაბამოს და აღადგინოს მომხმარებელთა დარღვეული უფლებები.
ი/მ ნიკოლოზ ჩახაიას საქმე
2026-05-18
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ ი/მ ნიკოლოზ ჩახაიას („ხეირი ნახე“), 22 მომხმარებლის განცხადების საფეძველზე, უსამართლო კომერციული საქმიანობის განხორციელების ფაქტი დაუდგინა. საქმის გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად, დადასტურდა მოვაჭრის მხრიდან უსამართლო (შეცდომაში შემყვანი) კომერციული საქმიანობის განხორციელება, რაც გამოიხატა საქონლის მიწოდების ვადების სისტემური დარღვევებითა და ვადების შესახებ მცდარი ინფორმაციის მიწოდებით. ასევე, დადგინდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისი საქონლის მიწოდების ვალდებულების დარღვევა, ნაკლის აღმოფხვრასთან დაკავშირებული მოთხოვნების შეუსრულებლობა და ხელშეკრულებიდან გასვლისას ფინანსური რესტიტუციის (თანხის დაბრუნების) ვადების გადაცილება.
ანა ზივიზვაძის საქმე
2026-05-15
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ ანა ზივიზვაძის მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა. კერძოდ, საქმის გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად, დადასტურდა მოვაჭრის მხრიდან მომხმარებლის ინფორმირებულობის, დისტანციურ ხელშეკრულებაზე უარის თქმისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის ვალდებულების დარღვევა. შესაბამისად, მოვაჭრეს დაევალა, ერთი თვის ვადაში აღადგინოს მომხმარებლების დარღვეული უფლება და სავაჭრო პოლიტიკა კანონის მოთხოვნებს შეუსაბამოს.
შპს „ამბოლის“ საქმე
2026-05-15
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „ამბოლის“ მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა. კერძოდ, საქმის გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად, დადასტურდა მოვაჭრის მხრიდან უნაკლო პროდუქციის მიწოდების ვალდებულების დარღვევა. შესაბამისად, მოვაჭრეს დაევალა, ერთი თვის ვადაში აღადგინოს მომხმარებლის დარღვეული უფლება და სავაჭრო პოლიტიკა კანონის მოთხოვნებს შეუსაბამოს.
ცაბო ზედგინიძის საქმე
2026-05-14
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ ცაბო ზედგინიძის მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა. კერძოდ, საქმის გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად, დადასტურდა მოვაჭრის მხრიდან მომხმარებლის ინფორმირებულობისა და უნაკლო პროდუქციის მიწოდების ვალდებულების დარღვევა. შესაბამისად, მოვაჭრეს დაევალა, ერთი თვის ვადაში აღადგინოს მომხმარებლის დარღვეული უფლება და სავაჭრო პოლიტიკა კანონის მოთხოვნებს შეუსაბამოს.
ანა მერკვილაძის საქმე
2026-05-13
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ ანა მერკვილაძის მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა. კერძოდ, საქმის გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად, დადასტურდა მოვაჭრის მხრიდან მომხმარებლის ინფორმირებულობისა და უნაკლო პროდუქციის მიწოდების ვალდებულების დარღვევა. შესაბამისად, მოვაჭრეს დაევალა, ერთი თვის ვადაში აღადგინოს მომხმარებლის დარღვეული უფლება და სავაჭრო პოლიტიკა კანონის მოთხოვნებს შეუსაბამოს.
ნაზიმ აჯიევის საქმე
2026-05-13
ნათია შონიას საქმე
2026-05-07
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ ნათია შონიას (პ/ნ 62005026966) მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა. კერძოდ, საქმის გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად, დადასტურდა მოვაჭრის მხრიდან მომხმარებლის ინფორმირებულობისა და დისტანციურ ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების დარღვევა. შესაბამისად, მოვაჭრეს დაევალა, ერთი თვის ვადაში აღადგინოს მომხმარებლის დარღვეული უფლება და სავაჭრო პოლიტიკა კანონის მოთხოვნებს შეუსაბამოს.
მარიამ რეხვიაშვილის საქმე
2026-05-07
კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ მარიამ რეხვიაშვილის მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა. კერძოდ, საქმის გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასება-შესწავლის შედეგად, დადასტურდა მოვაჭრის მხრიდან მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ძირითადი ვალდებულებისა და პროდუქციის დადგენილ ვადაში მიწოდების ვალდებულების დარღვევის ფაქტი. მოვაჭრეს დაევალა, ერთი თვის ვადაში აღადგინოს მომხმარებელთა დარღვეული უფლებები და სავაჭრო პოლიტიკა კანონის მოთხოვნებს შეუსაბამოს.