საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20
დარღვევის დადასტურება
დარღვევის უარყოფა
პირობითი ხელშეკრულება
ჯარიმის დაკისრება

შპს „ალტა რითეილის“ საქმე

2025-12-18

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „ალტა რითეილის“ (ს/ნ 402033312) მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა. საქმის გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად, დადგინდა, რომ მოვაჭრე ჯეროვნად ვერ უზრუნველყოფს კანონისმიერი საგარანტიო პირობების რეალიზაციას, კერძოდ მოვაჭრის მიერ მომხმარებლების უფლების აღდგენის მიზნით შეთავაზებულია ნაკლიანი ტელეფონის შეცვლა ახალი ტელეფონით, რომელსაც არ მოჰყვება სრული კომპლექტაცია. შესაბამისად, მოვაჭრეს დაევალა, ერთი თვის ვადაში აღადგინოს მომხმარებლის დარღვეული უფლება და სავაჭრო პოლიტიკა კანონის მოთხოვნებს შეუსაბამოს.

დოკუმენტის ნახვა

ფ/პ მარიამ ბასილიძის საქმე

2025-12-17

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ ფ/პ მარიამ ბასილიძის მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა. კერძოდ, საქმის გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად, მოვაჭრის მხრიდან მომხმარებლის ინფორმირებულობისა და პროდუქტის დადგენილ ვადაში მიწოდების ვალდებულების დარღვევის ფაქტი დადასტურდა. შესაბამისად, მოვაჭრეს დაევალა, ერთი თვის ვადაში აღადგინოს მომხმარებლის დარღვეული უფლება და სავაჭრო პოლიტიკა კანონის მოთხოვნებს შეუსაბამოს.

დოკუმენტის ნახვა

შპს „შამის“ საქმე

2025-12-17

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „შამის“ (ს/ნ 406035776) მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა. კერძოდ, საქმის გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად დადასტურდა მოვაჭრის მხრიდან მომხმარებლის ინფორმირებულობისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროდუქციის მიწოდების ვალდებულების დარღვევის ფაქტი. შესაბამისად, მოვაჭრეს დაევალა, ერთი თვის ვადაში აღადგინოს მომხმარებლის დარღვეული უფლება და სავაჭრო პოლიტიკა კანონის მოთხოვნებს შეუსაბამოს.

დოკუმენტის ნახვა

ქრისტინე მაჩიტიძის საქმე

2025-12-17

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ ქრისტინე მაჩიტიძის მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა. კერძოდ, საქმის გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად დადასტურდა მოვაჭრის მხრიდან მომხმარებლის ინფორმირებულობისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის ვალდებულების დარღვევის ფაქტი. შესაბამისად, მოვაჭრეს დაევალა, ერთი თვის ვადაში აღადგინოს მომხმარებლის დარღვეული უფლება და სავაჭრო პოლიტიკა კანონის მოთხოვნებს შეუსაბამოს.

დოკუმენტის ნახვა

შპს "მოლმაუნის" საქმე

2025-12-16

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს "მოლმაუნის" მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა. კერძოდ, საქმის გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად, დადასტურდა მოვაჭრის მხრიდან მომხმარებლის ინფორმირებულობისა და უნაკლო პროდუქციის მიწოდების ვალდებულების დარღვევა. შესაბამისად, მოვაჭრეს დაევალა, ერთი თვის ვადაში აღადგინოს მომხმარებლის დარღვეული უფლება და სავაჭრო პოლიტიკა კანონის მოთხოვნებს შეუსაბამოს.

დოკუმენტის ნახვა

შპს “ჯი ელ ბიზნეს ჯგუფის” საქმე

2025-12-15

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს “ჯი ელ ბიზნეს ჯგუფის” (ს/კ 431439311) მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა. კერძოდ, საქმის გარემოებების შესწავლა-შეფასების შედეგად, დადასტურდა მოვაჭრის მხრიდან მომხმარებლის ინფორმირებულობისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისი მომსახურების გაწევის დარღვევის, ასევე ხელშეკრულებაში უსამართლო სტანდარტული პირობების არსებობის ფაქტი. შესაბამისად, მოვაჭრეს დაევალა, ერთი თვის ვადაში აღადგინოს მომხმარებლის დარღვეული უფლება და სავაჭრო პოლიტიკა კანონის მოთხოვნებს შეუსაბამოს.

დოკუმენტის ნახვა

„კატარ ეარვეიზ (ქიუ.სი.ეს.სი.)"-ის საქმე

2025-12-15

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ უცხოური საწარმოს ფილიალის „კატარ ეარვეიზ (ქიუ.სი.ეს.სი.)"-ის (ს/ნ: 404922349) მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა. კერძოდ, საქმის გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად, დადასტურდა მოვაჭრის მხრიდან მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევა. სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოვაჭრეს დაევალა, ერთი თვის ვადაში აღადგინოს მომხმარებლის დარღვეული უფლება.

დოკუმენტის ნახვა

ი/მ მარიამ გურგენიძის საქმე

2025-12-15

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ ი/მ მარიამ გურგენიძის მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა. კერძოდ, საქმის გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად დადასტურდა მოვაჭრის მხრიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისი საქონლის მიწოდებისა და კანონით გათვალისწინებული საგარანტიო მომსახურების ვალდებულების დარღვევის ფაქტი. შესაბამისად, მოვაჭრეს დაევალა, ერთი თვის ვადაში აღადგინოს მომხმარებელთა დარღვეული უფლებები და სავაჭრო პოლიტიკა შეუსაბამოს კანონის მოთხოვნებს. 

დოკუმენტის ნახვა

შპს „აიპლიუსის“ საქმე

2025-12-12

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „აიპლიუსის“ (ს/ნ 405060543) მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა. კერძოდ, საქმის გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად დადასტურდა მოვაჭრის მხრიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისი საქონლის მიწოდებისა და კანონით გათვალისწინებული საგარანტიო მომსახურების ვალდებულების დარღვევის ფაქტი. შესაბამისად, მოვაჭრეს დაევალა ერთი თვის ვადაში, აღადგინოს მომხმარებელთა დარღვეული უფლებები და სავაჭრო პოლიტიკა შეუსაბამოს კანონის მოთხოვნებს. 

დოკუმენტის ნახვა

შპს „ფრესკო ვესტ ჯორჯიას“ საქმე

2025-12-12

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „ფრესკო ვესტ ჯორჯიას“ (ს/ნ 404504158) მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა. კერძოდ, მოვაჭრის მიერ განხორციელებული ქმედება შეფასდა როგორც შეცდომაში შემყვანი კომერციული საქმიანობა, რომელიც არღვევს სამომხმარებლო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს, რაც ინფორმირებული თანხმობის, გონივრული მოლოდინის და კეთილსინდისიერების საკითხებს შეეხება. სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოვაჭრეს დაევალა, ერთი თვის ვადაში აღადგინოს მომხმარებელთა დარღვეული უფლებები და სავაჭრო პოლიტიკა სრულად შეუსაბამოს კანონის მოთხოვნებს.

დოკუმენტის ნახვა

ვებ-გვერდის გაუმჯობესების მიზნით, "საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო" იყენებს "მზა-ჩანაწერებს"

მზა ჩანაწერების პოლიტიკა