საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20
დარღვევის უარყოფა
დარღვევის დადასტურება
პირობითი ხელშეკრულება
ჯარიმის დაკისრება

ანა ბაქანიძის საქმე

2026-02-04

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ ანა ბაქანიძის მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა. კერძოდ, საქმის გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასება-შესწავლის შედეგად, დადასტურდა მოვაჭრის მხრიდან მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ძირითადი ვალდებულებისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროდუქციის მიწოდების ვალდებულების დარღვევის ფაქტი. მოვაჭრეს დაევალა, ერთი თვის ვადაში აღადგინოს მომხმარებელთა დარღვეული უფლებები და სავაჭრო პოლიტიკა კანონის მოთხოვნებს შეუსაბამოს.

დოკუმენტის ნახვა

შპს „ელექტრონული აუქციონის“ საქმე

2026-02-04

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „ელექტრონული აუქციონის“ (ს/ნ 404484731) მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა. კერძოდ, საქმის გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად, დადასტურდა მოვაჭრის მხრიდან მომხმარებლის ინფორმირებულობისა და პროდუქციის მიწოდების ვალდებულების დარღვევა. გარდა ამისა, დადასტურდა, რომ მოვაჭრე უმოქმედობით გამოხატულ შეცდომაში შემყვან კომერციულ საქმიანობას ეწევა. მოვაჭრეს დაევალა, ერთი თვის ვადაში აღადგინოს მომხმარებელთა დარღვეული უფლებები და სავაჭრო პოლიტიკა კანონის მოთხოვნებს შეუსაბამოს.

დოკუმენტის ნახვა

ქეთევან მიგრიაულის საქმე

2026-02-04

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ ქეთევან მიგრიაულის მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა. კერძოდ, საქმის გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასება-შესწავლის შედეგად, დადასტურდა მოვაჭრის მხრიდან მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ძირითადი ვალდებულებისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროდუქციის მიწოდების ვალდებულების დარღვევის ფაქტი. მოვაჭრეს დაევალა, ერთი თვის ვადაში აღადგინოს მომხმარებელთა დარღვეული უფლებები და სავაჭრო პოლიტიკა კანონის მოთხოვნებს შეუსაბამოს.

დოკუმენტის ნახვა

ი/მ ინგა ბიძინაშვილის საქმე

2026-02-02

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ ი/მ ინგა ბიძინაშვილის მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა. კერძოდ, საქმის გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასება-შესწავლის შედეგად, დადასტურდა მოვაჭრის მხრიდან მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ძირითადი ვალდებულებისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისი პროდუქციის მიწოდების ვალდებულების დარღვევის ფაქტი. მოვაჭრეს დაევალა, ერთი თვის ვადაში აღადგინოს მომხმარებელთა დარღვეული უფლებები და სავაჭრო პოლიტიკა კანონის მოთხოვნებს შეუსაბამოს. 

დოკუმენტის ნახვა

შპს „აითრეიდერის“ საქმე

2026-01-29

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „აითრეიდერის“ მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა. კერძოდ, საქმის გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასება-შესწავლის შედეგად, დადასტურდა მოვაჭრის მხრიდან მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ძირითადი ვალდებულებისა და პროდუქციის დადგენილ ვადაში მიწოდების ვალდებულების დარღვევის ფაქტი. საქმის შესწავლის შედეგად, აგრეთვე, დადგინდა მოვაჭრის მიერ განხორციელებული მოქმედებითა და უმოქმედობით გამოხატული უსამართლო კომერციული საქმიანობის ფაქტი. მოვაჭრეს დაევალა, ერთი თვის ვადაში აღადგინოს მომხმარებელთა დარღვეული უფლებები და სავაჭრო პოლიტიკა კანონის მოთხოვნებს შეუსაბამოს.

დოკუმენტის ნახვა

შპს „ნატურელის“ საქმე

2026-01-27

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „ნატურელის“ მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა. კერძოდ, საქმის გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასება-შესწავლის შედეგად, დადასტურდა მოვაჭრის მხრიდან მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ძირითადი ვალდებულებისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისი პროდუქციის მიწოდების ვალდებულების დარღვევის ფაქტები. მოვაჭრეს დაევალა, ერთი თვის ვადაში აღადგინოს მომხმარებელთა დარღვეული უფლებები და სავაჭრო პოლიტიკა კანონის მოთხოვნებს შეუსაბამოს.

დოკუმენტის ნახვა

ზურაბ კალაძის საქმე

2026-01-27

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ ზურაბ კალაძის მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა. კერძოდ, საქმის გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად, დადასტურდა მოვაჭრის მხრიდან მომხმარებლის ინფორმირებულობისა და უნაკლო პროდუქციის მიწოდების ვალდებულების დარღვევა. შესაბამისად, მოვაჭრეს დაევალა, ერთი თვის ვადაში აღადგინოს მომხმარებლის დარღვეული უფლება და სავაჭრო პოლიტიკა კანონის მოთხოვნებს შეუსაბამოს. 

დოკუმენტის ნახვა

რაჯაბ ორუჯოვის საქმე

2026-01-23

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ რაჯაბ ორუჯოვის მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა. კერძოდ, საქმის გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასება-შესწავლის შედეგად, დადასტურდა მოვაჭრის მხრიდან მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ძირითადი ვალდებულებისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისი პროდუქციის მიწოდების ვალდებულების დარღვევის ფაქტი. მოვაჭრეს დაევალა, ერთი თვის ვადაში აღადგინოს მომხმარებელთა დარღვეული უფლებები და სავაჭრო პოლიტიკა კანონის მოთხოვნებს შეუსაბამოს. 

დოკუმენტის ნახვა

შპს „მეტრომარტის“ საქმე

2026-01-23

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „მეტრომარტის“ (ს/ნ 401975662) მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა. კერძოდ, საქმის გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასება-შესწავლის შედეგად, დადასტურდა მოვაჭრის მხრიდან მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ძირითადი ვალდებულებისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისი პროდუქციის მიწოდების ვალდებულების დარღვევის ფაქტი. მოვაჭრეს დაევალა, ერთი თვის ვადაში აღადგინოს მომხმარებელთა დარღვეული უფლებები და სავაჭრო პოლიტიკა კანონის მოთხოვნებს შეუსაბამოს.

დოკუმენტის ნახვა

თამთა გაბაძის საქმე

2026-01-15

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ თამთა გაბაძის მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა. კერძოდ, საქმის გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასება-შესწავლის შედეგად, დადასტურდა მოვაჭრის მხრიდან მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ძირითადი ვალდებულებისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროდუქციის მიწოდების ვალდებულების დარღვევის ფაქტი. გარდა ამისა, დადასტურდა, რომ მოვაჭრე უმოქმედობით გამოხატულ შეცდომაში შემყვან კომერციულ საქმიანობას ეწევა. მოვაჭრეს დაევალა, ერთი თვის ვადაში აღადგინოს მომხმარებელთა დარღვეული უფლებები და სავაჭრო პოლიტიკა კანონის მოთხოვნებს შეუსაბამოს.

დოკუმენტის ნახვა

ვებ-გვერდის გაუმჯობესების მიზნით, "საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო" იყენებს "მზა-ჩანაწერებს"

მზა ჩანაწერების პოლიტიკა