ფ/პ თემო ჯალილოვის საქმე
2025-06-12
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ ფიზიკური პირის თემო ჯალილოვის (პ/ნ 20901074634) მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა.
კერძოდ, სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოვაჭრის მხრიდან - მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ძირითადი ვალდებულების დარღვევის ფაქტი დადასტურდა. შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილებით, 1 თვის ვადაში, მოვაჭრეს დაევალა - მომხმარებელთა დარღვეული უფლებები აღადგინოს და თავისი სავაჭრო პოლიტიკა კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებს შეუსაბამოს.
ფ/პ ნინა კვირაიას საქმე
2025-06-12
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ ფიზიკური პირის ნინა კვირაიას (პ/ნ 62009005487) მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა.
კერძოდ, სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოვაჭრის მხრიდან - მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ძირითადი ვალდებულების დარღვევის ფაქტი დადასტურდა. შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილებით, 1 თვის ვადაში, მოვაჭრეს დაევალა - მომხმარებელთა დარღვეული უფლებები აღადგინოს და თავისი სავაჭრო პოლიტიკა კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებს შეუსაბამოს.
salemart.ge-ს საქმე
2025-06-04
კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ salemart.ge-ის მიერ შეცდომაში შემყვანი, მანიპულაციური სავაჭრო ტაქტიკის(Dark Pattern) გამოყენების ფაქტი დაადგინა. GCCA-ის მიერ აღნიშნული ვებ-გვერდის დეტალური შესწავლის შედეგადაც დადგინდა, რომ მოვაჭრე მომხმარებლებს არ აწვდის კანონით განსაზღვრული სავაჭრო პოლიტიკის შესახებ ინფორმაციას და ზიანს აყენებს არა მხოლოდ კონკრეტულ მომხმარებელს, რომელმაც განცხადებით მიმართა სააგენტოს, არამედ ნებისმიერ პოტენციურ მომხმარებელს.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კანონმდებლობის შესაბამისად, მოვაჭრეს ეკრძალება მისი უფლებების განხორციელება და მოგების მიღება მომხმარებლის ინტერესების ხელყოფის ხარჯზე. შესაბამისად, საკითხის შესწავლის პროცესში ყურადღება გამახვილდა მოვაჭრის მხრიდან გამოყენებულ შემდეგ მანიპულაციურ სავაჭრო ტაქტიკებზე(Dark Pattern), ქმედებებზე:
1. მოჩვენებითად, დროის მცირე მონაკვეთში - ყალბ უკუმთვლელზე;
2. საქონლის მარაგების შესახებ არასწორ, შეზღუდულ რაოდენობაზე - მცდარი ინფორმაციის მიწოდებაზე, რამაც გამოიწვია ან შესაძლოა გამოიწვიოს მომხმარებლის მოტყუება;
3. მომხმარებელთა შეფასების უზუსტობაზე, ნამდვილობაზე და საქონელზე მცდარი დასახელების მითითებაზე. კერძოდ, მოვაჭრე იყენებდა bosch-სასაქონლო ნიშანსა და ამავე საწარმოს პროდუქციის ამსახველ ფოტო-სურათებს, რეალურად კი - მომხმარებელმა Maxbosch-ის საქონელი მიიღო.
GCCA-ის შეფასებით, ერთდროულად რამდენიმე მანიპულაციური ტექნიკის გამოყენება მომხმარებელზე განსაკუთრებულ ზეგავლენას ახდენს და რაციონალური, ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას ზღუდავს. შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილებით, კანონდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, მოვაჭრეს დაევალა - 1 თვის ვადაში, მომხმარებელთა დარღვეული უფლებები აღადგინოს და სავაჭრო პოლიტიკა კანონის შესაბამის მუხლებს შეუსაბამოს.
ი/მ რომან იობაძის საქმე
2025-06-03
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ ი/მ რომან იობაძის (პ/ნ 01005033451) მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა. კერძოდ, სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოვაჭრის მხრიდან - მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ძირითადი ვალდებულებისა და მომსახურების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების დარღვევის ფაქტი დადასტურდა.
შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილებით, 1 თვის ვადაში, მოვაჭრეს დაევალა - მომხმარებელთა დარღვეული უფლებები აღადგინოს და თავისი სავაჭრო პოლიტიკა კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებს შეუსაბამოს.
ფ/პ მაყვალა ცერცვაძის საქმე
2025-06-03
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ ფიზიკური პირის მაყვალა ცერცვაძის (პ/ნ 01013016923) მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა.
კერძოდ, სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოვაჭრის მხრიდან - მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ძირითადი ვალდებულების დარღვევის ფაქტი დადასტურდა. შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილებით, 1 თვის ვადაში, მოვაჭრეს დაევალა - მომხმარებელთა დარღვეული უფლებები აღადგინოს და თავისი სავაჭრო პოლიტიკა კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებს შეუსაბამოს.
ი/მ გიორგი ზაქარაძის საქმე
2025-05-30
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ ი/მ გიორგი ზაქარაძის (ს/ნ: 61006078678) მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა.
კერძოდ, საქმის გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად დადასტურდა, მოვაჭრის მხრიდან - მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ძირითადი ვალდებულებისა და საქონლის მიწოდების დარღვევის ფაქტი. შესაბამისად, მოვაჭრეს დაევალა, ერთი თვის ვადაში, თავისი სავაჭრო პოლიტიკა კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებს შეუსაბამოს.
ფ/პ მურმან ოქროჭელიძის საქმე
2025-05-29
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ ფ/პ მურმან ოქროჭელიძის (პ/ნ 09001029117) მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა.
კერძოდ, საქმის გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად დადასტურდა, მოვაჭრის მხრიდან - მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ძირითადი ვალდებულებისა და საქონლის მიწოდების დარღვევის ფაქტი. შესაბამისად, მოვაჭრეს დაევალა, ერთი თვის ვადაში, თავისი სავაჭრო პოლიტიკა კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებს შეუსაბამოს.
ფ/პ უსუფ უსუფოვის საქმე
2025-05-22
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ ფ/პ უსუფ უსუფოვის (პ/ნ 20001063107) მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა.
კერძოდ, სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოვაჭრის მხრიდან - მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ძირითადი ვალდებულებისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისი საქონლის მიწოდების ვალდებულების დარღვევის ფაქტი დადასტურდა. შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილებით, 1 თვის ვადაში, მოვაჭრეს დაევალა - მომხმარებელთა დარღვეული უფლებები აღადგინოს და თავისი სავაჭრო პოლიტიკა კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებს შეუსაბამოს.
ფ/პ თორნიკე ჯაყელის საქმე
2025-05-13
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ ფ/პ თორნიკე ჯაყელის (პ/ნ: 01011091799) მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა.
კერძოდ, საქმის გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად დადასტურდა, მოვაჭრის მხრიდან - მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ძირითადი ვალდებულებისა და საქონლის მიწოდების დარღვევის ფაქტი. შესაბამისად, მოვაჭრეს დაევალა, ერთი თვის ვადაში, თავისი სავაჭრო პოლიტიკა კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებს შეუსაბამოს.
შპს „მოდერნ ქლინარტის“ საქმე
2025-05-13
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ „მოდერნ ქლინარტის“ (ს/ნ: 405510497) მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა.
კერძოდ, სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოვაჭრის მხრიდან - მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ძირითადი ვალდებულებისა და მომსახურების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების დარღვევის ფაქტი დადასტურდა.
შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილებით, 1 თვის ვადაში, მოვაჭრეს დაევალა - მომხმარებელთა დარღვეული უფლებები აღადგინოს და თავისი სავაჭრო პოლიტიკა კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებს შეუსაბამოს.