საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20
დარღვევის უარყოფა
დარღვევის დადასტურება
პირობითი ხელშეკრულება
ჯარიმის დაკისრება

ი/მ პაველ მაიანოვის საქმე

2025-09-24

GCCA-მა ი/მ პაველ მაიანოვის (ს/ნ 100353993) (სავაჭრო პლატფორმა - https://shuwedd.com/) მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი - უსამართლო კომერციული საქმიანობა დაადგინა. საქმის შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ მოვაჭრე სატყუარას პრინციპის (bait and switch) გამოყენებით ცდილობდა, მოეხდინა მომხმარებლის ეკონომიკურ ქცევაზე გავლენა -მომხმარებელი მოვაჭრესთან დებდა გარიგებას, რომლის პირობებიც, გარიგების დადების შემდგომ, ცალმხრივად იცვლებოდა. კერძოდ, მოვაჭრე იყენებდა მანიპულაციურ ტექნიკას, რათა მომხმარებელს უარი განეცხადებინა საქორწინო ხელშეკრულებით შეთავაზებულ სტანდარტულ პაკეტზე და აერჩია უფრო ძვირადღირებული - "პრემიუმ" პაკეტი. საქმის გარემოებების შესწავლის შედეგად, ასევე დადასტურდა მოვაჭრის მხრიდან მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ძირითადი ვალდებულების დარღვევის ფაქტი.

დოკუმენტის ნახვა

თამარ ბლიაძის საქმე

2025-09-23

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ, თამარ ბლიაძის მიერ მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა. კერძოდ, საქმის გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასება-შესწავლის შედეგად, დადასტურდა მოვაჭრის მხრიდან მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ძირითადი ვალდებულების და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისი მომსახურების გაწევის დარღვევის ფაქტი. შესაბამისად, მოვაჭრეს დაევალა, ერთი თვის ვადაში, სავაჭრო პოლიტიკა კანონის მოთხოვნებს შეუსაბამოს და აღადგინოს მომხმარებლის დარღვეული უფლება.

დოკუმენტის ნახვა

ნანა ფოჩხიძის საქმე

2025-09-18

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ ი/მ ნანა ფოჩხიძის (ს/ნ 01026001669) მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა. კერძოდ, საქმის გარემოებების შესწავლის შედეგად, დადასტურდა მოვაჭრის მხრიდან მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ძირითადი ვალდებულების დარღვევის, ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების შეზღუდვის და ხელშეკრულების პირობებთან შეუსაბამო ნივთის გადაცემის ფაქტი. სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოვაჭრეს დაევალა, 1 თვის ვადაში სავაჭრო პოლიტიკა კანონის მოთხოვნებს შეუსაბამოს.

დოკუმენტის ნახვა

მარეხი სახვაძის საქმე

2025-09-16

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ მარეხი სახვაძის (პ/ნ 01022000176) მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა. კერძოდ, საქმის გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასება-შესწავლის შედეგად, დადასტურდა მოვაჭრის მხრიდან მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ძირითადი ვალდებულებისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნივთის მიწოდების ვალდებულების დარღვევის ფაქტი. მოვაჭრეს დაევალა, 1 თვის ვადაში სავაჭრო პოლიტიკა კანონის მოთხოვნებს შეუსაბამოს და აღადგინოს მომხმარებელთა დარღვეული უფლება.

დოკუმენტის ნახვა

შპს „გრავითი გრუფს“-ის საქმე

2025-09-12

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ, შპს „გრავითი გრუფს“-ის (ს/ნ 402203744) მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა. კერძოდ, საქმის გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასება-შესწავლის შედეგად დადასტურდა მოვაჭრის მხრიდან მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ძირითადი ვალდებულებისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის დარღვევის ფაქტი. მოვაჭრეს დაევალა, ერთი თვის ვადაში, სავაჭრო პოლიტიკა კანონის მოთხოვნებს შეუსაბამოს და აღადგინოს მომხმარებლის დარღვეული უფლება.

დოკუმენტის ნახვა

შპს „კასპი ტექნოს“ საქმე

2025-09-11

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „კასპი ტექნოს“ (ს/ნ 232558648) მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა. კერძოდ, საქმის გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასება-შესწავლის შედეგად დადასტურდა მოვაჭრის მხრიდან მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ძირითადი ვალდებულების დარღვევის ფაქტი. მოვაჭრეს დაევალა, ერთი თვის ვადაში, სავაჭრო პოლიტიკა კანონის მოთხოვნებს შეუსაბამოს.

დოკუმენტის ნახვა

შპს „ბაუმეტალ ჯორჯიას“ საქმე

2025-09-10

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ, შპს „ბაუმეტალ ჯორჯიას“ (ს/ნ 400338773) მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა. კერძოდ, საქმის გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასება-შესწავლის შედეგად დადასტურდა მოვაჭრის მხრიდან მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ძირითადი ვალდებულების დარღვევის ფაქტი. მოვაჭრეს დაევალა, ერთი თვის ვადაში, სავაჭრო პოლიტიკა შეუსაბამოს საკანონმდებლო მოთხოვნებს.
დოკუმენტის ნახვა

რუსუდან სტურუას საქმე

2025-09-10

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ, რუსუდან სტურუას (პ/ნ 01006009837) მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა. კერძოდ, საქმის გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასება-შესწავლის შედეგად დადასტურდა მოვაჭრის მხრიდან მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ძირითადი ვალდებულებისა და საქონლის დადგენილ ვადაში მიწოდების დარღვევის ფაქტი. შესაბამისად, მოვაჭრეს დაევალა, ერთი თვის ვადაში, სავაჭრო პოლიტიკა კანონის მოთხოვნებს შეუსაბამოს.

დოკუმენტის ნახვა

ფატმა მუსაევას საქმე

2025-09-10

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ ფატმა მუსაევას (პ/ნ 28001077737) მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა. კერძოდ, საქმის გარემოებების შესწავლის შედეგად დადასტურდა მოვაჭრის მხრიდან მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ძირითადი ვალდებულების დარღვევისა და ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების შეზღუდვის ფაქტი. სააგენტოს გადაწყვეტილებით, 1 თვის ვადაში, მოვაჭრეს დაევალა, სავაჭრო პოლიტიკა კანონის მოთხოვნებს შეუსაბამოს.

დოკუმენტის ნახვა

ი/მ არჩილი გოჩაშვილის საქმე

2025-09-10

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ, ი/მ არჩილი გოჩაშვილის (პ/ნ 01027072194) მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა. კერძოდ, საქმის გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასება-შესწავლის შედეგად დადასტურდა მოვაჭრის მხრიდან მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ძირითადი ვალდებულებისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის დარღვევის ფაქტი. მოვაჭრეს დაევალა, ერთი თვის ვადაში, სავაჭრო პოლიტიკა კანონის მოთხოვნებს შეუსაბამოს და აღადგინოს მომხმარებლის დარღვეული უფლება.

დოკუმენტის ნახვა

ვებ-გვერდის გაუმჯობესების მიზნით, "საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო" იყენებს "მზა-ჩანაწერებს"

მზა ჩანაწერების პოლიტიკა