ი/მ რამაზი აშირ ოღლის საქმე
2024-12-20
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ, ი/მ რამაზი აშირ ოღლის (პ/ნ 20001067301) მიერ მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ საქართვლოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა. კერძოდ, საქმის გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების, შესწავლის შედეგად დადასტურდა: მოვაჭრის მხრიდან - მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ძირითადი ვალდებულებისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისი საქონლის მიწოდების ვალდებულების დარღვევის ფაქტი.
შესაბამისად, მოვაჭრეს დაევალა, ერთი თვის ვადაში, თავისი სავაჭრო პოლიტიკა კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებს შეუსაბამოს.
ფ/პ ნათია ადამაშვილის საქმე
2024-12-20
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ ფიზიკური პირის ნათია ადამაშვილის (პ/ნ 01010015313) მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა. კერძოდ, სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოვაჭრის მხრიდან - მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ძირითადი ვალდებულების დარღვევის ფაქტი დადასტურდა.
შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილებით, 1 თვის ვადაში, მოვაჭრეს დაევალა - სავაჭრო პოლიტიკა კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებს შეუსაბამოს.
ფ/პ ნატალი თედიაშვილის საქმე
2024-12-20
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ ფ/პ ნატალი თედიაშვილის (პ/ნ 01027081393) მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა. კერძოდ, საქმის გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების, შესწავლის შედეგად დადასტურდა: მოვაჭრის მხრიდან - მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ძირითადი ვალდებულებისა და საქონლის მიწოდების ვადის დარღვევის ფაქტი.
შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილებით, 1 თვის ვადაში, მოვაჭრეს დაევალა - მომხმარებელთა დარღვეული უფლებები აღადგინოს და თავისი სავაჭრო პოლიტიკა კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებს შეუსაბამოს.
ი/მ სოფიო ფიროსმანიშვილის საქმე
2024-12-18
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ ი/მ სოფიო ფიროსმანიშვილის (პ/ნ 01033004697) მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა. კერძოდ, სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოვაჭრის მხრიდან - მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ძირითადი ვალდებულების დარღვევის ფაქტი დადასტურდა.
შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილებით, 1 თვის ვადაში, მოვაჭრეს დაევალა - სავაჭრო პოლიტიკა კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებს შეუსაბამოს.
შპს „გლოვოაფფ ჯორჯიას“ (GLOVO) საქმე
2024-12-18
სააგენტოს მიერ შპს „გლოვოაფფ ჯორჯიას“ (GLOVO) „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი - უსამართლო კომერციული საქმიანობა დაუდგინდა. საკითხი ეხება - საკურიერო სექტორში, ქართულ ენაზე მომსახურებას. კერძოდ, სააგენტოში დაფიქსირებული განცხადების მიხედვით, მომხმარებელმა გლოვოს აპლიკაციის საშუალებით პროდუქტი შეუკვეთა, რომელიც მარაგში არ აღმოჩნდა. პრობლემა შეიქმნა შეკვეთის გაუქმებასთან დაკავშირებით, რადგან კურიერი ქართულ ენაზე ვერ საუბრობდა, არასწორი კომუნიკაციის მიზეზით მომხმარებელს თანხა ჩამოეჭრა.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მოვაჭრე ვალდებულია - ნასყიდობის შემდგომი მომსახურება, ნასყიდობის გარიგების დადებამდე გამოყენებული ენის შესაბამისად განახორციელოს, რომელიც, პირველ რიგში, საქართველოს ტერიტორიაზე, უნდა იყოს სახელმწიფო ენაზე.თუმცა, მომხმარებლის წინასწარი არჩევანით ან თანხმობით მომსახურება შეიძლება განხორციელდეს სხვა ენაზეც. სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოვაჭრეს დაეკისრა ვალდებულება, დაიცვას ინფორმირებულობის სტანდარტი. კერძოდ, უზრუნველყოს მომხმარებლებისთვის მომსახურების ქართულ ენაზე ხელმისაწვდომობა და თავისი სავაჭრო პოლიტიკა კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებს შეუსაბამოს.
მარიამ მახარაშვილის საქმე
2024-12-17
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ, მარიამ მახარაშვილის (პ/ნ 35001117581) მიერ მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ საქართვლოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა.
კერძოდ, საქმის გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების, შესწავლის შედეგად დადასტურდა: მოვაჭრის მხრიდან - მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ძირითადი ვალდებულებისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისი საქონლის მიწოდების ვალდებულების დარღვევის ფაქტი.
შესაბამისად, მოვაჭრეს დაევალა, ერთი თვის ვადაში, თავისი სავაჭრო პოლიტიკა კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებს შეუსაბამოს.
ი/მ ,,ეკას საოჯახო სასტუმროს“ საქმე
2024-12-17
კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ ი/მ ,,ეკას საოჯახო სასტუმროს“ (ს/ნ 01011006814) მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა.
კერძოდ, საქმის გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების, შესწავლის შედეგად დადასტურდა: მოვაჭრის მხრიდან - მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ძირითადი ვალდებულებისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისი მომსახურების მიწოდების ვალდებულების დარღვევის ფაქტი.
შესაბამისად, მოვაჭრეს დაევალა, ერთი თვის ვადაში, თავისი სავაჭრო პოლიტიკა კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებს შეუსაბამოს.
სს „თითელ აშშ ჯგუფს“ საქმე
2024-12-17
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ(GCCA) სს „თითელ აშშ ჯგუფს“ USA2GEORGIA-ს „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის - შეცდომაში შემყვანი უსამართლო კომერციული საქმიანობის ფაქტი დაუდგინა.
კერძოდ, საქმის გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების შედეგად დადასტურდა, რომ მოვაჭრის მიერ სოციალურ ქსელ-LinkedIn-ზე გავრცელდა რეკლამა, რომლის მიხედვითაც ამანათის გადაფუთვის მომსახურების ჩართვა ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი, რაც რეალობას არ შეესაბამება. კერძოდ, სავაჭრო პოლიტიკის შესაბამისად, აღნიშნული მომსახურების გააქტიურება შესაძლებელია მხოლოდ ამანათის მოვაჭრის აშშ-ის ოფისში მიტანამდე.
ასევე, დადასტურდა მოვაჭრის მხრიდან ნაკლიანი მომსახურების შესრულების ფაქტი. კერძოდ, მომხმარებლებს მოვაჭრის სავაჭრო პოლიტიკის შესაბამისად გააქტიურებული ჰქონდათ გადაფუთვის მომსახურება, თუმცა USA2GEORGIA-მ გადაფუთვის სერვისი არ განახორციელა, რის გამოც მომხმარებლებს ტრანსპორტირების საფასურის გაზრდილი ოდენობით გადახდა მოუწიათ.
შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილებით, 1 თვის ვადაში, მოვაჭრეს დაევალა - მომხმარებელთა დარღვეული უფლებები აღადგინოს და თავისი სავაჭრო პოლიტიკა კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებს შეუსაბამოს.
შპს „სამის“ II
2024-12-13
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „სამის“ (ს/ნ 404618614) მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა. კერძოდ, საქმის გარემოებების შესწავლის შედეგად დადასტურდა: მოვაჭრის მხრიდან - მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ძირითადი ვალდებულების, საქონლის მიწოდებასთან დაკავშირებული ვალდებულების დარღვევის და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისი საქონლის მიწოდების ვალდებულების დარღვევის დარღვევის ფაქტი. გარდა ამისა, დადასტურდა, რომ მოვაჭრე უმოქმედობით გამოხატულ შეცდომაში შემყვან კომერციულ საქმიანობას ეწევა.
შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილებით, 1 თვის ვადაში, მოვაჭრეს დაევალა - მომხმარებელთა დარღვეული უფლებები აღადგინოს და თავისი სავაჭრო პოლიტიკა კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებს შეუსაბამოს.
შპს „კარგო ჯორჯიას“ საქმე
2024-12-13
კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „კარგო ჯორჯიას“ (ს/ნ 404860708) მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა. კერძოდ, საქმის გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების, შესწავლის შედეგად მოვაჭრის სავაჭრო პოლიტიკაში ინფორმაციის მიწოების ვალდებულების დარღვევის, უსამართლო სტანდარტული პირობების არსებობის, უმოქმედობით გამოხატული შეცდომაში შემყვანი უსამართლო კომერციული საქმიანობის და მომსახურების ნაკლიანი შესრულების ფაქტი დადასტურდა.
შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოვაჭრეს დაევალა, რომ 1 თვის ვადაში, მომხმარებელთა დარღვეული უფლებები აღადგინოს და თავისი სავაჭრო პოლიტიკა კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებს შეუსაბამოს.