საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20
დარღვევის დადასტურება
დარღვევის უარყოფა
პირობითი ხელშეკრულება
ჯარიმის დაკისრება

შპს „მაქსი სენდვიჩ ჩიქენის“ საქმე

2023-10-12

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, საქმის შესწავლა შპს „მაქსი სენდვიჩ ჩიქენის“ მხრიდან „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე დაასრულა.

საქმის შესწავლის შედეგად არ დადასტურდა შპს „მაქსი სენდვიჩ ჩიქენის“ მხრიდან „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ელი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის დარღვევის ფაქტი.

 

დოკუმენტის ნახვა

შპს „დანოს“ საქმე

2023-10-09

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, საქმის შესწავლა შპს „დანოს“ მხრიდან „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე დაასრულა.

საქმის შესწავლის შედეგად არ დადასტურდა შპს „დანოს“ მხრიდან „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ელი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის დარღვევის ფაქტი.

დოკუმენტის ნახვა

შპს „GZAVNILI GE“- ის საქმე

2023-09-20

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, საქმის შესწავლა შპს „GZAVNILI GE“-ს მხრიდან „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე დაასრულა.

საქმის შესწავლის შედეგად არ დადასტურდა შპს „GZAVNILI GE“-ს მხრიდან „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 და მე-12 მუხლების დარღვევის ფაქტი.

დოკუმენტის ნახვა

მოქალაქე დავით ბაწაშვილის საქმე

2023-07-24

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, 2023 წლის 20 ივლისს, მოქალაქე დავით ბაწაშვილის განცხადების საფუძველზე წარმოებული საქმის შესწავლა შპს „საქართველოს ფოსტა“-ს მხრიდან „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე დაასრულა.

საქმის შესწავლის შედეგად არ დადასტურდა შპს „საქართველოს ფოსტა“-ს მხრიდან „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 და მე-12 მუხლების დარღვევის ფაქტი.

 
დოკუმენტის ნახვა

USA2GEORGIA-ს საქმე II

2023-04-18

2023 წლის 13 აპრილს, საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ USA2GEORGIA-ს წინააღმდეგ საქმის შესწავლა დაასრულა, საკითხი ეხებოდა „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტს.

საქმის შესწავლის შედეგად, არ დადასტურდა სს „თითიელ აშშ ჯგუფის“ მიერ მოქალაქე ლევან ბრეგაძის მიმართ კანონის მე-18 მუხლის დარღვევის ფაქტი.

აღსანიშნავია, რომ მომხმარებლის სასარგებლოდ, კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, 2023 წლის 27 იანვარს მოვაჭრესთან პირობითი ვალდებულების აღების შესახებ შეთანხმება გააფორმა, შესაბამისად USA2GEORGIA-მ აიღო ვალდებულება - საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალოს და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინოს, რომელთაც, სავარაუდოდ, მისი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად მიადგა ზიანი.

დოკუმენტის ნახვა

„ექსტრა არეას“ საქმე

2023-03-22

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, 2023 წლის 22 მარტს, მოქალაქე ლია თოდუას განცხადების საფუძველზე წარმოებული საქმის შესწავლა სს „ექსტრა არეას“ მხრიდან „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე დაასრულა.

საქმის შესწავლის შედეგად არ დადასტურდა სს „ექსტრა არეას“ მხრიდან „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე და 27-ე მუხლების დარღვევის ფაქტი.

დოკუმენტის ნახვა

„ელიტ სერვისის“ საქმე

2022-12-29

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, 2022 წლის 29 დეკემბერს, მოქალაქე გიორგი ოთიაშვილის განცხადების საფუძველზე წარმოებული საქმის შესწავლა შპს „ელიტ სერვისის“ მხრიდან „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე დაასრულა.

საქმის შესწავლის შედეგად არ დადასტურდა შპს „ელიტ სერვისის“ მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ელი პუნქტის და მე-18 მუხლის 1-ელი პუნქტის დარღვევის ფაქტი.

დოკუმენტის ნახვა