საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20
დარღვევის უარყოფა
დარღვევის დადასტურება
პირობითი ხელშეკრულება
ჯარიმის დაკისრება

ი/მ ნიკოლოზ ჩახაიას საქმე

2026-05-18

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ ი/მ ნიკოლოზ ჩახაიას („ხეირი ნახე“), 22 მომხმარებლის განცხადების საფეძველზე, უსამართლო კომერციული საქმიანობის განხორციელების ფაქტი დაუდგინა. საქმის გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად, დადასტურდა მოვაჭრის მხრიდან უსამართლო (შეცდომაში შემყვანი) კომერციული საქმიანობის განხორციელება, რაც გამოიხატა საქონლის მიწოდების ვადების სისტემური დარღვევებითა და ვადების შესახებ მცდარი ინფორმაციის მიწოდებით. ასევე, დადგინდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისი საქონლის მიწოდების ვალდებულების დარღვევა, ნაკლის აღმოფხვრასთან დაკავშირებული მოთხოვნების შეუსრულებლობა და ხელშეკრულებიდან გასვლისას ფინანსური რესტიტუციის (თანხის დაბრუნების) ვადების გადაცილება.

დოკუმენტის ნახვა

შპს „ტრენდული სახლის“ საქმე

2026-05-18

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ  შპს „ტრენდული სახლის“ მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე საქმის შესწავლა პირობითი ვალდებულებების აღების შესახებ შეთანხმების გაფორმებით დაასრულა. საქმის შესწავლის ფარგლებში, სააგენტომ განიხილა მოვაჭრის მიერ შეთავაზებული პირობითი ვალდებულებები და მიიჩნია, რომ მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შედეგად, კანონის სავარაუდო დარღვევის რისკი აღარ იარსებებს. შესაბამისად, მოვაჭრემ აიღო ვალდებულება − საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალოს და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინოს, რომელთაც, სავარაუდოდ, წარსულში არსებული სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგათ.

დოკუმენტის ნახვა

ი/მ ზურაბ ძნელაძის საქმე

2026-05-15

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ, მოვაჭრე ი/მ ზურაბ ძნელაძის მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე საქმის შესწავლა პირობითი ვალდებულებების აღების შესახებ შეთანხმების გაფორმებით დაასრულა. მოვაჭრემ აიღო ვალდებულება - საცნობარო (კვების) მენიუში შეიტანოს ცვლილება და მომხმარებელს მიაწოდოს ინფორმაცია საქონლის საბოლოო ფასის შესახებ, რომელშიც მითითებული იქნება დამატებული ღირებულების გადასახადი და ყველა სხვა გადასახადი/ხარჯი, მათ შორის მომსახურების გადასახადი.  

დოკუმენტის ნახვა

შპს „ველური დასავლეთი 2025“-ის საქმე

2026-05-15

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ, მოვაჭრე შპს „ველური დასავლეთი 2025“-ის მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე საქმის შესწავლა პირობითი ვალდებულებების აღების შესახებ შეთანხმების გაფორმებით დაასრულა. მოვაჭრემ აიღო ვალდებულება - საცნობარო (კვების) მენიუში შეიტანოს ცვლილება და მომხმარებელს მიაწოდოს ინფორმაცია საქონლის საბოლოო ფასის შესახებ, რომელშიც მითითებული იქნება დამატებული ღირებულების გადასახადი და ყველა სხვა გადასახადი/ხარჯი, მათ შორის მომსახურების გადასახადი.

დოკუმენტის ნახვა

ნინო ინასარიძის საქმე

2026-05-14

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ ნინო ინასარიძის (პ/ნ 01027079140) მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე საქმის შესწავლა პირობითი ვალდებულებების აღების შესახებ შეთანხმების გაფორმებით დაასრულა. საქმის შესწავლის ფარგლებში სააგენტომ მიიჩნია, რომ მოვაჭრის მიერ შეთანხმების შედეგად ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შემდეგ, კანონის სავარაუდო დარღვევის რისკი აღარ იარსებებს. მოვაჭრეს დაევალა, საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალოს და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინოს, რომელთაც, სავარაუდოდ, წარსულში არსებული სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგათ.

დოკუმენტის ნახვა

შპს „კომპის“ საქმე

2026-05-14

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „კომპის“ (ს/ნ 406292453) მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე საქმის შესწავლა პირობითი ვალდებულებების აღების შესახებ შეთანხმების გაფორმებით დაასრულა. საქმის შესწავლის ფარგლებში სააგენტომ მიიჩნია, რომ მოვაჭრის მიერ შეთანხმების შედეგად ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შემდეგ, კანონის სავარაუდო დარღვევის რისკი აღარ იარსებებს. მოვაჭრეს დაევალა, საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალოს და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინოს, რომელთაც, სავარაუდოდ, წარსულში არსებული სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგათ. 

დოკუმენტის ნახვა

შპს „გოალფიტნესის“ საქმე

2026-05-13

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ  შპს „გოალფიტნესის“ მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე საქმის შესწავლა პირობითი ვალდებულებების აღების შესახებ შეთანხმების გაფორმებით დაასრულა. საქმის შესწავლის ფარგლებში, სააგენტომ განიხილა მოვაჭრის მიერ შეთავაზებული პირობითი ვალდებულებები და მიიჩნია, რომ მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შედეგად, კანონის სავარაუდო დარღვევის რისკი აღარ იარსებებს. შესაბამისად, მოვაჭრემ აიღო ვალდებულება − საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალოს და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინოს, რომელთაც, სავარაუდოდ, წარსულში არსებული სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგათ.

დოკუმენტის ნახვა

შპს „დაიმონდის“ საქმე

2026-05-13

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „დაიმონდის“ (ს/ნ 406347555) მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე საქმის შესწავლა პირობითი ვალდებულებების აღების შესახებ შეთანხმების გაფორმებით დაასრულა. საქმის შესწავლის ფარგლებში სააგენტომ მიიჩნია, რომ მოვაჭრის მიერ შეთანხმების შედეგად ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შემდეგ, კანონის სავარაუდო დარღვევის რისკი აღარ იარსებებს. შპს „დაიმონდს“ დაევალა, საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალოს და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინოს, რომელთაც, სავარაუდოდ, წარსულში არსებული სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგათ.  

დოკუმენტის ნახვა

ბექა ჩხიკვაძის საქმე

2026-05-11

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ  ბექა ჩხიკვაძის მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე საქმის შესწავლა პირობითი ვალდებულებების აღების შესახებ შეთანხმების გაფორმებით დაასრულა. საქმის შესწავლის ფარგლებში სააგენტომ მიიჩნია, რომ მოვაჭრის მიერ შეთანხმების შედეგად ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შემდეგ, კანონის სავარაუდო დარღვევის რისკი აღარ იარსებებს. ბექა ჩხიკვაძეს დაევალა, საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალოს და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინოს, რომელთაც, სავარაუდოდ, წარსულში არსებული სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგათ.

დოკუმენტის ნახვა

შპს „საგა იმპექსის“ საქმე

2026-05-11

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ  შპს „საგა იმპექსის“ მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე საქმის შესწავლა პირობითი ვალდებულებების აღების შესახებ შეთანხმების გაფორმებით დაასრულა. საქმის შესწავლის ფარგლებში, სააგენტომ განიხილა მოვაჭრის მიერ შეთავაზებული პირობითი ვალდებულებები და მიიჩნია, რომ მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შედეგად, კანონის სავარაუდო დარღვევის რისკი აღარ იარსებებს. შესაბამისად, მოვაჭრემ აიღო ვალდებულება − საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალოს და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინოს, რომელთაც, სავარაუდოდ, წარსულში არსებული სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგათ.

დოკუმენტის ნახვა

ვებ-გვერდის გაუმჯობესების მიზნით, "საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო" იყენებს "მზა-ჩანაწერებს"

მზა ჩანაწერების პოლიტიკა