შპს „თინეთის“ საქმე
2024-08-19
2024 წლის 19 აგვისტოს, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ დაასრულა საქმის შესწავლა შპს „თინეთის“ (ს/ნ 402116747) მხრიდან „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე.
საქმის შესწავლის ფარგლებში სააგენტომ განიხილა მოვაჭრის მიერ შეთავაზებული პირობითი ვალდებულებები და მიიჩნია, რომ შპს „თინეთის“ მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შედეგად კანონის სავარაუდო დარღვევის რისკი აღარ იარსებებს.
მოვაჭრემ აიღო ვალდებულება - მომხმარებელს ქართულ ენაზე, მკაფიოდ, გასაგებად და სრულად მიაწოდოს ინფორმაცია ვებგვერდზე www.tkt.ge განთავსებული მომსახურების შესახებ, მათ შორის, არსებობის შემთხვევაში, ღონისძიებაზე შეზღუდული ხილვადობის სტატუსის ადგილების შესახებ ინფორმაცია და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინოს, რომელთაც, სავარაუდოდ, წარსულში მისი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგათ. შესაბამისად, სააგენტომ მოვაჭრესთან შეთანხმება გააფორმა პირობითი ვალდებულებების აღების შესახებ და საქმის შესწავლა კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტის შეფასების გარეშე დაასრულა.
შპს „კამექს ინტერნეიშნლის“ საქმე
2024-08-15
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ, 2024 წლის 15 აგვისტოს, მოვაჭრე შპს „კამექს ინტერნეიშნლის“ (ს/ნ 405064013) მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე საქმის შესწავლა, პირობითი ვალდებულებების აღების შესახებ შეთანხმების გაფორმებით დაასრულა.
ხელშეკრულების თანახმად, სავაჭრო პოლიტიკის გამოსასწორებლად და მომხმარებელთა სავარაუდოდ დარღვეული უფლებების აღსადგენად მოვაჭრეს განესაზღვრა 1 თვის ვადა.
შპს „კია საქართველოს“ საქმე
2024-08-12
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ, 2024 წლის 9 აგვისტოს, მოვაჭრე შპს „კია საქართველოს“ მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე საქმის შესწავლა, პირობითი ვალდებულებების აღების შესახებ შეთანხმების გაფორმებით დაასრულა.
ხელშეკრულების თანახმად, სავაჭრო პოლიტიკის გამოსასწორებლად და მომხმარებელთა სავარაუდოდ დარღვეული უფლებების აღსადგენად მოვაჭრეს განესაზღვრა 1 თვის ვადა.
შპს „ფიტპასს ჯორჯიას“ საქმე
2024-08-12
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ, 2024 წლის 2 აგვისტოს შპს „ფიტპასს ჯორჯიას“ (ს/ნ 406271895) მხრიდან „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე საქმის შესწავლა, პირობითი ვალდებულებების აღების შესახებ შეთანხმების გაფორმებით დაასრულა.
აღნიშნული შეთანხმების თანახმად, კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოსაფხვრელად, მოვაჭრე ვალდებულია უზრუნველყოს კომპანიის სავაჭრო პოლიტიკის გამოსწორება და მომხმარებლების სავარაუდოდ დარღვეული უფლებების აღდგენა. ხელშეკრულების თანახმად, სავაჭრო პოლიტიკის გამოსასწორებლად და მომხმარებელთა სავარაუდოდ დარღვეული უფლებების აღსადგენად, მოვაჭრეს განესაზღვრა 3 თვის ვადა.
ი/მ ნინო კვიციანის საქმე
2024-08-12
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ, 2024 წლის 9 აგვისტოს ი/მ ნინო კვიციანის (პ/ნ 01027081254) მხრიდან „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე საქმის შესწავლა, პირობითი ვალდებულებების აღების შესახებ შეთანხმების გაფორმებით დაასრულა.
აღნიშნული შეთანხმების თანახმად, კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოსაფხვრელად, მოვაჭრე ვალდებულია უზრუნველყოს კომპანიის სავაჭრო პოლიტიკის გამოსწორება და მომხმარებლების სავარაუდოდ დარღვეული უფლებების აღდგენა. ხელშეკრულების თანახმად, სავაჭრო პოლიტიკის გამოსასწორებლად და მომხმარებელთა სავარაუდოდ დარღვეული უფლებების აღსადგენად, მოვაჭრეს განესაზღვრა 1 თვის ვადა.
შპს „ჯითექსის“ საქმე
2024-08-06
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ, 2024 წლის 6 აგვისტოს მოვაჭრე შპს „ჯითექსის“ (ს/ნ 205234744 მხრიდან „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე საქმის შესწავლა, პირობითი ვალდებულებების აღების შესახებ შეთანხმების გაფორმებით დაასრულა.
აღნიშნული შეთანხმების თანახმად, კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოსაფხვრელად, მოვაჭრე ვალდებულია უზრუნველყოს კომპანიის სავაჭრო პოლიტიკის გამოსწორება და მომხმარებლების სავარაუდოდ დარღვეული უფლებების აღდგენა.
ხელშეკრულების თანახმად, სავაჭრო პოლიტიკის გამოსასწორებლად და მომხმარებელთა სავარაუდოდ დარღვეული უფლებების აღსადგენად, მოვაჭრეს განესაზღვრა 1 თვის ვადა.
შპს „Spanish Retail Georgia“ -ს (ზარას) საქმე
2024-08-06
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ, 2024 წლის 05 აგვისტოს მოვაჭრე შპს „Spanish Retail Georgia“ -ს (ს/ნ 404404774) მხრიდან „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე საქმის შესწავლა, პირობითი ვალდებულებების აღების შესახებ შეთანხმების გაფორმებით დაასრულა.
აღნიშნული შეთანხმების თანახმად, კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოსაფხვრელად, მოვაჭრე ვალდებულია უზრუნველყოს კომპანიის სავაჭრო პოლიტიკის გამოსწორება და მომხმარებლების სავარაუდოდ დარღვეული უფლებების აღდგენა.
ხელშეკრულების თანახმად, სავაჭრო პოლიტიკის გამოსასწორებლად და მომხმარებელთა სავარაუდოდ დარღვეული უფლებების აღსადგენად, მოვაჭრეს განესაზღვრა 1 თვის ვადა.
სოფიო იოსებიძის საქმე
2024-08-05
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ საქმის შესწავლა მოვაჭრე სოფიო იოსებიძის (პ/ნ 01008018630) მხრიდან „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე დაასრულა.
საქმის შესწავლის ფარგლებში სააგენტომ განიხილა მოვაჭრის მიერ შეთავაზებული პირობითი ვალდებულებები და მიიჩნია, რომ მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შედეგად კანონის სავარაუდო დარღვევის რისკი აღარ იარსებებს. შესაბამისად, მოვაჭრემ აიღო ვალდებულება - საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალოს და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინოს, რომელთაც, სავარაუდოდ, წარსულში მისი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგა.
სს „სუფთა სახლის“ საქმე
2024-08-02
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ საქმის შესწავლა მოვაჭრე - სს „სუფთა სახლის“ (ს/ნ 202458893) მხრიდან „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე დაასრულა.
საქმის შესწავლის ფარგლებში სააგენტომ განიხილა მოვაჭრის მიერ შეთავაზებული პირობითი ვალდებულებები და მიიჩნია, რომ მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შედეგად კანონის სავარაუდო დარღვევის რისკი აღარ იარსებებს. შესაბამისად, მოვაჭრემ აიღო ვალდებულება - საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალოს და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინოს, რომელთაც, სავარაუდოდ, წარსულში მისი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგა.
ი/მ დავით რომანაძის საქმე
2024-08-02
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ, 2024 წლის 29 ივლისს, მოვაჭრე ი/მ დავით რომანაძის მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე საქმის შესწავლა, პირობითი ვალდებულებების აღების შესახებ შეთანხმების გაფორმებით დაასრულა.
მოვაჭრემ აიღო ვალდებულება - საცნობარო (კვების) მენიუში შეიტანოს ცვლილება და მომხმარებელს მიაწოდოს ინფორმაცია საქონლის საბოლოო ფასის შესახებ, რომელშიც მითითებული იქნება დამატებული ღირებულების გადასახადი და ყველა სხვა გადასახადი/ხარჯი, მათ შორის მომსახურების გადასახადი.