თათია გოგაძის საქმე
2023-10-31
საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, საქმის შესწავლის შედეგად, თათია გოგაძის (პ/ნ 37001056302) მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა. გადაწყვეტილების საფუძველზე მოვაჭრეს ევალებოდა - 1 თვის ვადაში მომხმარებელთა დარღვეული უფლებების აღდგენა და თავისი სავაჭრო წესებისა და პირობების კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა.
საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო მოვაჭრე თათია გოგაძე (პ/ნ 37001056302) დაჯარიმდა. ჯარიმის ოდენობამ შეადგინა 600 (ექვსასი) ლარი. ჯარიმის დაკისრება მოვაჭრეს სააგენტოს გადაწყვეტილების შესრულების ვალდებულებისგან არ ათავისუფლებს.
შპს „დილსი 2020“-ის საქმე I
2023-08-14
საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, 2023 წლის 13 აპრილს, საქმის გარემოებების, წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისა და შესწავლის შედეგად, შპს „დილსი 2020“-ის (ს/ნ 442265184) მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე მოვაჭრეს ევალებოდა - 1 თვის ვადაში მომხმარებელთა დარღვეული უფლებების აღდგენა და თავისი სავაჭრო წესებისა და პირობების კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა.
საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო მოვაჭრე შპს „დილსი 2020“ (ს/ნ 442265184) დაჯარიმდა. ჯარიმის ოდენობამ შეადგინა 600 (ექვსასი) ლარის ოდენობა. ჯარიმის დაკისრება მოვაჭრეს სააგენტოს გადაწყვეტილების შესრულების ვალდებულებისგან არ ათავისუფლებს.
ონლაინ პლატფორმა „მინიმალისტის“ საქმე
2023-07-27
მოქალაქე მარი კობახიძის განცხადების საფუძველზე, საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, საქმის გარემოებების და წარმოდგენილი მტკიცებულებების შესწავლის შედეგად, ი/მ ნანა ვეფხვაძის (ონლაინ პლატფორმა „მინიმალისტი“) მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა.
აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე მოვაჭრეს ევალებოდა მომხმარებელთა დარღვეული უფლებების აღდგენა და თავისი სავაჭრო წესებისა და პირობების კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა.
საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო მოვაჭრე ი/მ ნანა ვეფხვაძე დაჯარიმდა. ჯარიმის ოდენობამ შეადგინა 798 ლარი და 10 თეთრი.
ჯარიმის დაკისრება მოვაჭრეს სააგენტოს გადაწყვეტილების შესრულების ვალდებულებისგან არ ათავისუფლებს.
ინსტაგრამ და ფეისბუქ გვერდ lafreeo-ს საქმე
2023-07-20
საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, 2023 წლის 12 აპრილს, საქმის გარემოებების, წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისა და შესწავლის შედეგად, თამარ ბენდელიანის მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე მოვაჭრეს ევალებოდა - 1 თვის ვადაში მომხმარებელთა დარღვეული უფლებების აღდგენა და თავისი სავაჭრო წესებისა და პირობების კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა.
საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო მოვაჭრე თამარ ბენდელიანი დაჯარიმდა. ჯარიმის ოდენობამ შეადგინა 19,5 (ცხრამეტი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარის ოდენობა. ჯარიმის დაკისრება მოვაჭრეს სააგენტოს გადაწყვეტილების შესრულების ვალდებულებისგან არ ათავისუფლებს.
„დილსის“ საქმე
2023-07-04
საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, თავმჯდომარის 2023 წლის 7 თებერვლის N04/57 ბრძანებით, საქმის გარემოებების, წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისა და შესწავლის შედეგად, შპს „დილსის“ მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე მოვაჭრეს ევალებოდა - 1 თვის ვადაში მომხმარებელთა დარღვეული უფლებების აღდგენა და თავისი სავაჭრო წესებისა და პირობების კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა.
„მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის თანახმად, სააგენტოს გადაწყვეტილების მის მიერვე განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მოვაჭრეს ჯარიმა დაეკისრება. აღნიშნულის შესაბამისად, 2023 წლის 30 ივნისის N04/374 ბრძანების შესაბამისად, საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2023 წლის 7 თებერვლის N04/57 ბრძანებით დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო მოვაჭრე შპს „დილსი“ დაჯარიმდა. ჯარიმის ოდენობამ შეადგინა 736 ლარი და 55 თეთრი.
აღსანიშნავია, რომ ჯარიმის დაკისრება მოვაჭრეს არ ათავისუფლებს სააგენტოს გადაწყვეტილების შესრულების ვალდებულებისგან.