საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20
მოკვლევის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებები
დაუშვებლობის გადაწყვეტილებები
მოკვლევის შეწყვეტა
პირობითი ვალდებულებები
განუხილველად დატოვება
შუალედური და განმეორებითი სანქციები
„სმარტნეტის“ საქმე II
2026-06-15

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „სმარტნეტის“ საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. საჩივრის ფორმალური დასაშვებობის შემოწმების ეტაპზე დადგინდა, რომ ის არ აკმაყოფილებდა კანონმდებლობით დადგენილ ფორმალურ მოთხოვნებს.  ხარვეზის აღმოსაფხვრელად მომჩივანს სააგენტოს მიერ განესაზღვრა ვადა,  რა ვადაშიც მას სააგენტოში დადგენილი წესით არ წარმოუდგენია დაზუსტებული საჩივარი, რის შემდგომაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ზემოაღნიშნული საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.


წარმოდგენილ საჩივარში მომჩივანი მიუთითებდა შპს „ქარდ სოლუშენის“, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხრიდან „კონკურენციის შესახებ“ კანონის მე-6, მე-7, მე-10 და 11 (3) მუხლების სავარაუდო დარღვევაზე.


საჩივრის განუხილველად დატოვება არ ართმევს პირს უფლებას, მომართოს საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს იმავე დავის საგანზე, იმავე საფუძვლით საკითხის შესწავლის მოთხოვნით.

დოკუმენტის ნახვა
გიორგი ძაძამიას საქმე
2026-06-15

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ მოქალაქე გიორგი ძაძამიას საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. საჩივრის ფორმალური დასაშვებობის შემოწმების ეტაპზე დადგინდა, რომ ის არ აკმაყოფილებდა კანონმდებლობით დადგენილ ფორმალურ მოთხოვნებს. ხარვეზის აღმოსაფხვრელად მომჩივანს სააგენტოს მიერ განესაზღვრა გონივრული ვადა,  რა ვადაშიც მას სააგენტოში დადგენილი წესით არ წარმოუდგენია დაზუსტებული საჩივარი, რის შემდგომაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ზემოაღნიშნული საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.


მომჩივნის განმარტებით, საკითხი ეხებოდა  ინდმეწარმე ვიქტორია კრენდელევას მხრიდან „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 და მე-7 მუხლის სავარაუდო დარღვევის ფაქტს.


საჩივრის განუხილველად დატოვება არ ართმევს პირს უფლებას, მომართოს საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს იმავე დავის საგანზე, იმავე საფუძვლით საკითხის შესწავლის მოთხოვნით.


 

დოკუმენტის ნახვა
"სმარტნეტის“ საქმე
2026-05-20

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „სმარტნეტის“ საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. საჩივრის ფორმალური დასაშვებობის შემოწმების ეტაპზე დადგინდა, რომ ის არ აკმაყოფილებდა კანონმდებლობით დადგენილ ფორმალურ მოთხოვნებს.  ხარვეზის აღმოსაფხვრელად მომჩივანს სააგენტოს მიერ განესაზღვრა ვადა,  რის შემდეგაც მან ხელახლა წარადგინა საჩივარი,  რომელიც ფორმალურ სტანდარტებთან შესაბამისობის ნაწილში კვლავ ხარვეზიანი იყო. იმის გათვალისწინებით, რომ კონკურენციის კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საჩივრის ორჯერ დახარვეზების წესს, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ზემოაღნიშნული საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე. საკითხი ეხებოდა შპს „ქარდ სოლუშენის“ მხრიდან „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6, მე-7, მე-10 და 11 (3) მუხლის სავარაუდო დარღვევის ფაქტს.


საჩივრის განუხილველად დატოვება არ ართმევს პირს უფლებას, მომართოს საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს იმავე დავის საგანზე, იმავე საფუძვლით საკითხის შესწავლის მოთხოვნით.

დოკუმენტის ნახვა
მოქალაქე ბექა კობრიაშვილის საქმე
2025-07-16

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ მოქალაქე ბექა კობრიაშვილის საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. საჩივრის ფორმალური დასაშვებობის შემოწმების ეტაპზე დადგინდა, რომ ის არ აკმაყოფილებდა კანონმდებლობით დადგენილ ფორმალურ მოთხოვნებს.  ხარვეზის აღმოსაფხვრელად მომჩივანს სააგენტოს მიერ განესაზღვრა ვადა,  რა ვადაშიც მას სააგენტოში დადგენილი წესით არ წარმოუდგენია დაზუსტებული საჩივარი, რის შემდგომაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ზემოაღნიშნული საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე. საკითხი ეხებოდა შპს „გლოვოაფფ ჯორჯიას“ და შპს „ვოლტ ჯორჯიას“ მხრიდან „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6, მე-7, და 113 მუხლის სავარაუდო დარღვევის ფაქტს.


საჩივრის განუხილველად დატოვება არ ართმევს პირს უფლებას, მომართოს საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს იმავე დავის საგანზე, იმავე საფუძვლით საკითხის შესწავლის მოთხოვნით.

დოკუმენტის ნახვა
„ტექნოკომის“ საქმე
2025-04-22

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „ტექნოკომის“ საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. საჩივრის ფორმალური დასაშვებობის შემოწმების ეტაპზე დადგინდა, რომ ის არ აკმაყოფილებდა კანონმდებლობით დადგენილ ფორმალურ მოთხოვნებს.  ხარვეზის აღმოსაფხვრელად მომჩივანს სააგენტოს მიერ განესაზღვრა ვადა,  რა ვადაშიც მას სააგენტოში დადგენილი წესით არ წარმოუდგენია დაზუსტებული საჩივარი, რის შემდგომაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ზემოაღნიშნული საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე. საკითხი ეხებოდა შპს "სმარტლის" მხრიდან "კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 და მე-11(3) მუხლების შესაძლო დარღვევის ფაქტს. ასევე, საჩივარი ეხებოდა "რეკლამის შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 მუხლის შესაძლო დარღვევის ფაქტს. 


საჩივრის განუხილველად დატოვება არ ართმევს პირს უფლებას, მომართოს საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს იმავე დავის საგანზე, იმავე საფუძვლით საკითხის შესწავლის მოთხოვნით.

დოკუმენტის ნახვა
შპს ,,სმარტლის“ საქმე
2024-08-27

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ, შპს ,,სმარტლის“ საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ გადაწყვეტილება, მომჩივნის მიერ სააგენტოში წარმოდგენილი საჩივრის გახმობის საფუძველზე მიიღო. მომჩივნის პოზიციით,  სააგენტოს ჩართულობით და სამართლებრივი მექანიზმების გამოყენების შედეგად, მის მიერ საჩივარში დასმული საკითხი დასაშვებობის შესწავლის ეტაპზევე აღმოიფხვრა. თემა  ეხებოდა - სარეკლამო მომსახურების სექტორში, შპს ,,ტავ ურბან საქართველოს“ და შპს ,,ალმას“ მხრიდან სავარაუდო დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას („კონკურენციის შესახებ“ კანონის მე-6 მუხლი).


საჩივრის განუხილველად დატოვება არ ართმევს პირს უფლებას, მომართოს სააგენტოს იმავე დავის საგანზე, იმავე საფუძვლით საკითხის შესწავლის მოთხოვნით. საჩივრის განუხილველად დატოვება არ ართმევს სააგენტოს უფლებას საჩივრის გახმობამდე წარმოდგენილი ინფორმაცია გამოიყენოს საკუთარი ინიციატივით მოკვლევის წარმოებისთვის.

დოკუმენტის ნახვა

ვებ-გვერდის გაუმჯობესების მიზნით, "საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო" იყენებს "მზა-ჩანაწერებს"

მზა ჩანაწერების პოლიტიკა