საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „სმარტნეტის“ საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. საჩივრის ფორმალური დასაშვებობის შემოწმების ეტაპზე დადგინდა, რომ ის არ აკმაყოფილებდა კანონმდებლობით დადგენილ ფორმალურ მოთხოვნებს. ხარვეზის აღმოსაფხვრელად მომჩივანს სააგენტოს მიერ განესაზღვრა ვადა, რა ვადაშიც მას სააგენტოში დადგენილი წესით არ წარმოუდგენია დაზუსტებული საჩივარი, რის შემდგომაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ზემოაღნიშნული საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.
წარმოდგენილ საჩივარში მომჩივანი მიუთითებდა შპს „ქარდ სოლუშენის“, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხრიდან „კონკურენციის შესახებ“ კანონის მე-6, მე-7, მე-10 და 11 (3) მუხლების სავარაუდო დარღვევაზე.
საჩივრის განუხილველად დატოვება არ ართმევს პირს უფლებას, მომართოს საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს იმავე დავის საგანზე, იმავე საფუძვლით საკითხის შესწავლის მოთხოვნით.
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „სმარტნეტის“ საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. საჩივრის ფორმალური დასაშვებობის შემოწმების ეტაპზე დადგინდა, რომ ის არ აკმაყოფილებდა კანონმდებლობით დადგენილ ფორმალურ მოთხოვნებს. ხარვეზის აღმოსაფხვრელად მომჩივანს სააგენტოს მიერ განესაზღვრა ვადა, რის შემდეგაც მან ხელახლა წარადგინა საჩივარი, რომელიც ფორმალურ სტანდარტებთან შესაბამისობის ნაწილში კვლავ ხარვეზიანი იყო. იმის გათვალისწინებით, რომ კონკურენციის კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საჩივრის ორჯერ დახარვეზების წესს, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ზემოაღნიშნული საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე. საკითხი ეხებოდა შპს „ქარდ სოლუშენის“ მხრიდან „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6, მე-7, მე-10 და 11 (3) მუხლის სავარაუდო დარღვევის ფაქტს.
საჩივრის განუხილველად დატოვება არ ართმევს პირს უფლებას, მომართოს საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს იმავე დავის საგანზე, იმავე საფუძვლით საკითხის შესწავლის მოთხოვნით.
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „გეოპროფის“ საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. საჩივრის ფორმალური დასაშვებობის შემოწმების ეტაპზე დადგინდა, რომ ის არ აკმაყოფილებდა კანონმდებლობით დადგენილ ფორმალურ მოთხოვნებს. ხარვეზის აღმოსაფხვრელად მომჩივანს განესაზღვრა ვადა, რის შემდეგაც მან ხელახლა წარადგინა საჩივარი, რომელიც ფორმალურ სტანდარტებთან შესაბამისობის ნაწილში კვლავ ხარვეზიანი იყო. იმის გათვალისწინებით, რომ კონკურენციის კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საჩივრის ორჯერ დახარვეზების წესს, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ზემოაღნიშნული საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.
საჩივრის განუხილველად დატოვება არ ართმევს პირს უფლებას, მომართოს საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს იმავე დავის საგანზე, იმავე საფუძვლით საკითხის შესწავლის მოთხოვნით.