საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20
მოკვლევის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებები
დაუშვებლობის გადაწყვეტილებები
მოკვლევის შეწყვეტა
პირობითი ვალდებულებები
განუხილველად დატოვება
შუალედური და განმეორებითი სანქციები
„მეგატესტის“ საქმე
2026-07-09

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „მეგატესტის“ საჩივარზე დაუშვებლობის გადაწყვეტილება მიიღო. საჩივარი ეხებოდა მოპასუხე - სსიპ ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის მხრიდან „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის და მე-10 მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტების სავარაუდო დარღვევას. საჩივრის დასაშვებობის ეტაპზე მომჩივანმა ვერ შეძლო დაეკმაყოფილებინა მტკიცების ტვირთი. შედეგად, სააგენტომ დაადგინა, რომ საჩივარი არ აკმაყოფილებს მატერიალური დასაშვებობის სტანდარტს. კერძოდ, არ არსებობს შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი და სავარაუდო დარღვევის გონივრული ეჭვი, რის გამოც სააგენტო მოკვლევის დაწყებას მიზანშეუწონლად მიიჩნევს.

დოკუმენტის ნახვა
„საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის“ საქმე
2026-07-03

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ სს „საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის“ საჩივარზე დაუშვებლობის გადაწყვეტილება მიიღო. საკითხი ეხებოდა შპს „არქიმედეს კლინიკის“ მხრიდან „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის სავარაუდო დარღვევას. საჩივრის დასაშვებობის ეტაპზე მომჩივანმა ვერ შეძლო დაეკმაყოფილებინა მტკიცების ტვირთი. შედეგად, სააგენტომ დაადგინა, რომ საჩივარი არ აკმაყოფილებს მატერიალური დასაშვებობის სტანდარტს. კერძოდ, არ არსებობს შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი და სავარაუდო დარღვევის გონივრული ეჭვი, რის გამოც სააგენტო მოკვლევის დაწყებას მიზანშეუწონლად მიიჩნევს.

დოკუმენტის ნახვა
„მულტილინგვისტის“ საქმე
2026-04-07

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „მულტილინგვისტის“ საჩივარზე დაუშვებლობის გადაწყვეტილება მიიღო. საკითხი ეხებოდა მოპასუხე კომპანიების - შპს „თრანსლეით ჰაბის“, შპს „თიემენ გრუპის“, შპს „ნიუ თრანსლეიშენის“ და შპს „ვორდსფეისის“ მხრიდან „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6, მე-7 და 113  მუხლების სავარაუდო დარღვევას. დამატებით, მომჩივანი მიუთითებდა ამავე კანონის მე- 10 მუხლის შესაძლო დარღვევაზე მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მხრიდან. საჩივრის დასაშვებობის ეტაპზე მომჩივანმა ვერ შეძლო დაეკმაყოფილებინა მტკიცების ტვირთი. შედეგად, სააგენტომ დაადგინა, რომ საჩივარი არ აკმაყოფილებს მატერიალური დასაშვებობის სტანდარტს. კერძოდ, არ არსებობს შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი და სავარაუდო დარღვევის გონივრული ეჭვი, რის გამოც სააგენტო მოკვლევის დაწყებას მიზანშეუწონლად მიიჩნევს.

დოკუმენტის ნახვა
„თინეთის“ საქმე
2025-09-02

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „თინეთის“ საჩივარზე დაუშვებლობის გადაწყვეტილება მიიღო.  საკითხი ეხებოდა შპს „ელ.ბილეთების“, სს „საქართველოს ბანკის“, ღია სააქციო საზოგადოება „საქართველოს ბანკის ჯგუფისა“ და ა(ა)იპ „საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის“ მხრიდან „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7  მუხლის სავარაუდო დარღვევას, ხოლო ა(ა)იპ „საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის“ ნაწილში, დამატებით, ამავე კანონის მე-6 მუხლის სავარაუდო დარღვევის ფაქტსაც. სააგენტოს გადაწყვეტილებით, საკითხის დასაშვებობის ეტაპზე დადგინდა, რომ კანონის დარღვევის გონივრული ეჭვი არ არსებობს, რადგან მომჩივანის მიერ მითითებულ გარემოებებში კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევა არ იკვეთებოდა. შესაბამისად, სააგენტომ მოკვლევის დაწყება მიზანშეუწონლად მიიჩნია.

დოკუმენტის ნახვა
,,მეტრომარტის“ საქმე
2024-03-04

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „მეტრომარტის“ საჩივარზე დაუშვებლობის გადაწყვეტილება მიიღო. საკითხი ეხებოდა - შპს ,,სიბიდი დეველოპმენტის“ მიერ სავარაუდო დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას. აგრეთვე. ამავე კომპანიის მიერ სავარაუდო არაკეთილსინდისიერ კონკურენციას. ასევე, საჩივარში მომჩივანი მიუთითებდა შპს ,,სიბიდი დეველოპმენტის“ და შპს ,,ეი ბი სი - ტელეკომ ჯის“ შორის სავარაუდო კონკურენციის საწინააღმდეგო შეთანხმების არსებობაზე.სააგენტოს გადაწყვეტილებით, საკითხის დასაშვებობის ეტაპზე დადგინდა, რომ კანონის დარღვევის გონივრული ეჭვი არ არსებობს, რადგან მომჩივანის მიერ მითითებულ გარემოებებში კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევა არ იკვეთებოდა. შესაბამისად, სააგენტომ მოკვლევის დაწყება მიზანშეუწონლად მიიჩნია.

დოკუმენტის ნახვა
,,დელტა დეველოპმენტ გრუპის“ საქმე II
2024-02-26

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „დელტა დეველოპმენტ გრუპის“ საჩივარზე დაუშვებლობის გადაწყვეტილება მიიღო. საკითხი ეხებოდა - შპს „ინტელექტ მარკეტისა“ და შპს ,,ჯი ემ ჯი ცენტრის“ მიერ დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას, აგრეთვე ამავე კომპანიებისა და ფიზიკური პირის - არტიტტაია სირირატს შორის კონკურენციის საწინააღმდეგო შეთანხმებას. ასევე, საჩივარში მომჩივანი მიუთითებდა არაკეთილსინდისიერ კონკურენციაზეც. სააგენტოს გადაწყვეტილებით, საკითხის დასაშვებობის ეტაპზე დადგინდა, რომ კანონის დარღვევის გონივრული ეჭვი არ არსებობს, რადგან მომჩივანის მიერ მითითებულ გარემოებებში კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევა არ იკვეთებოდა. შესაბამისად, სააგენტომ მოკვლევის დაწყება მიზანშეუწონლად მიიჩნია.

დოკუმენტის ნახვა
,,სანტრეიდის“ საქმე
2024-02-07

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „სანტრეიდის“ საჩივარზე დაუშვებლობის გადაწყვეტილება მიიღო. საკითხი ეხებოდა - სს „ბაშკირეთის სოდის კომპანიის“ მხრიდან დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას, ასევე, არაკეთილსინდისიერ კონკურენციას („კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6  და 113 მუხლები). გარდა ამისა, საჩივარში მომჩივანი მიუთითებდა კონკურენციის საწინააღმდეგო შეთანხმებაზეც (კანონის მე-7 მუხლი). სააგენტოს გადაწყვეტილებით, საკითხის დასაშვებობის ეტაპზე დადგინდა, რომ კანონის დარღვევის გონივრული ეჭვი არ არსებობს, რადგან მომჩივანის მიერ მითითებულ გარემოებებში არ იკვეთებოდა კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევა. შესაბამისად, სააგენტომ მოკვლევის დაწყება მიზანშეუწონლად მიიჩნია.

დოკუმენტის ნახვა
„რედ-კო მენეჯმენტ გრუპის“ საქმე II
2023-07-12

კონკურენციის სააგენტომ, ინდ. მეწარმე იური კოლპაკის საჩივარი - შპს „რედ-კო მენეჯმენტ გრუპის“ მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 და 11³ მუხლების შესაძლო დარღვევის თაობაზე დაუშვებლად ცნო. თემა ეხებოდა დუშეთის რაიონის სოფელ კაიშაურებში, „მთა ვარცლას“ მიმდებარედ მრავალფუნქციურ კომპლექსში მდებარე აპარტამენტებში გარკვეული კომუნალური სერვისების მიწოდების შეწყვეტის საკითხს. საჩივარში დასახელებული პრეტენზიები გამომდინარეობდა სახელშეკრულებო ურთიერთობებიდან, რისი განხილვაც და შეფასებაც  სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებს სცილდება. შესაბამისად, სააგენტომ დადგინდა, რომ საჩივარი ვერ აკმაყოფილებდა კანონმდებლობით დადგენილ მატერიალური დასაშვებობის სტანდარტებს და არ არსებობდა  კონკურენციის კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევის გონივრული ეჭვი.

დოკუმენტის ნახვა
„რედ-კო მენეჯმენტ გრუპის“ საქმე
2023-06-01

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, ინდ. მეწარმე ვიქტორ სუროგინის საჩივარი -  შპს „რედ-კო მენეჯმენტ გრუპის“ მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 და 11³ მუხლების შესაძლო დარღვევის თაობაზე დაუშვებლად ცნო. საკითხი ეხებოდა - დუშეთის რაიონის სოფელ კაიშაურებში, „მთა ვარცლას“ მიმდებარედ მრავალფუნქციურ კომპლექსში მდებარე აპარტამენტებში კონკრეტული კომუნალური სერვისების მიწოდების საკითხს. სააგენტომ დასაშვებობის ეტაპზე დაადგინა, რომ კანონის დარღვევის გონივრული ეჭვი არ არსებობდა, რადგან მომჩივანი და მოპასუხე სახელშეკრულებო ურთიერთობებში იმყოფებიან, რაც სცილდება სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებს. შესაბამისად, კანონმდებლობით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძველის არარსებობის გამო, სააგენტომ საქმის მოკვლევაზე განაცხადა უარი.

დოკუმენტის ნახვა
„სადაზღვევო კომპანია უნისონის“ და „თეგეტა პრემიუმ ვიიქელსის” საქმე
2021-08-12

კონკურენციის ეროვნულ სააგენტომ, სს „სადაზღვევო კომპანია უნისონის“ საჩივარი შპს „თეგეტა პრემიუმ ვიიქელსის” მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე დაუშვებლად ცნო. კერძოდ, დასაშვებობის შემოწმების ეტაპზე გამოიკვეთა, რომ სადავო ავტომობილის შესაკეთებლად ყველა სახის მომსახურების მიღების ვალდებულება გამომდინარეობდა შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ შემუშავებული სატენდერო პირობებიდან. ამასთან, არც მოპასუხის და არც მწარმოებლის საგარანტიო პირობები არ შეიცავდა პირდაპირ აკრძალვას ავტომობილის არაავტორიზებულ სერვის ცენტრში გადატანასთან დაკავშირებით. შესაბამისად, „სადაზღვევო კომპანია უნისონის“ საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.

დოკუმენტის ნახვა

ვებ-გვერდის გაუმჯობესების მიზნით, "საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო" იყენებს "მზა-ჩანაწერებს"

მზა ჩანაწერების პოლიტიკა