საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20
მოკვლევის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებები
დაუშვებლობის გადაწყვეტილებები
მოკვლევის შეწყვეტა
პირობითი ვალდებულებები
განუხილველად დატოვება
შუალედური და განმეორებითი სანქციები
შპს „ჯი-თი გრუპის“ საქმე
2024-10-04

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „ჯი-თი გრუპის“ საჩივარზე დაუშვებლობის გადაწყვეტილება მიიღო. საჩივარი ეხებოდა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან ერთ-ერთი სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში  ეკონომიკური აგენტისთვის სავარაუდოდ ისეთი შეღავათის დაწესებას, რომელიც მას კონკურენტებთან ან პოტენციურ კონკურენტებთან შედარებით უპირატესობას ანიჭებდა. სააგენტოს გადაწყვეტილებით, საკითხის დასაშვებობის ეტაპზე დადგინდა, რომ საჩივარი ვერ აკმაყოფილებდა კანონმდებლობით დადგენილ მატერიალური დასაშვებობის სტანდარტს. კერძოდ, არ არსებობდა „კონკურენციის შესახებ“ კანონის მე-10 მუხლის დარღვევის გონივრული ეჭვი. შესაბამისად, სააგენტომ მოკვლევის დაწყება მიზანშეუწონლად მიიჩნია.

დოკუმენტის ნახვა
შპს „გეოპროფის“ საქმე
2024-09-09

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „გეოპროფის“ საჩივარზე დაუშვებლობის გადაწყვეტილება მიიღო. საჩივარი ეხებოდა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან ერთ-ერთი სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში ბუნდოვანი სატენდერო პირობის გამოყენებასა და შემსყიდველი ორგანიზაციის მხრიდან მომჩივანის უსაფუძვლო დისკვალიფიკაციის სავარაუდო ფაქტებს. სააგენტოს გადაწყვეტილებით, საკითხის დასაშვებობის ეტაპზე დადგინდა, რომ საჩივარი ვერ აკმაყოფილებდა კანონმდებლობით დადგენილ მატერიალური დასაშვებობის სტანდარტს, კერძოდ, არ არსებობდა „კონკურენციის შესახებ“ კანონის მე-10 მუხლის დარღვევის გონივრული ეჭვი. შესაბამისად, სააგენტომ მოკვლევის დაწყება მიზანშეუწონლად მიიჩნია.

დოკუმენტის ნახვა
შპს „დენკ ფარმა კავკასიას“ საქმე
2024-03-18

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „დენკ ფარმა კავკასიას“ საჩივარზე  დაუშვებლობის გადაწყვეტილება მიიღო. საჩივარი ეხებოდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხრიდან „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის სავარაუდო დარღვევის ფაქტს. სააგენტოს გადაწყვეტილებით, საკითხის დასაშვებობის ეტაპზე დადგინდა, რომ სამინისტრო არ წარმოადგენდა სათანადო მოპასუხეს, მის ნაცვლად სათანადო მოპასუხეს წარმოადგენდა სსიპ - ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო. ასევე, წარმოდგენილი ინფორმაციის/მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად, სააგენტომ დაადგინა, რომ საჩივარი ვერ აკმაყოფილებდა კანონმდებლობით დადგენილ მატერიალური დასაშვებობის სტანდარტს. კერძოდ, სათანადო მოპასუხის მიერ განხორციელებული ქმედება გათვალისწინებული იყო საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, ხოლო აღნიშნული მოცემულობა ჯდებოდა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლით გათვალისწინებული გამონაკლისის დისპოზიციაში. შესაბამისად, სააგენტომ მოკვლევის დაწყება მიზანშეუწონლად მიიჩნია.


 
დოკუმენტის ნახვა
,,ენსო ჯგუფის“ საქმე
2024-02-29

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს ,,ენსო ჯგუფის“ საჩივარზე დაუშვებლობის გადაწყვეტილება მიიღო. საჩივარი ეხებოდა სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხრიდან ეკონომიკური აგენტისთვის სავარაუდოდ ისეთი შეღავათის დაწესებას და დომინანტური მდგომარეობის შექმნას, რომელიც მას კონკურენტებთან ან პოტენციურ კონკურენტებთან შედარებით უპირატესობას ანიჭებდა, ზღუდავდა თავისუფალ ფასწარმოქმნას და კონკურენციას. სააგენტოს გადაწყვეტილებით, საკითხის დასაშვებობის ეტაპზე დადგინდა, რომ კანონის დარღვევის გონივრული ეჭვი არ არსებობს, რადგან მომჩივანის მიერ მითითებულ გარემოებებში კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევა არ იკვეთებოდა. შესაბამისად, სააგენტომ მოკვლევის დაწყება მიზანშეუწონლად მიიჩნია.

დოკუმენტის ნახვა
„რეტკოს“ საქმე
2023-07-05

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, შპს „რეტკოს“ საჩივარი სს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის, ხოლო შპს „ქსელმშენის“, შპს „ჯორჯიან ინჟინერინგ კომპანისა“  და შპს „ხადას“ მიერ კანონის მე-7 მუხლის სავარაუდო დარღვევის შესახებ დაუშვებლად ცნო. საკითხი ეხებოდა სს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ გამოცხადებულ ტენდერებში მიწოდების 30 დღიანი ვადის დაწესებას. ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ შემსყიდველმა ორგანიზაციამ ბაზრის კვლევა განახორციელა ორჯერ, რომლის ფარგლებშიც სადავო სატენდერო პირობას აკმაყოფილებდა სულ მცირე 6 ეკონომიკური აგენტი. შესაბამისად, დასაშვებობის შემოწმების ეტაპზე, სააგენტომ მიიჩნია, რომ საჩივარი ვერ აკმაყოფილებდა კანონმდებლობით დადგენილ მატერიალური დასაშვებობის სტანდარტს.

დოკუმენტის ნახვა
„დემაკლენკო იტალიას“ საქმე
2022-11-09

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით შპს „დემაკლენკო იტალიას“ (Demaclenko IT S.R.L) საჩივარი, შპს „ემ თი ეი“-ს მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის შესაძლო დარღვევის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი. კერძოდ, საქმის გარემოებების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს დავა იმავე მხარეებს შორის, იმავე დავის საგანზე და იმავე საფუძვლით. შესაბამისად, კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტო უარს ამბობს საქმის მოკვლევის დაწყებაზე, თუ სასამართლო წარმოებაშია დავა იმავე მხარეებს შორის იმავე დავის საგანზე.

დოკუმენტის ნახვა
„ასპ-გრუპის“ საქმე
2021-06-24

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ შპს „ასპ-გრუპის“ საჩივარი დაუშვებლად ცნო.  საკითხი შეეხებოდა - „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის შესაძლო დარღვევის ფაქტს. დასაშვებობის შემოწმების ეტაპზე, სააგენტომ დაადგინა, რომ საჩივარი ვერ აკმაყოფილებდა კანონმდებლობით დადგენილ მატერიალური დასაშვებობის სტანდარტებს, არ არსებობდა შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი და სავარაუდო დარღვევის გონივრული ეჭვი, რის გამოც სააგენტომ საჩივარი დაუშვებლად ცნო.

დოკუმენტის ნახვა
"დეკორაციების და ქანდაკების სახლის" საქმე
2020-12-02

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ შპს „დეკორაციების და ქანდაკების სახლის“  საჩივარი ქალაქ თბილისის მერიის მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე დაუშვებლად ცნო. კერძოდ, დასაშვებობის შესწავლის ეტაპზე დადგინდა, რომ მხარეებს შორის დავის გადაწყვეტასა და განხილვაში უფლებამოსილი ორგანო სააგენტო ვერ იქნება, ვინაიდან დავის შინაარსს წარმოადგენს ორმხრივი ნების გამოვლენის საფუძველზე, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების კონკრეტული ნორმების შესრულების საკითხი და არა ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება, რომელიც მეწარმე სუბიექტებს შორის გაუმართლებლად ზღუდავს კონკურენციას, შესაბამისად, სააგენტომ საჩივარი დაუშვებლად ცნო და საქმის მოკვლევის დაწყებაზე უარი განაცხადა.

დოკუმენტის ნახვა
„შკოდა ტრანსპორტეიშენის“, „შკოდა ვაგონკას“ და „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ საქმე
2020-07-30

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ  სს „შკოდა ტრანსპორტეიშენის“ და სს „შკოდა ვაგონკას“ საჩივარი შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის სავარაუდო დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით დაუშვებლად ცნო. კერძოდ, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაზე“ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მოქმედება არ ვრცელდება, ვინაიდან კომპანია არ წარმოადგენს ამ მუხლით განსაზღვრულ სუბიექტს. ასევე, კონკრეტული შესყიდვის პროცესში განხორციელებული სავარაუდო პროცედურული დარღვევის საკითხის შეფასება არ წარმოადგენს სააგენტოს კომპეტენციას. შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძველის არ არსებობის გამო, აღნიშნული საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.

დოკუმენტის ნახვა
"აუდიტ-ეკონომიქსის" საქმე
2020-05-22

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ შპს „აუდიტ-ეკონომიქსის“ საჩივარი დაუშვებლად ცნო. საკითხი ეხებოდა - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის სავარაუდო დარღვევის ფაქტს. დასაშვებობის შემოწმების ეტაპზე დადგინდა, რომ  საჩივარი ვერ აკმაყოფილებდა გონივრული ეჭვის სამართლებრივ სტანდარტს. შესაბამისად, სააგენტომ საქმის მოკვლევა არ დაიწყო.

დოკუმენტის ნახვა