საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20
მოკვლევის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებები
დაუშვებლობის გადაწყვეტილებები
მოკვლევის შეწყვეტა
პირობითი ვალდებულებები
განუხილველად დატოვება
შუალედური და განმეორებითი სანქციები
„გოუტრიპის” საქმე
2025-07-03

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს გადაწყვეტილებით, შპს „გოუტრიპის“ საჩივარი შპს „ტრიპჰაბის“ მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 113 მუხლის შესაძლო დარღვევის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი. კერძოდ, საქმის გარემოებების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს დავა იმავე მხარეებს შორის, იმავე დავის საგანზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტო უარს ამბობს საქმის მოკვლევის დაწყებაზე, თუ სასამართლო წარმოებაშია დავა იმავე მხარეებს შორის იმავე დავის საგანზე.


 

დოკუმენტის ნახვა
“ე.პ.ჯ“-ს საქმე
2025-04-28

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „ე.პ.ჯ“-ს 2025 წლის 13 თებერვლის საჩივარზე დაუშვებლობის გადაწყვეტილება მიიღო. საჩივარი ეხებოდა მოპასუხეების მხრიდან „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 113 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების სავარაუდო დარღვევის ფაქტს. საჩივრის დასაშვებობის შესწავლის ეტაპზე,  მტკიცების ტვირთის ფარგლებში,  მომჩივანმა კანონის დარღვევის გონივრული ეჭვის სტანდარტის დაკმაყოფილება ვერ შეძლო. ასევე, მომჩივანი სააგენტოსგან ითხოვდა მოპასუხეებისთვის „TYQ” ბრენდის ფარების იმპორტის აკრძალვას, რაც სააგენტოს კომპეტენციას და უფლებამოსილების სფეროს სცდება.  შესაბამისად, მოკვლევის დაწყების სამართლებრივი საფუძვლის არ არსებობის გამო, სააგენტომ მოკვლევის დაწყება მიზანშეუწონლად მიიჩნია.


 

დოკუმენტის ნახვა
„არგოს“ საქმე
2025-03-26

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ სს „არგოს“ 2025 წლის 24 იანვრის საჩივარზე დაუშვებლობის გადაწყვეტილება მიიღო. საჩივარი ეხებოდა მოპასუხეების - სს „ქართული ლუდის კომპანიის“ და Swinkels Family Brewers N.V.-ის მხრიდან „კონკურენციისს შესახებ“ საქართველოს კანონის 113 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების სავარაუდო დარღვევის ფაქტს. საჩივრის დასაშვებობის შესწავლის ეტაპზე, წარმოდგენილი ინფორმაციის/მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად, სააგენტომ დაადგინა, რომ საჩივარი ვერ აკმაყოფილებდა კანონმდებლობით დადგენილ მატერიალური დასაშვებობის სტანდარტს. კერძოდ, სააგენტოს გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ კანონის დარღვევის გონივრული ეჭვი არ არსებობს, რადგან მომჩივნის მიერ მითითებულ გარემოებებში კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევა არ იკვეთება. შესაბამისად, სააგენტომ მოკვლევის დაწყება მიზანშეუწონლად მიიჩნია.

დოკუმენტის ნახვა
„ევრო პაკის“ საქმე
2025-02-11

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „ევრო პაკის“ საჩივარზე დაუშვებლობის გადაწყვეტილება მიიღო. საჩივარი ეხებოდა მოპასუხეების - შპს „ქერვან ამბალაჟ მათბააჯილიქ სანაი ვე თიჯარეთის“ (წარმომადგენლობა საქართველოში) და შპს „სიმეტრას“ მხრიდან „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 113 მუხლის სავარაუდო დარღვევის ფაქტს. საჩივრის დასაშვებობის შესწავლის ეტაპზე, წარმოდგენილი ინფორმაციის/მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად, სააგენტომ დაადგინა, რომ საჩივარი ვერ აკმაყოფილებდა კანონმდებლობით დადგენილ მატერიალური დასაშვებობის სტანდარტს. კერძოდ, საჩივარში დასმული საკითხის შესწავლა და შეფასება არ განეკუთვნებოდა სააგენტოს კომპეტენციისა და უფლებამოსილების სფეროს. შესაბამისად, არ არსებობდა საჩივრის საფუძველზე მოკვლევის დაწყების სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც სააგენტომ მოკვლევის დაწყება მიზანშეუწონლად მიიჩნია.

დოკუმენტის ნახვა
მიკიტა სოკალის საქმე
2024-11-13

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ ი/მ მიკიტა სოკალის (ს/ნ 345655454) 2024 წლის 17 ოქტომბრის საჩივარზე დაუშვებლობის გადაწყვეტილება მიიღო. საჩივარი ეხებოდა შპს „მერკურის“ (ს/ნ 405311247) მხრიდან „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 113 მუხლის სავარაუდო დარღვევის ფაქტს. საჩივრის დასაშვებობის შესწავლის ეტაპზე, წარმოდგენილი ინფორმაციის/მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად, სააგენტომ დაადგინა, რომ საჩივარი ვერ აკმაყოფილებდა კანონმდებლობით დადგენილ მატერიალური დასაშვებობის სტანდარტს. კერძოდ, სააგენტოს გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ კანონის დარღვევის გონივრული ეჭვი არ არსებობს, რადგან მომჩივნის მიერ მითითებულ გარემოებებში კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევა არ იკვეთება. შესაბამისად, სააგენტომ მოკვლევის დაწყება მიზანშეუწონლად მიიჩნია.

დოკუმენტის ნახვა
„ლოლუ გრუპის“ საქმე
2024-05-03

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „ლოლუ გრუპის“ საჩივარზე  დაუშვებლობის გადაწყვეტილება მიიღო. საჩივარი ეხებოდა შპს „ნამი 8“-ის მხრიდან „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 113 მუხლის სავარაუდო დარღვევის ფაქტს. საჩივრის დასაშვებობის შესწავლის ეტაპზე, წარმოდგენილი ინფორმაციის/მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად, სააგენტომ დაადგინა, რომ საჩივარი ვერ აკმაყოფილებდა კანონმდებლობით დადგენილ მატერიალური დასაშვებობის სტანდარტს. კერძოდ, სააგენტოს გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ კანონის დარღვევის გონივრული ეჭვი არ არსებობს, რადგან მომჩივნის მიერ მითითებულ გარემოებებში კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევა არ იკვეთება. შესაბამისად, სააგენტომ მოკვლევის დაწყება მიზანშეუწონლად მიიჩნია.

დოკუმენტის ნახვა
,,მეტრომარტის“ საქმე
2024-03-04

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „მეტრომარტის“ საჩივარზე დაუშვებლობის გადაწყვეტილება მიიღო. საკითხი ეხებოდა - შპს ,,სიბიდი დეველოპმენტის“ მიერ სავარაუდო დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას. აგრეთვე. ამავე კომპანიის მიერ სავარაუდო არაკეთილსინდისიერ კონკურენციას. ასევე, საჩივარში მომჩივანი მიუთითებდა შპს ,,სიბიდი დეველოპმენტის“ და შპს ,,ეი ბი სი - ტელეკომ ჯის“ შორის სავარაუდო კონკურენციის საწინააღმდეგო შეთანხმების არსებობაზე.სააგენტოს გადაწყვეტილებით, საკითხის დასაშვებობის ეტაპზე დადგინდა, რომ კანონის დარღვევის გონივრული ეჭვი არ არსებობს, რადგან მომჩივანის მიერ მითითებულ გარემოებებში კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევა არ იკვეთებოდა. შესაბამისად, სააგენტომ მოკვლევის დაწყება მიზანშეუწონლად მიიჩნია.

დოკუმენტის ნახვა
,,დელტა დეველოპმენტ გრუპის“ საქმე II
2024-02-26

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „დელტა დეველოპმენტ გრუპის“ საჩივარზე დაუშვებლობის გადაწყვეტილება მიიღო. საკითხი ეხებოდა - შპს „ინტელექტ მარკეტისა“ და შპს ,,ჯი ემ ჯი ცენტრის“ მიერ დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას, აგრეთვე ამავე კომპანიებისა და ფიზიკური პირის - არტიტტაია სირირატს შორის კონკურენციის საწინააღმდეგო შეთანხმებას. ასევე, საჩივარში მომჩივანი მიუთითებდა არაკეთილსინდისიერ კონკურენციაზეც. სააგენტოს გადაწყვეტილებით, საკითხის დასაშვებობის ეტაპზე დადგინდა, რომ კანონის დარღვევის გონივრული ეჭვი არ არსებობს, რადგან მომჩივანის მიერ მითითებულ გარემოებებში კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევა არ იკვეთებოდა. შესაბამისად, სააგენტომ მოკვლევის დაწყება მიზანშეუწონლად მიიჩნია.

დოკუმენტის ნახვა
,,სანტრეიდის“ საქმე
2024-02-07

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „სანტრეიდის“ საჩივარზე დაუშვებლობის გადაწყვეტილება მიიღო. საკითხი ეხებოდა - სს „ბაშკირეთის სოდის კომპანიის“ მხრიდან დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას, ასევე, არაკეთილსინდისიერ კონკურენციას („კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6  და 113 მუხლები). გარდა ამისა, საჩივარში მომჩივანი მიუთითებდა კონკურენციის საწინააღმდეგო შეთანხმებაზეც (კანონის მე-7 მუხლი). სააგენტოს გადაწყვეტილებით, საკითხის დასაშვებობის ეტაპზე დადგინდა, რომ კანონის დარღვევის გონივრული ეჭვი არ არსებობს, რადგან მომჩივანის მიერ მითითებულ გარემოებებში არ იკვეთებოდა კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევა. შესაბამისად, სააგენტომ მოკვლევის დაწყება მიზანშეუწონლად მიიჩნია.

დოკუმენტის ნახვა
„ბელლა ვეტრინეს“ საქმე
2023-12-10

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ შპს “ბელლა ვეტრინეს“ საჩივარზე დაუშვებლობის გადაწყვეტილება მიიღო. საკითხი ეხებოდა - შპს „ვერონას“ მხრიდან არაკეთილსინდისიერი კონკურენციის („კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 11³ მუხლი) განხორციელების შესაძლო ფაქტს. კერძოდ, შპს „ვერონას“ მხრიდან მომჩივანი კომპანიის გარეგნული იერსახის მითვისებასა და რეპუტაციის შელახვას. სააგენტოს გადაწყვეტილებით, საკითხის დასაშვებობის ეტაპზე დადგინდა, რომ კანონის დარღვევის გონივრული ეჭვი არ არსებობს, რადგან მომჩივანის მიერ მითითებულ გარემოებებში არ იკვეთებოდა კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევა. ამასთან, სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, მომჩივანმა არ წარმოადგინა დამატებით მოთხოვნილი ინფორმაცია/მტკიცებულება.  შესაბამისად, სააგენტომ მოკვლევის დაწყება მიზანშეუწონლად მიიჩნია.

დოკუმენტის ნახვა