საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20
მოკვლევის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებები
დაუშვებლობის გადაწყვეტილებები
მოკვლევის შეწყვეტა
პირობითი ვალდებულებები
განუხილველად დატოვება
შუალედური და განმეორებითი სანქციები
„ბურგალა+“-ის საქმე
2019-02-18

საქართველოს კონკურენციის სააგენტოში შპს „ბურგალა+“-მა შემოიტანა საჩივარი უცხოური საწარმოს ფილიალის „აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალის“ მიერ დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების სავარაუდო ფაქტზე. მომჩივანი აპელირებდა იმ გარემოებაზე, რომ უსფ „აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი“, რომელიც წარმოადგენს მინერალური წყალი „ბორჯომის“ მწარმოებელს, სავაჭრო ქსელში შეძენილ პროდუქციაზე არ გასცემდა შესაბამისობის დეკლარაციას, რის გამოც შპს „ბურგალა+“ ვერ ახორციელებდა პროდუქციის ექსპორტზე გატანას. სააგენტომ არ დაიწყო საქმის მოკვლევა, რადგან დასაშვებობის შემოწმების ეტაპზე არ დაკმაყოფილდა გონივრული ეჭვის სტანდარტი.


 
დოკუმენტის ნახვა
ბანანების საქმე
2019-01-23

საქართველოს კონკურენციის სააგენტოში შპს „კავკასუს აგრო კომპანიამ“ წარმოადგინა საჩივარი შპს „ჯეო ფრეშ გრუპის“ მიერ დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების სავარაუდო ფაქტზე, რაც, მომჩივანის პოზიციით, გამოიხატებოდა მოპასუხის მიერ პროდუქციის თვითღირებულებაზე დაბალ ფასად გაყიდვაში. სააგენტომ არ დაიწყო საქმის მოკვლევა, რადგან დასაშვებობის შემოწმების ეტაპზე დადგინდა, რომ მოპასუხე კომპანია არ ფლობდა დომინირებულ მდგომარეობას შესაბამის ბაზარზე და არ არსებობდა მოკვლევის დაწყების კანონმდებლობით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძველი.

დოკუმენტის ნახვა
"კურორტი საირმის" საქმე
2018-05-08

საქართველოს კონკურენციის სააგენტოში კურორტი საირმის ტერიტორიაზე მოქმედმა 10-მა ეკონომიკურმა აგენტმა შემოიტანა ერთობლივი საჩივარი, შპს „კურორტი საირმის“ მიერ დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების სავარაუდო ფაქტზე, რაც, მომჩივანი პოზიციით, გამოიხატებოდა მოპასუხის მიერ მომხმარებლისათვის არასამართლიანი და დისკრიმინაციული ფასების დადგენაში, ასევე, მომჩივანის ეკონომიკური აგენტების სასტუმროებში მყოფი დამსვენებლებისთვის მოპასუხის საკუთრებაში არსებული ობიექტებით სარგებლობის შეზღუდვაში. სააგენტომ არ დაიწყო საქმის მოკვლევა, რადგან დასაშვებობის შემოწმების ეტაპზე არ დაკმაყოფილდა გონივრული ეჭვის სტანდარტი.

დოკუმენტის ნახვა
"ტავ ურბან საქართველოს" საქმე
2018-05-04

საქართველოს კონკურენციის სააგენტოში ააიპ „კონკურენციის სამართლისა და მომხმარებელთა დაცვის ცენტრმა“ შემოიტანა განცხადება შპს „ტავ ურბან საქართველოს“ მიერ დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების სავარაუდო ფაქტზე, რაც, განმცხადებლის პოზიციით, გამოიხატებოდა მოპასუხის მიერ შეღავათიანი მომსახურების პირობების მხოლოდ თურქული ავიაკომპანიებისთვის შეთავაზებაში, ასევე თბილისის აეროპორტში საპასპორტო კონტროლისთვის მაღალი ტარიფის დაწესებაში. სააგენტომ არ დაიწყო საქმის მოკვლევა, რადგან, ერთი მხრივ, მოპასუხედ დასახელებული კომპანია არ იყო უფლებამოსილი სადავო ქმედებების განხორციელებაზე, ხოლო, მეორე მხრივ, დასაშვებობის შემოწმების ეტაპზე არ დაკმაყოფილდა გონივრული ეჭვის სტანდარტი.

დოკუმენტის ნახვა
გორის ტაქსების საქმე I
2017-03-28

ქალაქ გორში ტაქსებით მომსახურების განმახორციელებელმა 11-მა ეკონომიკურმა აგენტმა საქართველოს კონკურენციის სააგენტოში შემოიტანა ერთობლივი განცხადება შპს „კატენას“ მიერ დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების სავარაუდო ფაქტზე, რაც, განმცხადებლის პოზიციით, მომავალში, მისიბაზარზე ოპერირების შედეგად შეიძლებოდა დამდგარიყო. სააგენტომ არ დაიწყო საქმის მოკვლევა, რადგან მოპასუხე ეკონომიკურ აგენტს არ გააჩნდა დომინირებული მდგომარეობა შესაბამის ბაზარზე.

დოკუმენტის ნახვა