საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20
მოკვლევის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებები
დაუშვებლობის გადაწყვეტილებები
მოკვლევის შეწყვეტა
პირობითი ვალდებულებები
განუხილველად დატოვება
შუალედური და განმეორებითი სანქციები
„ინტელექტ მარკეტის“ საქმე
2025-04-16

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „ინტელექტ მარკეტის“  საჩივარზე დაუშვებლობის გადაწყვეტილება მიიღო. საჩივარი ეხებოდა საქართველოს პროკურატურის მხრიდან კანონის მე-10 მუხლის სავარაუდო დარღვევას.


სააგენტოს გადაწყვეტილებით, საკითხის დასაშვებობის ეტაპზე დადგინდა, რომ საჩივარი ვერ აკმაყოფილებდა კანონმდებლობით დადგენილ მატერიალური დასაშვებობის სტანდარტს. კერძოდ, არ არსებობდა კონკურენციის კანონმდებლობის  დარღვევის გონივრული ეჭვი. შესაბამისად, სააგენტომ მოკვლევის დაწყება მიზანშეუწონლად მიიჩნია.

დოკუმენტის ნახვა
„სკინესტ რეილ ჯორჯიას“ საქმე
2025-04-07

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „სკინესტ რეილ ჯორჯიას“  საჩივარზე დაუშვებლობის გადაწყვეტილება მიიღო. საჩივარი ეხებოდა სს „საქართველოს რკინიგზის“ მხრიდან კანონის მე-10 მუხლის სავარაუდო დარღვევას (თავისუფალი ფასწარმოქმნისა და კონკურენციის სავარაუდო შეზღუდვას).


სააგენტოს გადაწყვეტილებით, საკითხის დასაშვებობის ეტაპზე დადგინდა, რომ საჩივარი ვერ აკმაყოფილებდა კანონმდებლობით დადგენილ მატერიალური დასაშვებობის სტანდარტს. კერძოდ, არ არსებობდა კონკურენციის კანონმდებლობის  დარღვევის გონივრული ეჭვი. შესაბამისად, სააგენტომ მოკვლევის დაწყება მიზანშეუწონლად მიიჩნია.

დოკუმენტის ნახვა
„დუთი ფრი ჯორჯიას“ საქმე
2025-02-18

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „დუთი ფრი ჯორჯიას“ საჩივარზე დაუშვებლობის გადაწყვეტილება მიიღო. საჩივარი ეხებოდა საქართველოს მთავრობის, სსიპ ქონების ეროვნული სააგენტოსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მხრიდან ეკონომიკური აგენტისთვის სავარაუდოდ ისეთი შეღავათის დაწესებას, რომელიც მას კონკურენტებთან ან პოტენციურ კონკურენტებთან შედარებით უპირატესობას ანიჭებდა და ამავე ეკონომიკური აგენტისთვის სახელმწიფო დახმარების კონკურენციის კანონმდებლობით გადაცემას. საკითხის დასაშვებობის ეტაპზე დადგინდა, რომ საჩივარი ვერ აკმაყოფილებდა კანონმდებლობით დადგენილ მატერიალური დასაშვებობის სტანდარტს. კერძოდ, საჩივარში მითითებული ქმედება გათვალისწინებული იყო საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, ხოლო აღნიშნული მოცემულობა ჯდებოდა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლით გათვალისწინებული გამონაკლისის დისპოზიციაში. შესაბამისად, სააგენტომ მოკვლევის დაწყება მიზანშეუწონლად მიიჩნია.

დოკუმენტის ნახვა
„თეჩჰაბის“ საქმე
2024-12-17

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „თეჩჰაბის“ საჩივარზე დაუშვებლობის გადაწყვეტილება მიიღო. საჩივარი ეხებოდა სსიპ - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ბაზრის კვლევაში ტექნიკური დოკუმენტაციისა და სატენდერო პირობების მოთხოვნების იმგვარად განსაზღვრას, რომ მათი დაკმაყოფილება მხოლოდ ერთ კონკრეტულ კომპანიას შეეძლო. სააგენტოს გადაწყვეტილებით, საკითხის დასაშვებობის ეტაპზე დადგინდა, რომ საჩივარი ვერ აკმაყოფილებდა კანონმდებლობით დადგენილ მატერიალური დასაშვებობის სტანდარტს, კერძოდ, არ არსებობდა „კონკურენციის შესახებ“ კანონის მე-10 მუხლის დარღვევის გონივრული ეჭვი. შესაბამისად, სააგენტომ მოკვლევის დაწყება მიზანშეუწონლად მიიჩნია.

დოკუმენტის ნახვა
„ჯი-თი გრუპის“ საქმე
2024-10-04

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „ჯი-თი გრუპის“ საჩივარზე დაუშვებლობის გადაწყვეტილება მიიღო. საჩივარი ეხებოდა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან ერთ-ერთი სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში  ეკონომიკური აგენტისთვის სავარაუდოდ ისეთი შეღავათის დაწესებას, რომელიც მას კონკურენტებთან ან პოტენციურ კონკურენტებთან შედარებით უპირატესობას ანიჭებდა. სააგენტოს გადაწყვეტილებით, საკითხის დასაშვებობის ეტაპზე დადგინდა, რომ საჩივარი ვერ აკმაყოფილებდა კანონმდებლობით დადგენილ მატერიალური დასაშვებობის სტანდარტს. კერძოდ, არ არსებობდა „კონკურენციის შესახებ“ კანონის მე-10 მუხლის დარღვევის გონივრული ეჭვი. შესაბამისად, სააგენტომ მოკვლევის დაწყება მიზანშეუწონლად მიიჩნია.

დოკუმენტის ნახვა
„გეოპროფის“ საქმე
2024-09-09

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „გეოპროფის“ საჩივარზე დაუშვებლობის გადაწყვეტილება მიიღო. საჩივარი ეხებოდა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან ერთ-ერთი სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში ბუნდოვანი სატენდერო პირობის გამოყენებასა და შემსყიდველი ორგანიზაციის მხრიდან მომჩივანის უსაფუძვლო დისკვალიფიკაციის სავარაუდო ფაქტებს. სააგენტოს გადაწყვეტილებით, საკითხის დასაშვებობის ეტაპზე დადგინდა, რომ საჩივარი ვერ აკმაყოფილებდა კანონმდებლობით დადგენილ მატერიალური დასაშვებობის სტანდარტს, კერძოდ, არ არსებობდა „კონკურენციის შესახებ“ კანონის მე-10 მუხლის დარღვევის გონივრული ეჭვი. შესაბამისად, სააგენტომ მოკვლევის დაწყება მიზანშეუწონლად მიიჩნია.

დოკუმენტის ნახვა
„დენკ ფარმა კავკასიას“ საქმე
2024-03-18

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „დენკ ფარმა კავკასიას“ საჩივარზე  დაუშვებლობის გადაწყვეტილება მიიღო. საჩივარი ეხებოდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხრიდან „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის სავარაუდო დარღვევის ფაქტს. სააგენტოს გადაწყვეტილებით, საკითხის დასაშვებობის ეტაპზე დადგინდა, რომ სამინისტრო არ წარმოადგენდა სათანადო მოპასუხეს, მის ნაცვლად სათანადო მოპასუხეს წარმოადგენდა სსიპ - ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო. ასევე, წარმოდგენილი ინფორმაციის/მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად, სააგენტომ დაადგინა, რომ საჩივარი ვერ აკმაყოფილებდა კანონმდებლობით დადგენილ მატერიალური დასაშვებობის სტანდარტს. კერძოდ, სათანადო მოპასუხის მიერ განხორციელებული ქმედება გათვალისწინებული იყო საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, ხოლო აღნიშნული მოცემულობა ჯდებოდა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლით გათვალისწინებული გამონაკლისის დისპოზიციაში. შესაბამისად, სააგენტომ მოკვლევის დაწყება მიზანშეუწონლად მიიჩნია.


 
დოკუმენტის ნახვა
,,ენსო ჯგუფის“ საქმე
2024-02-29

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს ,,ენსო ჯგუფის“ საჩივარზე დაუშვებლობის გადაწყვეტილება მიიღო. საჩივარი ეხებოდა სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხრიდან ეკონომიკური აგენტისთვის სავარაუდოდ ისეთი შეღავათის დაწესებას და დომინანტური მდგომარეობის შექმნას, რომელიც მას კონკურენტებთან ან პოტენციურ კონკურენტებთან შედარებით უპირატესობას ანიჭებდა, ზღუდავდა თავისუფალ ფასწარმოქმნას და კონკურენციას. სააგენტოს გადაწყვეტილებით, საკითხის დასაშვებობის ეტაპზე დადგინდა, რომ კანონის დარღვევის გონივრული ეჭვი არ არსებობს, რადგან მომჩივანის მიერ მითითებულ გარემოებებში კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევა არ იკვეთებოდა. შესაბამისად, სააგენტომ მოკვლევის დაწყება მიზანშეუწონლად მიიჩნია.

დოკუმენტის ნახვა
„რეტკოს“ საქმე
2023-07-05

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, შპს „რეტკოს“ საჩივარი სს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის, ხოლო შპს „ქსელმშენის“, შპს „ჯორჯიან ინჟინერინგ კომპანისა“  და შპს „ხადას“ მიერ კანონის მე-7 მუხლის სავარაუდო დარღვევის შესახებ დაუშვებლად ცნო. საკითხი ეხებოდა სს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ გამოცხადებულ ტენდერებში მიწოდების 30 დღიანი ვადის დაწესებას. ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ შემსყიდველმა ორგანიზაციამ ბაზრის კვლევა განახორციელა ორჯერ, რომლის ფარგლებშიც სადავო სატენდერო პირობას აკმაყოფილებდა სულ მცირე 6 ეკონომიკური აგენტი. შესაბამისად, დასაშვებობის შემოწმების ეტაპზე, სააგენტომ მიიჩნია, რომ საჩივარი ვერ აკმაყოფილებდა კანონმდებლობით დადგენილ მატერიალური დასაშვებობის სტანდარტს.

დოკუმენტის ნახვა
„დემაკლენკო იტალიას“ საქმე
2022-11-09

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით შპს „დემაკლენკო იტალიას“ (Demaclenko IT S.R.L) საჩივარი, შპს „ემ თი ეი“-ს მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის შესაძლო დარღვევის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი. კერძოდ, საქმის გარემოებების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს დავა იმავე მხარეებს შორის, იმავე დავის საგანზე და იმავე საფუძვლით. შესაბამისად, კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტო უარს ამბობს საქმის მოკვლევის დაწყებაზე, თუ სასამართლო წარმოებაშია დავა იმავე მხარეებს შორის იმავე დავის საგანზე.

დოკუმენტის ნახვა