საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში - ძველი ვერსია
ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20 ცხელი ხაზი 15 20
მოკვლევის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებები
დაუშვებლობის გადაწყვეტილებები
მოკვლევის შეწყვეტა
პირობითი ვალდებულებები
განუხილველად დატოვება
შუალედური და განმეორებითი სანქციები
საავტომობილო გზების დეპარტამენტის საქმე
2017-10-20

საქართველოს კონკურენციის სააგენტოში შპს „კონდოტე დაკვამ“ წარმოადგინა საჩივარი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ კონკურენციის სავარაუდო შეზღუდვის ფაქტზე, რაც, მომჩივანის პოზიციით, გამოიხატებოდა სახელმწიფო შესყიდვების პროცესში ტენდერის მონაწილეების არათანაბარ პირობებში ჩაყენებაში. სააგენტომ არ დაიწყო საქმის მოკვლევა, რადგან საქმე ეხებოდა დონორის სახსრებითა და მისივე დადგენილი პირობებით გამოცხადებულ ტენდერს, რაც, სააგენტოს პრაქტიკის მიხედვით, ვერ იქნება მიჩნეული საქართველოს სახელმწიფო უწყების მიერ კონკურენციის დარღვევად.

დოკუმენტის ნახვა
"სიტროენ ჯორჯიას" საქმე I
2016-12-23

საქართველოს კონკურენციის სააგენტოში შპს „სიტროენ ჯორჯიამ“ შემოიტანა საჩივარი შემსყიდველი ორგანიზაციების მხრიდან კონკურენციის სავარაუდო შეზღუდვის ფაქტზე. მომჩივანის პოზიციით, აღნიშნული გამოიხატებოდა რიგი შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ სატენდერო პირობების იმგვარად ფორმულირებაში, რომელიც ხელს უშლიდა შესაბამის ბაზარზე კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებას. სააგენტომ არ დაიწყო საქმის მოკვლევა, რადგან მიიჩნია, რომ საჩივარი ვერ აკმაყოფილებდა მატერიალური დასაშვებობის კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებს და სადავოდ გამხდარი ტენდერების უმეტეს ნაწილთან მიმართებაში შპს „სიტროენ ჯორჯია“ არ წარმოადგენდა საჩივრის წარდგენაზე უფლებამოსილ პირს.

დოკუმენტის ნახვა